ჩვენ გვყავდა ეგრე ერთი გოგო ემბრიოში
სამშობიაროში რომ მივიდა ბავშვის გულისცემა აღარ ისმინებოდა
სასწრაფოდ გაუკეთდა საკეისრო კვეთა
სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს
ეგ კიარადა თვითონ გოგოს გადარჩენაც ძლივს მოხერხდა
სამზარეულოში რომ შევიდოდით ბავშვებს ჩამოვამწკრივებდით ხოლმე
ეგ კიდე ცარიელი რომ მოდიოდა-მიდიოდა გული მეკუმშებოდა
ვერაფერს ჭამდა, სახე დასიებული ქონდა, ნაკერებს ვინღა დაეძებს, აი სუულ ყველაფერი მტკივაო
ბავშვების ტირილზე ჩვენ რომ გამოვვარდებოდით ხოლმე ეგ დაბნეული იცქირებოდა
ვაიმეე, ვაიმეეე, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ეგ!
შესახედად რა იყო და გულში რა ხდებოდა ეგ ხომ წარმოუდგენლად დიდი ტკივილია