მეც მოვყვე ეხლა წესიერად ექიმთან ვიზიტის ამბები.
მოკლედ, მივედი თუ არა, ეგრევე კტგ-ზე დამაწვინა. ამ ვადაზე ვაკეთებთო და ჯერ ეს და მერე კონსულტაციაო

არადა უნდა მეკითხა მაგაზე, როდის როგორ თქო. ხოდა, კაი ბიჭიკო გყავსო

ზომიერად აქტიური, არც უჟანბადობა აქვს, არც არაფერი. მოკლედ, გადასარევად ზის იქ

რკინა მქონდა ქვედა ზღვარზე და დამინიშნეს ნემსები კუნთში. ბლაჰ...
მერე წავედი სადაზღვევოშI, ეს მილიონი ლარის ანალიზები ჩავაბარე და უპრობლემოდ გავაკეთე ყველაფერი. ჯერ-ჯერობით მომწონს მე პსპ დაზღვევა

ჰო, მთავარი და ღირსშესანიშნავი. ამოიწურა ჩემი დაზღვევის ლიმიტი, ბოლო კაპიკამდე : ))))
მაგრამ, რაღა დარჩა .... 34 კვირის ექო და ჩაჩავაში გადაბარგება მეანთან. განა რა ანალიზები უნდა დამჭირდეს კიდევ, რომ გული გამიხეთქოს... ჰოდა, მემგონი მშვიდად გავჩანჩალდი ბოლოსკენ
You are the closest I will ever come to magic.