natikuna77 აღრიცხვაზე უნდა დადგე 11 კვირიდან 13 კვირამდე, სადაც გყავს ექიმი ან იქ, ან ქალთა კონსულტაციაში,
პროგრამა მოიცავს:
- ანტენატალურ მეთვალყურეობას, ცხრილის შესაბამისად;
პირველი ვიზიტი -
13 კვირის ორსულობის ვადამდე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).
მესამე ვიზიტი -
ორსულობის 30-32 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
* * *
natia1988babygaga.com -ზე შეხვალ, აირჩევ due data calculator-ს ჩაწერ ბოლო ციკლის პირველ დღეს, ოვულაციის სავარაუდო დროს, რამდენ დღიანი ციკლი გაქვს იმასაც და დააჭერ მერე get my ticker -ს

მერე დააკოპირებ ბბ კოდს და ჩასვამ აქ