kvatunia24რავიცი, ვიფიქრე ალბათ ადრე დაიწერა და გამომრჩათქო, ძალინ მეტკინა, მართლა ძალიან
khatti მადლობა, ვუყურებ ვუყურებ და ნაკვთი ვერ მივიმსგავსე, იდეაში თვალის ჭრილი შეიძლება ჩემი ქონდეს

მამამისს კიდე უნდა ყველაფერი ჩემი ქონდეს და აშკარად მაგას გავს:დ
ეტლს რაც შეეხება ჯობიას თემა არაა ეგ, გააჩნია შენი პრიორიტეტები როგორია. ჩემი იყო ის რომ მინდოდა ერთი დასაწოლ-დასაჯდომი, კომპაქტურობის თვალსაზრისით, მანქანის საბარგულში ჩამეტია და არ ყოფილიყო მძიმე. ეს იმიტომ რომ სახლში მარტო უნდა ვყოფილიყავი ძირითადად ბავშვთან და მე მომიწევდა ჩატან ატანა. ამ ცალ-ცალკე დასამაგრებლების ყენება რომ არ დამჭირვებოდა საჭიროებისამებრ, ასევე მინდოდა ქონოდა ზამთრის ჩასაწვენი. ხოდა ეგეთი ზუსტად ვნახე ოლალაში კოსატოს ფირმის და ვიყიდე. შენთან გააჩნია როგორაა საქმე ამ რაღაცეების მხრივ, მთვარია რასაც იყიდი, იყოს ხარისხიანი, დანარჩენი აი დაფიქრდი და მოიფიქრებ. მე ამას ვხმარობ კარგად, გოგოები ისეთებსაც გადასარევად ხმარობენ
kusa21მენჯს ბევრი აღარ ზომას, თანამედროვე გაიდლაინებით თურმე არაა საჭირო. 12 წლის წინ გამიზომა გაგუამ და მაშინდელი მახსოვს რომ მაინცდამაინც კარგი ვერ მქონდა. ახლა რომ მივედი, არ გამიზომეს, აღარ ზომავენო. თუმცა ზოგიერთი მეანი და გინეკოლოგებიც ზომავენ. ისე კი, მე რადგან საკეისროს ვაპირებდი, არ გავიგიჟე თავი მაგაზე, თორე ვინმეს გავაზომინებდი კიდევ ერთხელ