madonna_Girlმე ვიცი რომ ვერ გადაიტან, შეგიძლია ვაუჩერით მაგ კლინიკაში იაფო უფასო ვიზიტებზე და მშობიარობით სადაც გაგიხარდება იქ იმშობიარებ, უბრალოდ ვისთანაც ხარ აღრიცხვაზე იმ ექიმმა უნდა დაგიწეროს გაცვლა გამოცვლის ბარათი და იმით უნდა მიხვიდე მეანთან ბოლო ტრიმესტრში

უფასო ექოსკოპია გეკუთვნის მეორე ვიზიტზე, მანამდე პირველ ვიზიტზე რა გეკუთვნის ჩამოწერილია ვაუჩერში

პროგრამა მოიცავს:
- ანტენატალურ მეთვალყურეობას, ცხრილის შესაბამისად;
1
პირველი ვიზიტი -
13 კვირის ორსულობის ვადამდე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
2
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).
3
მესამე ვიზიტი -
ორსულობის 30-32 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
4
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.