Nanuuuჯერ შენთვისაა კარგი, იმიტომ რომ სანამ მაგ ბავშვის დედა გახდებოდი, ჩვეულებრივი, თავისუფალი ადამიანი იყავი, შენი სურვილებით , ადამიანია ხარ, გართობა, განტვირთვა, დასვენება, განიავება გჭირდება, ქმართან ერთად განმარტოება თუნდაც .
გარდა ამისა ბავშვსაც დატანჯავ თU მუდმივად შენზე გეყოლება მიჯაჭვული, უშენოდ არ დაიძინებს, უშენოდ საჭმელს არ შეჭამს , არაფერს არ გააკეთებს საერთოდ, მითუმეტეს ბიჭია, დამოუკიდებლობას გარკვეული დოზით ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს.
მგონი შენ უფრო ძიძების ფობია გაქვს, რადგან უცხოა, რამე არ დაუშავოს და ასე შემდეგ და ეგ გასაგებია, აი წარმოიდგინე დედაშენს რომ უტოვებდე , ხომ იქნები მშვიდად ? მე ჩემ დასთან ან ძიძასთან რომ ვტოვებ ბავშვს, საერთოდ შეიძლება არც ვიკითხო, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ უვლიან მგონი.
დედაჩემს არ ვუტოვებ მარტოს, იმიტომ რომ თვითნებობები ახასიათებს, არაფერს დაუშავებს რათქმაუნდა, მაგრამ მეურჩება და რა ვქნა.
სხვებს არ ვენდობი ისე რომ ბავშვი დავუტოვო, ნუ სანამ პატარაა და მერე ვნახოთ.
მოკლედ მე მგონია რომ ნდობის ფაქტორი უნდა მოაგვარო შენ და მერე გაგიადვილდება .
აუ ჩვენი მეგობრის ცოლი ბავშვს ელოდება და სანდროს ქარსითი, ბაუნსერი, კენგურუ და ბლომად ტანსაცმელი ვათხოვე და სახლმა ამოისუნთქაააა
ფეხი აიდგას დროზე და ეტლსაც გავატან