danuseტაკს, მაგაზე დიდი ხანი ვფიქრობდი რა ჩამედო, დაბადებამდე კაი ხნით ადრე მქონდა ნაყიდი და ფიქრის და რჩევის დრო მქონდა

ზედა პოზიციაზე მატრასი რომ დამედო, მალევე უნდა ამომეღო, ძაან ამაღლებდა, მე კიდე ზედა პოზიციაზე ვაპირებ სანამ წამოდგომას დაიწყებს, მანამდე მეწვინოს, მერე ვიფიქრე შევუკვეთავ რა სისქისაც მინდათქო, ვიყავი და არ გამოვა ეგრეო, კი დავადაბლებთო, მაგრამ სულ ცოტათიო და ეგეც არ მაწყობდა. ხოდა სანამ ზედა პოზიციაზეა, მიფენია თაჩში შეკერილი დასაფენი და თავთან ის ორთოპედიული 30 გრადუსინია დახრით ბალიში, მაგფრამ მაინც არ წევს მანდ, ვაწვენ და ეგრევე ეღვიძება, მიწევს ეტლში და სულ არ მინდა მანდ რომ წევს. პეკინის თაჩში კერავენ, ზომებს შენ ეუბნები, 25 ლარი დამიჯდა მე 78X58ზე.