ახლავე თუ არ მიხედე, მერე და მერე უფრო გაგიჭირდება დაკლება, ჩემი გამოცდილებით გეუბნები.
და რადგან მიდრეკილება გაქვს, მომავალშიც მუდმივად მოგიწევს ყურადღებით ყოფნა
არ შეეგუო არავითარ შემთხვევაში და ებრძოლე!
ეს იყოს აქ
როგორ ავიწონოთ სწორად?
გახდომა გადაწყვიტეთ და სასწორიც შეიძინეთ? შესანიშნავია! ახლა რამდენიმე საჭირო რჩევას გაგიზიარებთ, რომ სწორად აიწონოთ და ზუსტი მონაცემები მიიღოთ.
•აიწონეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს - დილით, უზმოზე, ტუალეტის შემდეგ და ტანსაცმლის გარეშე.
•დარწმუნდით, რომ სასწორი გამართულად მუშაობს. ამის გასაგებად დადექით მასზე 4-5 ჯერ მაინც - მონაცემები უნდა ემთხვეოდეს.
•გაითვალისწინეთ, რომ სხეულის წონა დღის განმავლობაში იცვლება. ცვლილება შეიძება 1 კილოგრამამდე მერყეობდეს.
•მენსტრუაციის წინ წონა მატულობს, რადგან ამ დროს ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ამ დროს ნერვიულობა და რაციონის შეზღუდვაზე ფიქრი არ ღირს.
•გახსოვდეთ - კუნთი ცხიმზე მძიმეა. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ბევრს ვარჯიშობს, სწორადაც იკვებება, წონა კი მაინც არ იკლებს.. სწორედ ამიტომ, არ ღირს კლების პროცესის კონტროლი მხოლოდ სასწორის დახმარებით. ხშირად გაიზომეთ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთის გარშემოწერილობა, ასე უფრო ნათლად დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი ფიგურა.
ჯანმრთელობა მხოლოდ სწორი კვება არ გახლავთ, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რაც სხეულს უფრო ლამაზს ხდის და განწყობასაც აუმჯობესებს
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?optio...logi&Itemid=233 * * *
7 სუპერპროდუქტი წონაში დასაკლებად
1)გრეიფრუტი - რეგულარული გამოყენებისას (150 გ დღეში) ადამიანის წონას საშუალოდ აკლდება 2 კგ 2 კვირაში.
2)მწვანე ჩაი - აზიური დიეტოლოგები გვირჩევენ დღეში 4 ჭიქა მწვანე ჩაის დალევას, რაც ცხიმების წვის მეტ ეფექტს მოგვცემს.
3)ცხარე საკვები - ძირითადად სანელებლებია: შავი დაფქვილი წიწაკა, მდოგვი, პირშუშხა.
მაგალითად, წიწაკა ჩილი, რომელიც შეიცავს ნივთიერება კაპსაცინს,
"ადნობს" ზედმეტ კალორიებს ჭამის დამთავრებიდან 20 წუთის განმავლობაში.
4)უცხიმო რძის პროდუქტები - ზრდის ჰორმონ კალციტრიოლის წარმოებას, რომელიც აიძულებს უჯრედებს დაწვან მეტი ცხიმი.
5)დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი დღეში დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში და თავიდან იცილებს ზედმეტი ნახშირწყლების ტრანსფორმაციას ცხიმში.
6)წყალი - მისი არასაკმარისი გამოყენება ნეგატიურად ვლინდება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე. ამიტომ დალიეთ ბევრი წყალი.
7)საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს - ცილების შეთვისებისთვის საჭიროა მეტი კალორიები,
ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების. შედეგად, ზედმეტი ცხიმები იწვება.
http://www.reitingi.ge/ise/2433-7-superpro...html?lang=ka-GE