დილამშვიდობის გოგოებო. წარმატებულ, გრილ და ლამაზ დღეს გისურვებთ. რამდენი ხანია თიქერი არ დამიდია. მეერვე კუბიკში გადავუყვანივარ გაგასაც.

ჩემი თანამშრომელი მეუბნება, რომელიც შვებულებაში იყო ერთი კვირით, ასე ერთ კვირაში რა გაიკეთე მუცელზეო. ისე გამეზარდა, კალთაში მიზის ბარბარე.
გუშინ ჩემს სურათებს ვათვალიერებდი და ჩემს ერთ კაბას ვუთვალთვალეებდი. წონა მართლა არ მაღელვებს, არც სტრიები, მართლა ოღნდ, მაგრამ გამოპრანჭვა მომენატრა. ცოტათი დავიღალე ამ მეერვე თვეში.
სანამ ბარბარე დაიბადება, ერთი კვირით ადრე დაახლოებით,თმა უნდა შევიჭრა მოკლედ, შევიღებავ კიდეც. თუ არ მომეწონება ქუდებს შევიძენ. უნდა შევცვალო რაღაცეები.