ახალ თემაში ახალი DD დამიწერეეეეეთ

ახლა მოვედი სახლში დილიდან გასული, რპგპრ დავიღალეეეეეეეეეეე...
მოკლედ დილიდან ანალიზებზე დავრბივარ, მერე მამოლოგები და თერაპევტები და ა.შ... ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში მაქვს
ავედი როგორც იქნა ქორიძესთან, გადასარევ ხასიათზე იყო...
აირჩიე 12 ან 14-იო, და მე 14.08.14 ვარჩიე, ჯანდაბას 2 დღე იქით მეთქი... თან ამაზონიდან რაც გამოვიწერე 12-ში ჩამოდის და

მოვასწრებ გამოტანასაც...
გამოვდიოდი თუ არა, ჩემი მეზობელი მოიყვანეს, მუცელი ასტკივდა და ბიჭი გააჩინა, 2 კვირით მისწრებდა, ძაან გამიხარდა და რაღაცნაირად მეც ავფორიაქდი უკვე...
ხოოოოოდა ყველაზე ძალიან რაც გამიხარდა დღეს!!! გოგოებო თქვენც გადაამოწმეთ აუცილებლად!
მე დაზღვევა 7 თვის ორსულმა გავაკეთებინე და ასე გვიან რომ ავიღე, სახელმწიფო პროგრამაშიც დავრჩი , მოკლედ ჯან სახლში 1500 ლარს მიხდის სადაზღვეო, კერძო 700 ლ +სახელმწიფო 800 ლ და მე ვამატებ მარტო 150 ლარს... ანალიზების თანხას მთლიანად მინაზღაურებს, 280 ლარი გადავიხადე