ვიყავი ყიფიანთან, გოგოებოოო
ძაან მომეწონა, ძაან, ძაან
არამარტო როგორც ექიმი

ამომწურავად გამცა ყველა კითხვაზე პასუხი, უბრალოდ იმდენად დავიბენი დამავიწყდა ბევრი კითხვა

ძაან მაგარი ბიჭი გყავსო, დაბურჯგნა
არც ორთოპედი უნდა და არც ნევროპათოლოგიოო
თავის ოფლიანობაზე ვისაც გაინტერესებდათ, დ ვიტამინს რატომ არ ასმევდიო, მზე არა ისაო

მიეციო 2 წვეთი ერთი თვეო და მერე თითო წვეთიო

3-4 დღეში ერთხელ გადის კუჭშითქო და კიდევ ერთხელ დამამშვიდა ეგ ნორმააო

დუფალაკი არ გინდა, ნუ აწვალებო
კვებაზე 4 კოვზი, ანუ 200 გრამი თუ არ ყოფნის რძიანი ფაფები მიეციო, ვერ ნაყრდებაო...
ერთ კვირაში ბოსტნეული დაუწყეო და კიდევ ერთ კვირაში ხილიო....
ფილტვები და ბრონქები სუფთა აქვსო, თხუპუნებს და ნახველი აქვს, ამოიგებს არ აქვს დიდი რაოდენობით, უბრალოდ ფიზიოლოგიურით ურეცხე ხშირად და ინგალაციებს შეეშვი, ნუ აწვალებოო...
თუ ჩანჩქერივით არ ასხამს არც ეგ არის პრობლემაო...