დღეს ვიკითხე და 9 დან 10 მდე არის მიღება და შეგიძლიათ მოიყვანოთო, მოსვლა რომ ჩაეთვალოსო
ადრე გაყვანაზეც ვუთხარი და არაა პრობლემაო, განცხადება ჯერ არ უთქვამთ, გავარკვიო უნდა ...
რომ მივიყვანე 10 იყო დაწყებული და ჯერ მარტო 2 ბავშვი იყო
რაღაც შემავსებინეს და წამოვედი, არ უტირია, გამოვეპარე
ჯერ რა იციან მაგათმა ჩემი შვილის სიცელქე, მაგრამ სხვები რომ დაინახა, ესეც მიუჯდა სათამაშოებს.
სამნი არიან, მასწავლებელიც და მომვლელებიც ახალგაზრდები არიან და გამეხარდა.
მითხრეს მენიუ გამოკრული იქნება ხოლმეო, წელს მრავალფეროვანი გახდა უფროო და ვნახოთ
N 172 ბაღია, პეტრიაშვილზე, ამათ ჯგუფს საერთოდ ცალკე შესასვლელი აქვს, ჰოლიდან შედიხარ - მერე დიდ ოთახში.
ცალკეა ტუალეტი და სასადილო, მაღალი პირველი სართულია და საკმაოდ კარგი შენობაცაა.
ეტყპობა ბევრი რამე ახალი გაკეთებულია, ეზოც კარგია, დავზვერე ყველაფერი

ჭამაზეც მივეხმარებით გპირდებითო
დღეს სადილის მერე მოაკითხეთ ორზეო ..
- ისაა რომ ოთახები მაინც პატარა მომეჩვენა. როოგრ დაეტევიან არ იცი
სათამაშოები კი არის ოხრად, იმედია არ მობეზრდება ჩემ ბავშვს
პირსახოცი ჭიქა და ქოთანი არ უნდათო, იმედია ყველაფერი სუფთად იქნება