მოგიყვებით ე.ი ჩემ ამბავს . რა როგორ დამემართა მე თვითონაც ვერ მივხვდი
ნუ ხო ვიძახდი ბოლო დღეები მივლის მივლის თქო...ხოდა ქმრის დაბ დღეზე,26 ში დილიდან მივლიდა,თან ნახალოვკაში მინდოდა გასვლა და დავკერე ქმარი და წევეით.

იქ გადამიარა ყველაფერმა.ხოოოდა საღამოს მოვბრუნდი სახლში,თავს ვგრძნობდი იდეალურად,ქმარი წავიდა ძამაკცებთან აღსანიშნავად,მე კიდე გავგორდი..ხოდა გამაღვიძა შეგრძნებამ თითქოს ბოდიშით და გამეპარა ერთი წვეთი.ნუ ავდექი,ავდექი და წამოვიდა,ვუყურებ მეც გაოგნბეული

მგონია რომ შეწყდება ეხლა,არ წყდება..გავარდი ტუალეტში,თან მგონია რომ შარდი ვერ შევიკავე,იქაც ბლომად დავღვარე,და აი რომ მოვშარდე მანდ დავრწმუნდი რომ წყლები დამიღვრია
ვურეკავ ქმარს,თან ვლოცულობ ნასვამი არ იყოს,ხოდა კორპუსთან იყო უკვე ძაკაცის მანქანით ვაფშე ვაფშე ფხიზელი
ვემზადები,ვემზადები და ვერ ვემზადები...აზრზე არ ვარ რა უნდა წავიღო.ამ საცვალს ვასვლებ და ვასველებ.3 წყვილი გამოვიცვალე,ბოლოს შეწყდა ცოტა.ავიღე დიდი პირსახოცი,ჩავედი მე საწყალი ფეხით.ლიფტი არ იყო !!!დავაფინე ეს პორსახოცი სავარძელზე და ჩავსკუპდი ,არაფერი არ წამიღია საბუთების გარდა.

მაგარი მომზადებული ვიყავი
კიბეზე მომიარა პირველად და ვაიმე ეს რა ყოფილა
მანქანაში უკვე შუალედებს ვითვლი,აქედან ქმარი : მოგიარა,მოგიარა,მოგიარა....? ყოველ წამს მეკითხებოდა.
გავუარეთ დედაჩემს და წავედი ღუდუშაურში...გზაში ტკივილები მემატებოდა,რომ შევედი უკვე 2 წუთში ერთელ იყო,ვეღარ ვითმენდი....ეხოსკოპისტი ისეთი ნელი იყო 20 წუთი მიღებდა ეხოს...ვატყობ სიტუაციას რომ საკეისრო არაა გეგმაში...დავიწყე მაგაზე ნერვიულობა,და ეხომაც ორივე თავითააო და მორიგემაც არაა საჭირო საკეისრო ვნახოთ ექიმი რას იტყვისო...
ამიყვანეს მაღლა,ბნელი კორიდორები,რომლებიც ერთმანეთს გავს,გადატენილი პალატები,და საშინლად გამაღიზიანებელი მდუმარება...

ტკივილები აუტანელი ხდება...
გამსინჯა ექიმმა და ორთით ნახევარზაეაო ,წავედით ბლოკშიო...ქმარს და დედას ვეხვეწებოდი საკეისრო გამიკეთოს თქო და არაო.
არაოოო? ბლოკში რომ შევედი და დამეწყო აუტანელი ტკივილიები...კიდე არ მქონდა გაცნობიერებული რა საშინელება იყო...საბაზე გამაყუჩებელი გამიეკთეს და მარტო ჭინთვები მახსოვვს,ესეთი ტკივილი არ გამომიცდია....
დედაჩემიც შემოუშვეს,დამიდეს პერანგი და გამიშალეს თეთრეული :/
ისეთი ხმა ამომდიოდა ჯუნგლებში მეგონა თავი...გავიძახოდი კიდეც,ცხოველურად მამშობიარებთ თქო,
და დავიწყე : ვაიმე დედა მიშველე,გამაყუჩებელი გამიკეთეთ,გაუტკივარება გამიკეთეთ,გამაყუჩებელი მაინც გამიკეთეთ.....ისეთ დღეში ვიყავი ეხლა კი მრცხვენია ცემი თავის ისეთები ჩავატარე ,
ხოდა არაო,ისე შვიდად მპასუხობდნენ , აზრი არ აქვს 3 თითზე ხარო,არც საკეისრო გინდაო....
ეს ნამშობიარები ქალი,ვაფშე არ მქონდა საბაზე ასეთი ტკივილები....სად წავსულიყავი,გავმძვრალიყავი არ ვიცოდი,მეგონა გასვკდებოდი....დედაჩემი ისეთ დღეში იყო აღარავის უთქვამს გადითო და ასე შემთხვევით დაესწრო მშობიარობას...არადა მაგას არც კი განვიხილავდი ..
ბებია ქალი და მეანი შემხვდა გადასარევი,მაშინ ვისწავლე ჭინთვები,თურმე სულაც არ მცოდნია ეგ რა არის...
მაგათი ახსნის წყალობით საკამოდ კარგად გავაჩინე,არც ნახეთქი და არაფერი არ მქონია...თან კარგად ვუყურებდი ყველაფერს,წინაზე კიდე მარტო ჭერში ვიყურებოდი
კარგად დავიანახე როგორ გამოძვრა პირველი,ორმაგი შემოხვევა ჰქონდა თუმცა ეგრევე იტირა...15 წუთში კიდე მეორე მოყვა და აი უკვე ფეხზე მეკიდა ყველაფერი....
აღარაფერი მტკიოდა,არც ნეკნები,არც ფეხები,არც ზურგი....თურმე როგორ იყვნენ ჩაჭედილები მუცელში....
ამიყვანეს 4 კაციან პალატაში სადაც 6 ნი ვიწექით....ნუ იქაურ "ბინადრებზე" კომენტარს არ გავაკეთებ

...და რომ დავიძინე დილით 9 საათზე,ერთი თაკოს ზარმა გამაღვიძა და ისევ დავიძინე 7 საათამდე,მერე ორკაციანში გადამიყვანეს იქაც მეძინა.ამდენი თვე რაც ვერ გამოვიძინე,ვერ მოვისვენე,იქ დავისვენე კარგად

როგორც მინდოდა ისე ვშლიდი ფეხებს...არაფერი არ მტკიოდა,არ მცხელოდა

...ბავშვები ინტენსიურში იყვნენ მთელი დღე,ინკუბატორი არ დასჭირვებიათ....ხოდა საღამოს მომიგორეს.
ძალიან კარგები არიან.საყვარლები,მშვიდები,ჯანმრთელები.
და რძე მაქ,ჩემი ოცნება ახდა მგონი , ეხლაც ვზივარ და ვიწველი

და ნეტა არსად წავიდეს...
ღმერთს მადლობა რომ ასე კარგად აეწყო ყველაფერი,არ მჯერა.

ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს,საერთოდ არაფერი მაწუხებს და მგონი რომ არც მიმშობიარია..შეიძლება დამავიწყდეს კიდეც
უკვე სახლში ვართ და ფსიქოლოგიურად ვემზადები,თუ როგორ უნდა ვიმოქმედო სულ მარტომ..თუმცა არამგონია გამიჭირდეს
იქაც სულ მარტო ვიყავი,ექთნებს უკვირდა.თან ყველას პატარა ვეგონე,მაგრამ ჯერ-ჯერობით ვართმევ თავს
ხოდა ღუდუშაური კიდე ბევრად უარესი მეგონა.,მეტისმეტად გამუქებული აზრი მქონდა
ხოდა ბოდიშით ამდენი რომ გალოდინეთ და არ გწერდით,მარა ძილს ვერ დავთმობდი
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას,ადვილ მშობიარობას და ყველაფერ კარგს
robi_robiფოტოებიც იქნება მალე...
შენ როგორ ხარ ?
This post has been edited by MG22 on 31 Jul 2014, 10:11