გოგოებოო როგორ ხააართ?
მოკლედ, ისე აგვიცივდა თომას დარჩა ტონა ტანსაცმელი ჩაუცმელი
ზოგი ისეთი ლამაზი, რომ ძალით ჩავტენო მინდააა

მოკლედ, რამდენიმე კითხვა მაქვს
1. კბილები ამოდის და იგლიჯავს ყველაფერს, ღრძილების გამაგრილებლები ვუყიდე კანპოლის და ბებედორის, კიდევ რომლებს მირჩევთ (ფირმა-ფორმა)?
2. კალგელები და რაღაცები რომაა, რომელია გამომდგარი ტყუილად რომ არ ვიყიდო ყველა? თუ ინდივიდუალურია ეგეც?
3. რას აცმევთ ბავშვებს? საბანს აფარებთ უკვეე? მე მაფარია, თომას ჯერ არა

არ მინდა ბევრი მომივიდეს, არადა აშკარად ცივა, მე მცივანა ვარ დედაჩემის დამსახურებით და არ მინდა ანალოგიური დავმართო თომას

4. დ ვიტამინი ჭირდება თომას ვიგანტოლი თუ აქვარაღაც ქვია არ მახსოვს ზუსტად? პედიატრმა ერთმა ვიგანტოლი მითხრა, მეორემ-ეგ ზეთზეაო და არ გინდა აქვარაღაც ჯობსო

დავიბენიიი