მოვედი გოგოებო აჟიტირებული...დილით 10 საათზე გასული ცოტა ხნის წინ შემოვედი სახლში...მოვიარე ექიმები...გენრიეტასთან ვიყავი დილით ეხოზე და თან გახარებული და ბედნიერი წამოვედი და თან შეშინებული...მოკლედ 36 კვირაზე 2.700 ია ჩემი გოგო...დიდ ქოჩორაა და რომ მეგონა დიდი ცხვირი ქონდა ,პირიქით არის...არც მიკითხავს გენროსთის ,თვითონ მოკვდა სიცილით რა მოწკუპული ცხვირ–პირი აქვსო

ამდენი ხანია გენროსთან დავდივარ და თურმე 4 დ ქონიაა

დამანახვა ამის ცხვი-პირი ,ნახე ტუჩებზე პატარა ცხვირი აქვსო და ჩემს ქმარსაც ეღადავა რა არის ცოტა დიდი ცხვირი ვერ გაუკეთეო...ლამაზი ტუჩები აქვს მოპუსკული ,დიდი ლოყები და ქოჩორი

დავტკბი ჩემი გოგოს ყურებით და ამ ცხვირზე ხომ ამოვისუნთქე...
ხო ეხლა რატომ ვარ შეშინებული... ერთი კვირა მაქსიმუმ 10 დღე გაჩერდესო...ყელი დამოკლებული(28მმ),ბავშვი მენჯშია ჩასული და ძალიან მაწვება

...პლაცენტაც მესამე ხარისხია უკვე...
აი სულ გავგიჟდი...არ მინდა ჯერ

იმდენი რამე მაქვს ჯერ საყიდელი

წამლწები დამინიშნა ექიმმა 2 კვირა იქნებ გავაქაჩინოთ..,ფინოპტინ გინიპრალი და და არ გადაიტვირთოვო...
იმედშიც ვიყავი და ავიყვანე მაია მჭედლიძე...3 საათი ველოდეთ...ოპერაციაზე იყო...25 აგვისტოს დამიაბარა ,თუ არაფერი ქნაო იქამდეო...
დღესაც მტკიოდა მუცელი და წელი და ძალიან მეშინიააა....
მეც აგვისტოსი ვარ მგონიიი
და რაც ძალიან გამეხარდა კიდევ ის არის რომ 36 კვირაზეეე 8 კილო მაქვს მომატებული მხოლოოდ

მერვე თვეში მხოლოდ 1 კილო მოვიმატე
აბა თქვენ როგორ ხართ?
This post has been edited by robi_robi on 8 Aug 2014, 18:45