anuka2009საპოვნელა არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი.
მე გადავიყვანე ანბანელაში ნუცუბიძის ქუჩაზე და მომწონს, ბავშვიც კმაყოფილია, მოდის სულ კარგ ხასიათზე, მოწესრიგებული და დანაყრებული, მანერებში და საუბარში კულტურა დაეხვეწა, უფრო დამშვიდდა...
აქვთ 3 პატარა ეზო ასაკობრივად დაყოფილი, 2-3 წლიანებისთვის ცალკე, 3-4 წლიანებისტვის ცალკე და 5-6 წლიანებისათვის ცალკე. სათამაშოები და სასრიალოებიც ასაკთან შესაფერისი და არ ხდება სხვადასხვა ასაკის ბავშვების არევა ეზოში თამაშის დროს.
კვებას რაც შეეხება დილით აქვთ საუზმე, 12 საათზე ხილი,2-ზე სადილი და 5-ის ნახევარზე სამხარი, ფუნთუშებსაც თვითონ აცხობენ და კატლეტს რაც შეეხება და ესეთ საჭმელებს გაყინულს არ ყიდულობენ ადგილზე აკეთებენ ახალი ხორცით. (თავიანთი გადმოცემით,მე არ შემიმოწმებია) თუ ბავშვი არ ჭამს ამა თუ იმ სახის საჭმელს, ყოველთვის არის მეორე კერძი, რათა ბავშვი მშიერი არ დარჩეთ.
აქვთ ჰაერის გამწმენდი აპარატი და სისუფთავეა ყოველთვის. მშობლები ველოდებით ბავშვებს მოსაცდელში და ოთახებთან კონტაქტი არ გვაქვს.
დგავენ სპექტაკლებს, წელიწადში ოთხჯერ ზეიმია, მოდის თოჯინების თეატრი და სხვადასხვა სახის ღონისძიებებია...
კიდევ რა გავიხსენო...
ასწავლიან თამაშებით ინგლისურს, ჩემი 3 წლისაა და მითხრეს მომავალ წელს დაემატებათ რუსულიო, ოღონდ ნუ ეს ყველაფერი მსუბუქად და თამაშით.
კიდევ როდესაც მოსაცდელში ვარ, ყველა ბავშვი ვინც გაყავთ და ვხედავ არიან ზოგადად ძალიან კეთილგანწყობილები ყველას მიმართ, უცხო მშობლებსაც გვიღიმიან და რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნოა... პერსონალიც ძალიან თბილი და ყურადღებიანია. თავიდან ყველაზე მეტად გამიკვირდა სიწყნარე როცა პირველად შევედი.
დირექტორს ზიზი ქვია და ყველა ოთახში აქვს კამერა. არ არსებობს კითხვა რომელსაც ის ვერ უპასუხებს, ყოველთვის საქმის ყურშია სად რა ხდება.
მასწავლებელია ძალიან თბილი და კარგი, როგორც ჩემებთან ვტოვებდი სახლში და საღამოს ვეკითხებოდი როგორი ქონდა დღე,მასთანაც სულ საქმის ყურში ვარ და იმედიანად.
რა ვიცი ძაან სარეკლამო ტექსტი გამომდის. შეიძლება ბევრი კერძო ბაღი ასეთია და მე მიხარია ეს მომენტები,მაგრამ მე სახელმწიფოდან გადავიყვანე სულ 1 თვეა და იმხელა განსხვავებაა, რომ ვერ აგიღწერთ

)))