ჩემი აზრი ნორმოკიდზე:
თვალსაჩინოებისთვის ამ ლინკებს მოვიტან:
ნორმოკიდის შემადგენლობა -
http://www.pharmacia.ge/annotations.php?id...o&drug_id=23784ესპუმიზანი -
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73...o&drug_id=10084ინფაკოლი -
http://www.vidal.ge/drugs/842როგორც ხედავთ, ნორმოკიდი შეიცავს რამდენიმე ნივთიერებას, მათ შორის - კალიუმის ბრომიდს, რომელიც "აღგზნებადობის მოსახსნელადაა" და ბელადონას, რომელიც ვიცი რომ ცოტა უცნაური მცენარეა, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ის ფილოსოფია - "ბალახმა რა უნდა მიყოს?!". მოკლედ ბევრი რამ შედის ამ ნორმოკიდში.
მეორეს მხრივ, სიმეტიკონი, რომელიც შედის დანარჩენ ორ წამალში არის აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება. ის გაზის პატარ-პატარა ბუშტუკებს აერთიანებს და ბავშვს უადვილდება მისი გამოშვება

მეტს არაფერს აკეთებს გარდა იმ ბუშტების გაერთიანებისა.
მოკლედ, ნორმოკიდი არის ბევრად ძლიერმოქმედი წამალი ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა დანარჩენები - ინფაკოლი, ესპუმიზანი.
ჰოდა, უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ გარისკვა და იმ სხვა ნივთიერებების მიწოდება თქვენი შვილისთვის რომელიც არ იცით რა დოზით და რა დონეზე მოქმედებენ ბავშვზე? ჩემი აზრით, კოლიკები არაა ისეთი პრობლემა რომ დამამშვიდებელი და ავოიე წამლები ვაყლაპო შვილს. გაზის პრობლემა სიმეტიკონმაც უნდა მოაგვაროს წესით.
მე ბოლო დღეს გავიგე რომ ნორმოკიდს აძლევდნენ ლაშას ჯან. სახლში მაგრამ ამიხსნა იმ პედიატრმა რომ დოზას ზუსტად ვიცავთო, არ ამიტეხავს პანიკა იმიტომ რომ არაა ისე რომ ერთმა და ორმა მიცემამ რამე უქნას ბავშვს. უბრალოდ, მე აღარ მიყიდია და რაც გამოვედით აღარ მიმიცია, ინფაკოლს ვასმევდი მხოლოდ. მოგეხსენებათ, გაზების წამალი ყოველი ჭამის წინ შეგიძლია მისცე ბავშვს, ჰოდა ყოველი ჭამის წინ ნორმოკიდს მე არ გავრისკავდი არანაირად.
ესაა ჩემი კომენტარი ნორმოკიდზე
პ.ს. არ გადამიმოწმებია მაგრამ აი დარწმუნებული ვარ რომ ვაქცინებში, რითიც ბავშვებს ვცრით შედის რაღაც დამამშვიდებელი. რამდენჯერაც ბავშვი ავვერით(ჩემი ორი ცალი და მესამე კიდევ ჩემი დის), იმდენჯერ სამივე ბავშვს სძინავს იმ დღის განმავლობაში ბევრად მეტ ხანს ვიდრე სხვა დროს. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ რომ საჭიროა რომ გააიოლოს წამლის მუშაობა ბავშვისთვის. ეს ისე, ლირიული გადახვევა და თქვენც თუ შეგიმჩნევიათ მსგავსი?