Playful Girl1 ქილა მაწონი ან არაჟანი, 5 კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, ერთი შეკვრა გამაფხვიერებელი,ერთი შეკვრა ვანილი, ერთი შეკვრა კარაქი, ნებისმიერი ხილი.
კვერცხს და კარაქს ათქვეფ კარგად, დაამატებ არაჟანს ან მაწონს, დამდნარ კარაქს, ვანილს, გამაფხვიერებელს, კარგად აურევ რომ ერთიანი მასა მიიღო და დაამატებ ფქვილს, თვალის ზომით , ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის დაახლოებით
ხილი შეგიძLია აურიო ცომში, მაგრამ ფერს შეუცვლის, ამიტომ კექსის ფორმაში ჩაასხი ცოტა ცომი, მერე დაალაგე ზემოდან ხილი (შავი ქლიავი, ატამი, ვაშლი, ალუბალი, ჟოლო, მოცვი და ასე შემდეგ რომელიც გინდა, ცალცალკე ან ერთად, სურვილისამებრ), მერე ისევ ცომი, მერე ისევ ხილი და ასე ბოლომდე
და გამოაცხვე 150 გრადუსზე, დაახლოებით 50-60 წუთი უნდა ცხობას, გააჩნია ღUმელს
მე სილიკონის ფორმა მაქვს და უკვე გამომცხვარი რომ გადმომაქვს ფორმიდან ქვედა ნაწილს ზემოთ მოვაქცევ ხოლმე და გამოიყურება იდეალურად, სოფელში არ მქონდა წესიერი ფორმა და გუშინ გამომივიდა აი ასეთი სოფლური კექსი
ვიზუალურად არ ვარგა თორემ ისე მშვენიერია
მიმაგრებული სურათი