გამარჯობა გოგოებო!!! დიდი ხანია აქ არაფერი დამიპოსტია, მაგრამ თვალყურს კი გადევნებთ

ისეთი ელვის სისწრაფით ავსებთ ამ თემებს ვერაფერს ვერ ვასწრებ

ჩვენ უკვე ამხელები ვართ <3

ერთი სული მაქვს როდის გამოძვრება და როდის გავიცნობ ჩემს გოგოს!!!
მაგრამ ამასთან ერთად ნელ-ნელა შიშები მეპარება... რაც უფრო მეტ ინფოს ვეცნობი მით უფრო ვითრგუნები...
ახლა როგორც ჩაინიკს, მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1. ამ წუთას არანაირ წამალს არ ვსვამ, არც ვიტამინს, არც კალცს, საერთოდ არაფერს და ნორმალურია? მარტო ორჯერ დამინიშნა ექიმმა ვიტამინი თითო თითო თვით და მორჩა...
2. სოკოზე ვიმკურნალე მაგრამ მგონი ისევ გამიჩნდა და ექიმის დანიშნულკების გარეშე იგივე წამალი რომ ვიხმარო მოჟნა?
3. რა ვადაზე უნდა ავიყვანო უკვე პირადი ექიმი, რომელთანაც უნდა ვიმშობიარო? აწი რომ მივიდე ადრე ხომ არ არის?
კიდევ მქონდა კითხვები მაგრამ დამავიწყდა ახლა... ხო მართლა, მთელი ამ ხნის მანძილზე მარტო 5 კილო მაქვს მომატებული და ნორმალურია? არადა კვებით ჩვეულებრივ ვიკვებები, რომ ვთქვა ძაან ვიზღუდავ თავს მეთქი არა, 55 კგ ვარ ახლა... 29 კვირაზე ვიყავი ბოლოს ეხოზე და 1,220 იწონიდა ჩემი გოგო, ექიმი კმაყოფილი იყო...
მოკლედ, შევეცდებოი გავაქტიურდე ამ თემაში, ტქვენს პოსტებს რომ ვკითხულობ ვმხნევდები <3