Pink_ Pantherჰო ეგრე იქნება, მე მაინც გადავამოწმე და ზოგმა საიტმა 24 ამოაგდო, მაგრამ მერე გამახსენდა და გამინათდა გონება რომ 23-დან არის

რაღაცეების მოყოლა მინდა ჩემი დღევანდელი აქტივობების და ჯერ მეზარება....
* * *
მეც თქვენით ვიწყებ დილას და ვამთავრებ დღეს, ისე არ ვწვები აქ არ შემოვიხედო, ნუ ბოლო დროს ეშლის ვუსადკავებდი:დ ფბ-ზე თითქმის აღარაფერს ვწერ, ჩემ ამბებს დაქალებს აღარ ვუყვები, თქვენ უფრო გაიგებთ და თქვენი ამბებიც უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ჩემი 2 უახლოესი ორსული მეგობრის. აქ მაინც სხვანაირად თბილა

მე ისევ აქ ვიქნები რომ გავაჩენ მერეც
* * *
საკეისროს შემდგომი რეაბილიტაცია
რჩევები:
1. საკეისროს გაკეთების შემდეგ, პირველივე დღიდან თუ არა მეორედან მაინც ყოველ დღე მინიმუმ 3-ჯერ 15 წუთით დაწექით მუცელზე.
2. სანამ კუნთები არ დაუბრუნდება თავის ადგილს, ანუ, არ შეიკვრება, არ ჩაიცვათ ბანდაჟი, ვინაიდან, არასწორ პოზიციაში დააფიქსირებს მუცლის კუნთებს. საკუთარი გამოცდილებით, იდეალურია 10 დღის შემდეგ ჩაცმა ბანდაჟის.
3. ყოვედღიურად უნდა შეასრულო მსუბუქი ვარჯიშები (იხ. ქვევით) 1 თვის განმავლობაში. 1 თვის შემდეგ შეგიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში. მუცელს ვერანაირი ბანდაჟი და შელოცვა ვერ დაგიბრუნებთ თავის ადგილას ისე იდეალურად, როგორც ვარჯიში!
ყველა ვარჯიში დაიწყეთ 10-ით და ყოველდღიურად გაზარდეთ შესრულების რაოდენობა სურვილისამებრ.
სურათი 1.
ფეხებით აკეთებ ველოსიპედს ისე, რომ ჰაერში არ წევ. ანუ, სინქრონულად უნდა გააცურ-გამოაცურო საწოლის ზედაპირზე.
სურათი 2.
ფეხებს მონაცვლეობით სწევ ჰაერში დაახლოებით 45 გრადუსიან კუთხეზე.
სურათი 3.
მოკეცილი გაქვს ორივე ფეხი. შემდეგ რიგრიგობით მიგაქვს მოკეცილი ფეხლი მუცელთან ახლოს.
სურათი 4.
ეყრდნობით ფეხებსა და მხრებს და ისე სწევთ წელს ჰაერში. იმეორებთ.
სურათი 5.
მოკეცილი ფეხები მორიგეობით ხან მარჯვნივ გადაგაქვთ (შეტყუპებულად) ხან მარცხნივ.

ეს დავაკოპირე, ვიპოვე ფორუმზე ძველი პოსტი და იქნებ გამოგვადგეს