მოკლედ დღეს ვიყავი ექიმთან ანალიზის პასუხებზე.
ყველაფერი წესრიგშია,
ერთადრეთი შარდის ანალიზში საშუალო რაოდენობის ბაქტერიები ამოვიდა და წყალი სვი ბევრიო
და ყვითელი სხეულების ნაკლებობა არისო პროგესტერონი მგონი.. და უტროჟესტანის სანთლები დამინიშნა 1 თვე
ასევე რაღაც ვიტამინები დეჰა კომბი.
ხეგეს ანალიზით 4 კვირის ხარო, კარგად ვითარდებაო. 5800 იყო მეორე ანალიზზე უკვე
უბრალოდ, ოვულაცია მოხდა გვიან 5-6 დღით.
2 კვირაში მოდი ეხოზეო. გულისცემა უნდა იყოს უკვეო
თან ისე მომიშალეს ნერვები, 1 საათი მალოდინეს. სამსახურში მეჩქარებოდა ძალიან
და ბოლოს როგორც იქნა უნდა შევსულიყავი, ვიღაც ქალი შეიყვანა, ეხოზე მყავდა გაშვებულიო
აშკარაგდ ნაცნობი იყო.
ისე ვიჩხუბე, მთელი მისაღები მე მიყურებდა
და ეს გინეკოლოგი მეუბნება, რა ვქნა გაშვებული მყავდაო და მე რა ვქნა მეთქი ჩაწერილი რომ ვიყავი და 1 საათი ვერ შემოვედითკო და რაც გინდა ის ქენიო.
აღარ მინდა მაგასთან მისვლა

( უნდა გამაწამოს მთელი 9 თვე.
This post has been edited by ChioChioSan on 4 Dec 2014, 17:43