როგორ ხართ გოგოებო?
წინა დღეებში ძალიან ცუდად ვიყავი ღამეებიც ვათენე, ჩემი ნაწლავების გადამკიდე (ბავშვობიდან მაწუხებს ნაწლავები, პათოლოგიური ნაწლავები მაქვს, ეგეთი მსოფლიოში ალბათ ბევრს ვერ ექნება).
მთელი 8 თვეა რამდენი ექიმი გამოვიცვალე კაცმა არ იცის, ვერავინ ნორმალური დანიშნულება ვერ მომცა და არც კი გამსინჯეს ნორმალურად, ერთს გაგხედავენ და ეგაა. ბოლოს გუშინ მუხაშავრიას კლინიკაში ვიყავი, თავიდან არ მინდოდა მანდ, მაინც რავი მუხაშავრია ლამის ბაბუჩემის ხნისაა და თან რესპუბლიკურ საავადმყოფოს მოძველებურად ვთვლიდი, თუმცა ძალიანაც შევმცდარვარ. მაია ქარაბაკთან ვიყავი, რომელიც უშუალოდ ორსულებს იღებს, ძალიან ძლიერი ექიმი აღმოჩნდა (წლებია ამ პრობლემას ვებრძვი და ბევრი ექიმიც, ვიცი, თუმცა ეს მართლა ყველას ჯობს), მართალია სხვაგან რო 50 ლარს იღებენ, ეს 75-ს იღებს, მაგრამ გარდა იმისა ყველაფერი გამომკითხა, არაფერი გამორჩენია, პროცედურაც ჩამიტარა და გუშინ ძლივს რო დავდიოდი და ვერ ვჯდებოდი, დღეს მშვენივრად ვგრძნობ თავს. ისეთი კმაყოფილი გამოვედი ორმაგს გადავიხდი, იმისთვის რაც ამან გამიკეთათქო. თუმცა გაითვალისწინეთ ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს
მოკლედ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ ექიმთან ვიყავი და რო იცოდეთ არც ერთი ექიმი, ნაწლავების პრობლემის გამო (ბუასილი) საკეისროს არ უწევს რეკომენდაციას (მე გარდა ბუასილისა ნაწლავების განსხვავებული წყობაც მაქვს). მე-3 სტადიის ბუასილი მაქვს და ნაწლავების განსხვავებული წყობაც, თუმცა საკეისროს ჩვენება მაინც არ არის ეს. ასე რომ ამ პრობლემამ არ შეგაშინოთ და არავის დაუჯეროთ თუ გეტყვით, რომ ნაწლავების გამო აუცილებელია საკეისრო. მით უმეტეს ბუასილსაც გააჩნია. აჯობებს კარგად გაერკვეთ სიტუაციაში და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.
ნაწლავებთან დაკავშირებით თუ რამე კითხვები გექნებათ მომწერეთ, რაც მე ამ პრობლემაზე ნარბენი მაქვს, არავის არ გისურვებთ და შესაბამისად გამოცდილებც ბლომად დამიგროვდა