ტე-ამო 
გოგოებო, გამოგვწერეს გუშინ უკვე სახლში ვართ მე და გაბრიელი.
ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა

გაუტკივარება მართლა რა კარგი ყოფილა, ძალიან,კმაყოფილი ვარ. რომ მივედი 9 სასთზე 1,5 თითზე ვიყავი გახსნილი მაგრამ 5 წუთის ინტერვალებით მტკიოდა და დამიტოვეს.30 წუთში მოვიდა სოსო და უკვე 2.5 თითზე ვიყავი. 4 საათისათვის სრული გახსნა მქონდა და გაბრიელი დაიბადა 04:55 დროს.
ბევრი მშობიარე იყო იმ დღეს და ბლოკში დიდიხანს მომიწია ყოფნა ძალიან გავმწარდი მაგრამ არ იყო თავისუფალი პალატები და სოსო რომ არ მყოლოდა აყვანილი ვეტ მიმიღებდნენ.
3 კაციანში ვიყავი და კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგ გოგოებთან მოვხვდი
მოკლედ რაც იყო იყო, მთავარია გაბი მიწევს ახლა გვერდით ჩემი ცმაცუნა
ჩავიჩუტე გოგოებო შარვალი რომელიხ აქედან მეცვა, კინაღამ დამეკარგა იქიდან