გადაგიკითხეთ :*
ხვალ, კარგი დროს გატარებას გისურვებთ ღიპუცებო. საჭესთან ძალიან მიჭირს უკვე, თან მეშინია, ისე, მეც მინდა წამოსვლა

. სურათები გადაიღეთ.
გუშინდელი დღიდან ყრუდ მტკივა მუცელი. იმედი მაქვს, რომ 14 ში დაიბადება

. (წუხელ კი მეგონა, დღეს დაიბადბოდა), მუცელიც მიჩოჩავს დღითღე კოჭებისკენ. გულისრევის შეგრძნება მაქვს გაძლიერებული, კუჭის მოქმედება გახშირებული, ძვლებიც მტკივა. მოკლედ, ყველაფერი ამერია, მგონი

ახლა წნევა მაქვს მაღალი. თითქმის 130/80 ზე. ნორმა 90/100-60 არის ჩემი. თავი მტკივა, წნევის გამო. თუ ამიწევს დავრეკავ მაიასთან. საღამოობით მიმძაფრდება ყველა შეგრძნება დილამდე. დილითთ, შედარებით, მეშვება შუადღემდე.
მაია დაბრუნდა შვებულებიდან, თუ ვინმეს გაინტერესებთ. ორშაბათს მივდივარ ვიზიტზე. ვნახო უნდა მ/სობიარობამდე. თუ მანამ არ მივაკითხე.
კიდევ რა უნდა მეთქვა? გავიხსენებ და გეტყვით.
ჰო, აქამდე ძალიან ისე ვუყურებდი მშობიარობას, მაგრამ მუცელი, რომ მტკიოდა გუშინ ცოტათი შემეშინდა. ტკივილის ატანა კარგად შემიძლია, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვარ. მალე მინდა, გაჩნდეს