გოგოებო, დღეს დილით მაშო დავტოვე თავის საწოლში და გავედი საჭმლის გასამზადებლად.
ნუ წყალი მზად იყო, უბრალოდ ნუტრილაკი უნდა ჩამეყარა.
და ალბათ რაღაც ინტუიციამ ჩამართვევინა რადიო ძიძა.
უკვე რომ ჩავყარე და ვაჯანჯღარებდი, რაღაც სხვანაირად დაიკივლა.
ზოგადად კივილი ამისი სტილია, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, ტანში გამცრა, დავაგდე ეს ბოთლი და გამოვიქეცი, ამ დროს თავლი მოვკარი რომ ეს რადიო ძიძაც გაითიშა - აი არასდროს არ გათიშულა 4 წელია მაქვს, დატენილი იყო და ყვეალფერი, ესეც რაღაცატომ მოხდა... ოთხში რომ შევვარდი, ლექსოც წამოხტომის მომენტში იყო.
დავხედე და დაუთრევია სოსკა და ჩაუტენია მთლიანად პირში. ოღონდ რომ ვამბობ მთლიანად, ვგულისხმობ პლასტმასიანად-ს

გაჩხერილი ჰქონდა ხახაში, ფართხალებდა, ხაოდა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა

ერთი კუთხე უკანა მხარეს ღრძილებში ჰქონდა გაჭედილი და ყბებზე მოვუჭირე და იმ ადგილს ჩავეჭიდე და გამოვუღე.
დაახლოებით 15 წუთი ვერ ვაწყნარებდი, თრთოდა, სლუკუნებდა და კანკალებდა, ჩამეხუტა დიდი ბავშვივით და არ მშორდებოდა.
მერე საჭმელიც ჭამა, მოხოდდა და მერე უკვე მე ვსულიერდებოდი....
ლაპარაკია მაქსიმუმ 2 წუთზე ხალხო და განახებთ რა დისტანციაზე იდო სოსკა.
მაშო გახდა 4 თვის 17ში....
აი ზუსტად ოთახიდან გასვლისას დავუდე ბაჭია რომ არ ეტირა და ისე საყვარლად უყურებდა, გადავუღე და გავედი....

ამით კი არ გეუბნებით, ძIლის დროსაც უყურეთ თქვენს შვილებს და იპანიკეთთქო, მაგრამ გაითვალისწინეთ : (
მე ხვალ ვაპირებ გავიარო და რამე დიდი სოსკა ვუყიდო, რომ ვერ ჩაიტენოს : ((((
მტერს არ ვუსურვებ იმ განცდას, რაც მე მჭირდა დილით : ((
Whether you think you can or you can't - you're right.