Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
->
მშობლების კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(49)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აცრები
, იმუნიზაცია და ვაქცინაცია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
roamer
Super Member
ჯგუფი: Registered
roamer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 570
წევრი No.: 29866
რეგისტრ.: 13-February 07
#41494656
· 2 Jul 2014, 13:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უფროსი შვილის ბაგში შეყვანას ვაპირებ სექტემბრიდან, ვირუსებისგან დასაცავად (იმუნიტეტის გასაძლიერებლად) მინდა დამატებით, ფასიანი აცრის გაკეთება. რომელს მირჩევთ - გრიპის საწინააღმდეგოს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09
#41507825
· 3 Jul 2014, 15:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
roamer
QUOTE
უფროსი შვილის ბაგში შეყვანას ვაპირებ სექტემბრიდან, ვირუსებისგან დასაცავად (იმუნიტეტის გასაძლიერებლად) მინდა დამატებით, ფასიანი აცრის გაკეთება. რომელს მირჩევთ - გრიპის საწინააღმდეგოს?
ოქტომბერში ჩაუტერეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის დაიცავს გრიპის ვირუსისგან, მაგრამ გრიპის ვირუსის მხოლოდ სამი შტამისგან, რომელიც შედის ვაქცინაში. ამ შტამებს ცვლიან ყოველწლიურად იმის გათვალისწინებით, თუ რომელია მოსალოდნელი ამა თუ იმ სეზონში. ამას განსაზღვრავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ასე, რომ ამ აცრით დაიცავთ ბავშვს იმ სამი ყველაზე აგრესიული შტამისგან, რომელიც ამ სეზონზეა მოსალოდნელი. სხვა მოლოდინი არ გქონდეთ, ის ვერ დაიცავს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსებისგან, რომელიც მრავლად იქნება ზამთრის სეზონზე. თუმცა გრიპის ვაქცინის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ორგანიზმში ინტერფერონის გამომუშავების ზრდას და შესაბამისად ამყარებს იმუნიტეტს.
ასე,რომ სარგებელი ვაქცინაციით საკმაოდ დიდია.
* * *
ასევე, თუ ბავშვს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი პნევმონია, ბრონქიტი ან სინუსიტი, ჯანმოს რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინასთან ერთად უნდა ჩაუტარდეს პნევმონიის საწინააღმდეგო აცრა (პნევმო 23 - სანოფი პასტერი, საფრანგეთი). ამ ორი ვაქცინით ბავშვი უფრო საიმედოდ იქნება დაცული გრიპისგან და მისი გართულებებისგან. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ,,პნევმო 23" არ კეთდება 2 წლის ასაკამდე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
angelochka_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
angelochka_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1207
წევრი No.: 180516
რეგისტრ.: 25-January 14
#41514917
· 4 Jul 2014, 01:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IRMALA
ინფანრიქს ჰექსათი აცრის შემდეგ გაუწითლდა და გაუმაჰგრდა რკალისებრად 4 სმ-ზე, რამდენად ნორმალურია და როდის გადაუვლის,მესამე დღეა უკვე.სიცხეც აქვს 37.3
--------------------
Always wear your invisible crown...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
roamer
Super Member
ჯგუფი: Registered
roamer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 570
წევრი No.: 29866
რეგისტრ.: 13-February 07
#41516124
· 4 Jul 2014, 09:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IRMALA
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებები გადატანილი არ აქვს და საკმარისი იქნება გრიპის აცრა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09
#41521586
· 4 Jul 2014, 17:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
angelochka_
QUOTE
ინფანრიქს ჰექსათი აცრის შემდეგ გაუწითლდა და გაუმაჰგრდა რკალისებრად 4 სმ-ზე, რამდენად ნორმალურია და როდის გადაუვლის,მესამე დღეა უკვე.სიცხეც აქვს 37.3
არ არის პრობლემა, სიწითლე მალე გადაუვლის, გამაგრება კი შეიძლება ცოტა გაუგრძელდეს. არ არის პრობლემა, თავისით გაიწოვება. ტემპერატურაც ნორმალურია - იმუნიტეტს იმუშავებს ორგანიზმი
roamer
QUOTE
ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებები გადატანილი არ აქვს და საკმარისი იქნება გრიპის აცრა?
კი, საკმარისი იქნება..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T@D
Super Member
ჯგუფი: Registered
T@D
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 448
წევრი No.: 101401
რეგისტრ.: 2-October 09
#41537349
· 5 Jul 2014, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი პატარა 2 თვეზე მივიყვანე აცრაზე, ჩააწვეათეს რაღაც როტა- დიარეის საწინააღმდეგო და იქვე მისცა რეაქცია. გაუკეთეს დექსამეტაზონი. აცრა გადაუტანეს ერთი თვით. ვინმეს ქონია ასეთი შემთხვევა?
--------------------
I Hate Drugs!
"I don't walk, I swagger,"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
angelochka_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
angelochka_
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1207
წევრი No.: 180516
რეგისტრ.: 25-January 14
#41541240
· 6 Jul 2014, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
T@D
რა სახის რეაქცია Mისცა??? Iგივე უნდა გაუმეორონ ერთ თ Vეში??
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T@D
Super Member
ჯგუფი: Registered
T@D
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 448
წევრი No.: 101401
რეგისტრ.: 2-October 09
#41549003
· 6 Jul 2014, 23:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
angelochka_
წამოახურა, გაწითლდა სახეზე, ოფლმა დაასხა. ძალიან მალე გაუარა, მაგრამ მაინც გაუკეთეს დექსამეტაზონი. არა, როტას მეტს არ გაუკეთებენ. ცუდი ის არის, რომ აგვისტოში აცრებს არ აკეთებენ და ვაგვიანებთ დაწყებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
garfield1
სანდროს და ანას დედიკო
ჯგუფი: Members
garfield1
სანდროს და ანას დედიკო
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12
#41622859
· 13 Jul 2014, 05:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Up........................................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nopiahopi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
nopiahopi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6413
წევრი No.: 168358
რეგისტრ.: 5-June 13
#42097159
· 1 Sep 2014, 00:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IRMALA
ჩემს წლის და 1 თვის შვილს უწევს წწყ აცრა, ახლა მასაჟებს ვუკეთებ და მაინტერესებს, მასაჟების მერე რამდენ დღეში შეიძლება ამ აცრის გაკეთება? თუ არ აქვს მნიშვნელობა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniko09
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniko09
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 102746
რეგისტრ.: 20-October 09
#42097262
· 1 Sep 2014, 00:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
5 წლის აცრა დავუგვიანე ნინის
, მარტში უნდა ამეცრა და მერე ისე გადაება ჩვენი ამბები, რომ აგვისტომდე ასე მოვედით და სიცხეში თავი შევიკავე. იმედია ამხელა შუალედი აცრების ჯაჭვს არ დაარღვევდა.
ხომ არ იცით ვინმემ, ბე ჰეპატიტის აცრა, სამშობიაროში რომ უნდა გაკეთებულიყო, 7-8 წლის ასაკში შემიძლია გავუკეთო? ფასიანი თუნდაც. თუ აზრი აღარ აქვს? მაშინ დღენაკლულობის გამო უარი ვთქვით და ახლა მეფიქრება ძალიან. არადა, როგორც მახსოვს ბევრი გვერდითი მოვლენა იყო მოსალოდნელი, იმიტომ შევიკავეთ თავი, ჯერ კიდევ ვყოყმანობ ამის გამო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
garfield1
სანდროს და ანას დედიკო
ჯგუფი: Members
garfield1
სანდროს და ანას დედიკო
ჯგუფი: Members
წერილები: 21592
წევრი No.: 155183
რეგისტრ.: 15-October 12
#42097480
· 1 Sep 2014, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
niniko09
ნათი ბ ჰეპატიტი 2-3-4 თვეზე რომ აცრა კეთდება მაგაში შედის და მერე წლინახევარზე კიდე. ჯამში 4 უნდა გაკეთდეს მგონი და კითხე ექიმს.
ბცჟ-ს ხო არ ამბობ შენ, მკლავზე რომ უკეთებენ ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
manine2013
Crazy Member
ჯგუფი: Registered
manine2013
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1000
წევრი No.: 178457
რეგისტრ.: 19-December 13
#42097485
· 1 Sep 2014, 01:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მინდა ავცრა ბავშვი გრიპის ვირუსებზე და მაინტერესებს აქვს თუ არა რაიმე უარყოფითი მხარე ამ აცრას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
IRMALA
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09
#42101206
· 1 Sep 2014, 14:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sopiasopi
QUOTE
ჩემს წლის და 1 თვის შვილს უწევს წწყ აცრა, ახლა მასაჟებს ვუკეთებ და მაინტერესებს, მასაჟების მერე რამდენ დღეში შეიძლება ამ აცრის გაკეთება? თუ არ აქვს მნიშვნელობა?
მეორე დღესვე შეგიძლია აცრა, თუ სხვა პრობლემა არ ექნება. ამას პედიატრი გადაწყვეტს, რომ გასინჯავს.
niniko09
QUOTE
5 წლის აცრა დავუგვიანე ნინის , მარტში უნდა ამეცრა და მერე ისე გადაება ჩვენი ამბები, რომ აგვისტომდე ასე მოვედით და სიცხეში თავი შევიკავე. იმედია ამხელა შუალედი აცრების ჯაჭვს არ დაარღვევდა.
ხომ არ იცით ვინმემ, ბე ჰეპატიტის აცრა, სამშობიაროში რომ უნდა გაკეთებულიყო, 7-8 წლის ასაკში შემიძლია გავუკეთო? ფასიანი თუნდაც. თუ აზრი აღარ აქვს? მაშინ დღენაკლულობის გამო უარი ვთქვით და ახლა მეფიქრება ძალიან. არადა, როგორც მახსოვს ბევრი გვერდითი მოვლენა იყო მოსალოდნელი, იმიტომ შევიკავეთ თავი, ჯერ კიდევ ვყოყმანობ ამის გამო
პირველივე შესაძლებლობისთანავე აცერით. აცრების ,,ჯაჭვი" არ დაირღვევა, მაგრამ იმუნიტეტი აქვს ახლა შემცირებული და შესაძლებელია რომელიმე ინფექცია შეხვდეს.
რაც შეეხება ბ ჰეპატიტის აცრას, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიწყო, მხოლოდ უფასოდ ვეღარ გაუკეთებთ. ამ ვაქცინაციას ყველაზე ნაკლები გვერდითი რეაქციები აქვს. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ აცრები ან ერთდროულად უნდა გაუკეთოთ ან მინიმუმ ერთთვიანი შუალედი დაიცავით.
* * *
manine2013
QUOTE
მინდა ავცრა ბავშვი გრიპის ვირუსებზე და მაინტერესებს აქვს თუ არა რაიმე უარყოფითი მხარე ამ აცრას?
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არანაირი უარყოფითი მხარე არ აქვს. პირიქით, ძალიან კარგად იცავს გრიპის ყველაზე მეტად გავრცელებული შტამებისგან. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ვაქცინა ვერ დაიცავს სხვა რესპირატორული ვირუსებისგან. ერთადერთი უკუჩვენებაა კვერცხის ცილაზე ალერგია, ანუ თუ ბავშვს საერთოდ ვერ აძლევთ კვერცხს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
khatia88
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
khatia88
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9972
წევრი No.: 92483
რეგისტრ.: 29-May 09
#42101937
· 1 Sep 2014, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IRMALA
გამარჯობა.
რამდენიმე კითხვა მაქვს.
ხვალ მიმყავს გეგმიურ აცრაზე, 5 წელზე რაც ეკუთვნის.
ახლა სვამს წამალ ბრონქომუნალს, პროფილაქტიკისთვის.
დღეს ანტოაცია კარგად გადავიკითხე და გვერდით მოვლენებში ასე უწერია:
პერორალური ვაქცინისა და ბრონქომუნალს მიღებებს შორის რეკომენდირებულია 4 კვირიანი შუალედი.
რა ვქნა? არ მინდა გეგმიური აცრის დაგვიანება, რადგან ოქტომბერში გრიპის აცრას ვუკეთებ და როგორც თქვენ მითხარით 1 თვე მაინც უნდა იყოს შუალედი.,
მეორე კითხვაც მაქვს.
ბრონხები პრობლემაა ჩემი შვილის. ადვილი ვირუსიც ურთულდება როცა საქმე ხველას ეხება.
ოქოტმბერში გრიპის ვაქცინასთან ერთად რომ გავუკეთო ''პნევმო23'' ბევრი ხომ არ გამოდის? ანუ ახლა გეგმიური, 1 თვის მერე გრიპის და პნევმო 23.
ერთი, შეიძლება თქვენთვის სასაცილო შეკითხვაც მექნება თუ შეიძლება
ვაპირებ ეს გრიპის აცრა გავუკეთო წელს, ბაღში მიდის, 5 წლისაა და ასევე მომავალ წელს პირველ კლასში. შემდეგ უკვე ვფიქრობ აღარ გავუკეთებ.
ხომ არ ხდება ორგანიზმის მიჩვევა ამ არაგეგმიურ აცრებზე. ანუ იმუნიტეტი ხო არ დავარდება და უკვე საჭირო გახდება ამ აცრის გაკეთება?
--------------------
_ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
_ მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
_ ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
_ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მშობლების კლუბი
|
იქით
»
Pages:
(49)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0895 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.