მოკლედ, დღეს დავადექი ლილოს გზას. სანამ მუცელი ჩამივიდა კოჭებში, მანამ მოვილევთქო,ქმარს ვუთხარი, თან გრილოდა. ათი საათიც არიყო უკვე იქ ვიყავი. ხალხი ბევრი აგარ იყო. რასაც მინდოდა თავისუფლად ვარჩევდი. ასე გულიანად ჯერ ლილოში არ მივაჭრია.კიდევ კარგი სახლში დავტოვე ფული,თორემ თვის მარაგს დავტოვებდი მთლიანად იიქ

.
შევიძინე ხალათი,ჩუსტები,პერანგი, მაგრამ სარაფანის ვიდი აქვს, მთლად პერანგი არ მინდოდა, შარვლიანი გრდზელსახელოება საღამური, სპორტული ვიყიდე კიიდო. მეძუძრის ლიიფი,ჩანთა სამშობიაროსთვის, ჩაის ჭიქა და ჩაის ტილოც (ყველაფერი ახალი მინდა, ახალი ცხოვრებისათვის) ... მეტი არ მახსენდება რა ვიყიდე ჩემთვის

ბარბარესთვის,ვითომ, არაფერი მინდოდა. შემომეყიდა: დათუნია სათამაშო, პირველი სათამაშო ჩვენ გვინდოდა გვეყიდა მისთვის. თხელი ადიელა, 5 ცალი 6მ გრდზელსახელოაინი ბოდე, 2 ცალი რეიტუზი (ისე სასაცილოა), 5 წყვილი ნასკი,(2 ადრნდელი ნაყიდიც მაქვს, ისე), 5 ცალი აბადოკი (7 სახლში დავახვედრე

ადრე გამოვიწერე), 1 წყვილი კედის პონტია, უგები უნდა გამოვუწერო ხვალ, ფუმფულები. 2 წყვილი ქუდი (2 სახლშ მაქვს, ცოტა ადრე ვუყიდე) რაღაც კარგ ადგილს მივაგენი, ისეთი კარგი რაღაცეებია, მომეწონა რავი. კიდევ დამავიწყდა რა ვიყიდე (გარდა ქმარმა რაც იყიდა, იმისა).
სახლში მოვედი 2 საათზე. გავაკეთე კატლეტი, ვჭამეთ, დავალაგე სამზარეულო, მერე ოთახი დავალაგე კიდევ. მივაბინავე ყველაფერი.
საღამოს სტუმრები მოვისტუმრე, რათქმაუნდა გამასპინძლებით (დედამთილი მუშაობდა დღეს).
საყიდი დამრჩა ჰიგიენური საშუალებები, და კიდევ ზეწარი უნდა შევაკერინო თაჩში.რაც ვიყიდე მოკლე ზეწარი აქვს. (ანარჩენი აბსოლიტურად ყველაფერი ვუყიდე ქალბატონს)
ამ ყველაფრის მერე, ვამბობ მოძრავიათქო და ძლივს დავდივართქო. არადა, ყველა დღე,თითქმის ასეთ რეჟიმში მიწევს.
ჩემს ძაღლს 3 ცალი სათამაშო მოვუტანე და მთელი დღეა ყველას დასდევს ამ სათამაშოებით