გამარჯობა გოგოებო, დღეს მე და ჩემმა პაწიამ ძაალიან დიდი შიში ვჭამეთ
წელი მტკიოდა და ჩემმა ექიმმა ტელით დამინიშნა წოლითი რეჟიმი დღეს მთელი დღე. ვიწექი, მაგრამ თან ვერ მოვითმინე, აი არ ვიცი რაა ვერ გავჩერდი სახლში და ეხოზე წავედი. ეხოსკოპისტმა რომ დაინახა ჩემი პაწია ეცადა არ შევეშინებინე მარა არ გამოუვიდა

სანაყოფე პარკი მრგვალი კი არ იყო თურმე არამედ წვრილი და ჩამოგრძელებული. დამიწერეს მოსალოდნელი აბორტი, შემოიყვანა ეხოსკოპისტმა ადგილობრივი გინეკოლოგი და ფაქტიურად ადგილობრივმა თავი გადააქნია რაა, უიმედოაო. მე ჩემს ექიმს დავურეკე და იმან მაგნიუმი დამინიშნა სასწრაფოდ ნემსად. ამ ადგილობრივმა გინეკოლოგმა დამგრუზა როგორ შეიძლება ესეთ ვადაზე მაგნიუმის გაკეთებაო. მე და ჩემი და ვიყავით მისულები და ჩვენ ვუთხარით ვენდობით ჩემს ექიმსთქო, მოკლედ სანამ ამ ნემსს გავიკეთებდი ამ გინეკოლოგმა ჩამიტარა რომ ძალიან მწარე ნემსი იყო, წნევა ამიწევდა, წამომახურებდა, ნანემსარი დამიჩირქდებოდა, კიდე სხვა უკურეაქციები და რაც მთავარია არ მიშველიდა.
მაინც გავიკეთე.
ზუსტად 1 საათზე მეტი ეხოსკოპისტთან გაუნძრევლად ვიწექი, უნდა შეემოწმებინათ რამდენად ექნებოდა ჩემს ორგანიზმს რეაქცია ამ წამალზე. განმეორებითი ეხო გავიკეთე და არ იყო შეცვლილი არაფერი, დამამშვიდა ეხოსკოპისტმა და კიდე ერთი საათი ვიწექი, მერე გამიკეთეს კიდე ეხო და აი არ ვიცი რააა როგორ გადმოვცე

))) დამრგგვალებული იყო უკვე სანაყოფე პარკი იდეალურად, ტონუსი მოიხსნა და ჩვეულებრივი ეხო მქონდა უკვე. ვერ გადმოგცემთ ჩემს ემოციებს. წოლითი რეჟიმი გამიგრძელეს. ხვალ ჩემი და მიდის იქ ბიულეტინი უნდა გამიხსნას და ვთხოვე რომ იმ გინეკოლოგთანაც შევიდეს და ანახოს ჩემი ბარტყის იდეალური ფოტო.
აი ეხოსკოპისტმა კიდე რაც გააკეთა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ჯერ პირველი ეხოს მერე მაგასთან ვიწექი 2 საათზე მეტი, მერე 2 ეხო ხო უფასოდ გამიკეთა დამატებით და თან 5-ზე რო დამთავრდა სამუშაო დღე და ყველა წავიდა, მე და ის ქალი ერთად გამოვედით დარაჯი დავტოვეთ მარტო. იქ სანამ ვიწექი სანთელი დაანთო და თან თავის მამაოს დაურეკა რომ ილოცე, აქ გოგონაა რომელსაც შეიძლება მუცელი მოეშალოს დღესო, აი რა გადავიტანე ვერ წარმოიდგენთ. ეს ქალი მამშვიდებდა თან, მამა გაბრიელის დაბადების დღეა დღეს და შეუძლებელია რამე ცუდი მოხდესო. შემიყვარდა ეს ქალი
მარა აი მთავარია გადავრჩიიიიიიიით, უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერები ვართ <3 ცოტა შეიძლება არეულად მიწერია მაგრამ იმედია გადმოვეცი აზრი, ემოციებში ვარ კიდე......