გამარჯობა გოგოებო,
მოკლედ ვერ ვასწრებ თვალის მიდევნებას იმდენად ჩქარა ივსება გვერდები

ესეც ჩვენ ვართ, სულ მალე გადავგორდებით მეცხრე კუბიკში


მოკლედ, დღეს მოვიარე ექიმები... სასტიკად დავიღალე...
ეხოზე ვიყავი, ყველაფერი რიგზე გაქვსო, ერთი რაც აღნიშნა, ლულოვანო ძვლების სიგრძე შეესაბამება 34 კვირისასო, მეტი ხაჭო ჭამეო

ჰემოგლობინი მაქვს დაბალი, 60 ერთეული, არადა რაც მე ხილ-ბოსტნეულს ვჭამ, რატომ აქვს ასე ვერ გავიგე, ხოდა დამინიშნა წამალი...
ხოო, კიდე თვალის ექიმთან ვიყავი, მაღალი ხარისხის მიოპია მაქვს, კიდე მითხრა თვალის ბადურის პერიფერიული დისტროფია გაქვსო და საკეისროს კანდიდატი ხარ... ხოდა ველოდები დასკვნა დამიწეროს რომ სოსოს მივუტაბო

დღეს იყავი სოსოთანაც და იმდენად გამოვშეტრდი რაც მაინტერესებდა არაფერი მიკითხავს, დახედა ეხოს, ანალიზებს, თვალის ექიმის დანიშნულებას და მომიტანე დასკვნა და დავნიშნოთ საკეისროო... მეთქი კარგი და წამოვედი, არც პალატები დამითვალიერებია, არც დეტალები გამირკვევია და ახლა ტქვენ უნა შეგაწუხოთ

მოკლედ, კითხვა #1 საკეისრო კვეთის შემთხვევაში, თუ ოპერაციის მერე ტკიივილები მექნა და გამაყუჩებელი მოვითხოვე, ცალკე უნდა გადავიხადო თანხა?
კითვხა #2 ბოლო ბოლო საკეისროს კანდიდატებს ხელით მაინც სინჯავენ?
კითხვა #3 მირჩიეთ რამე ძუძუს თავებისთვის, წინასწარ ვნერვიულობ, არ მინდა რომ მეტკინოს

ძაან არეული ვარ და არეულად ვწერ, არ შეიმჩნიოთ