გამარჯობათ

ახალი წევრი შემოგემატეთ
მართალია, ჯერ "უსტაჟო" ვარ

სულ რაღაც 1 წელია გავთხოვდი, მაგრამ უკვე მეც მაფორიაქებს შვილის ყოლის საკითხი... დიდი ხანია "მკითხველის" პოზიციიდან გადევნებთ თვალს და დღეს
nikolsona-ს კომენტარებმა "მაიძულა" დამეწერა...
ამას წინ ახლობელ რეპროდუქტოლოგთან ვიყავი და ლამის გამომაგდო

)) ზოგადად, ანალიზებით ორივეს ყველაფერი წესრიგში გვაქვს, აცადე და დარჩებიო ექიმმა - მე კიდევ ტირილი დავიწყე, რომ არ დავრჩე, ისედაც ამდენი პრობლემა მაქვს თქო. აი ზუსტად მაშინ მითხრა, 6 თვე თვალით არ დამენახოო

) ყველაზე მეტი, მონიტორინგზე თუ მოგიშვებო
და ასეთი რამ მითხრა- ზოგადად ქალის ორგანიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებულიო. თუ ქალს აქვს სტრესი, ის არ რჩება ფეხმძიმედო. ვერცერთი ექიმი ამას ვერ დაგიდასტურებთ კვლევებით, ჩვენც არ ვიცით მიზეზი, მაგრამ ყველა რეპროდუქტოლოგის პრაქტიკაშია მსგავსი შემთხვევების მთელი კასკადიო.
მეც მაგიტომ გამომიშვა, რაღაც პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი, რომელზეც გამუდმებით ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ურთიერთობაში ეს ხელს არ მიშლის, მგონია რომ მაინც ეგ მოქმედებს.
ეხლა "დანიშნული" მაქვს, შეძლებისდაგვარად 2 დღეზე ხშირად არ გვქონდეს ურთიერთობა და მაქსიმალურად ვეცადო, რომ სტრესი მოვიხსნა(სერიოზული პრობლემა მაქვს, რომელსაც მალე მოვაგვარებ, უფლის ცკალობით. ზოგადად, ცხოვრებისეული რა. უბრალოდ ძალიან ემოციური ვარ და განვიცდი). + თუ სურვილი მექნება, მონიტორინგი...
ხო, რატომ ვწერე ამდენი
უბრალოდ იმიტომ, რომ მოგიწოდებთ მშვიდად იყოთ, თუ ჩვენ თავად ამ ბავშვის ყოლა-არ ყოლას ვაქცევთ სტრესად, ამით მეუღლესთანაც ავირევთ ურთიერთობას და დაორსულების შანსიც ნაკლები იქნება....
გარდა იმ ფოლიკულისა და სპერმატოზოიდისა და ენდომეტრიუმისა, არის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი, იმიტომ რომ სწორედ ქალის ორგანიზმი მთლიანობაში წყვეტს, მიმაგრდება თუ არა ნაყოფი საშვილოსნოზე და დაიწყება თუ არა ორსულობა....
და ყველაზე მთავარი ხომ მაინც ისაა, რომ ჩვენს მეუღლეებთან გვქონდეს ჰარმონიული ურთიერთობა, და ერთად ვიაროთ უფლისაკენ... შვილი კი გვირგვინია, რომელსაც უფალი დაადგამს ჩვენს ოჯახს, მაშინ, როცა ამას ინებებს.... თუ არადა, იმდენ ბავშვს სჭირდება დედის სითბო....
მოკლედ უაზროდ ვიბჟუტურე ხომ? მეც თავს ვიმშვიდებ ალბათ