blblbl
bl miyvarxar

ჯგუფი: Moderators
წერილები: 44325
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

#43255887 · 24 Dec 2014, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
keeee ამას გადახედე აბა ნინოექიმმა დადო ადრე
ილი და ახალშობილი (0-2თვე)

რა უნდა ვიცოდეთ:
ახალშობილს დღე ღამეში 10-19 საათი ძინავს (საშუალოდ მისი ძილის ხანგრძლივობა 13-14,5 საათია). როგორც წესი ახალშობილებს არ ახასიათებთ ძილის განსაზღვრული ან რეგულარული პატერნი. სიცოცხლის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში პატარას ყოველი ჩაძინების პერიოდი გრძელდება რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათამდე. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძუძუზე მყოფ ახალშობილებს უფრო ხანმოკლე ძილი აქვთ (1-3 საათი), ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს (2-5 საათი). ასევე პირველი კვირების განმავლობაში ახალშობილებს ახასიათებთ უმნიშვნელოდ განსხვავებული პატერნი დღისა და ღამის ძილს შორის. თანდათანობით პატარა აყალიბებეს მისთვის ოპტიმალურ ძილის განრიგს, რომელიც საბოლოო სახეს 2-4 თვის შუალედში ღებულობს. როგორც წესი ახალშობილს პირველი კვირის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ძინავს. ახალშობილობის ასაკში პატარას ძილის დროს ახასიათებს ღიმილი, სახის გრიმასი, პირის წოვითი მოძრაობები, სტრიდორული სუნთქვა და კრთომები, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა.

სად და როგორ უნდა ეძინოს პატარას?
ძილის მოწესრიგება: არსებობს უამრავი არჩევანი, თუ სად უნდა დავაძინოთ პატარა, საწოლში თუ ეტლში, მშობლების საძინებელში, და-ძმის საძინებელში, თუ მას უკვე ახალშობილობიდან უნდა ქონდეს საკუთარი ოთახი. სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით ზოგიერთი მშობელი არჩევს, რომ მის პატარას მის საწოლში ეძინოს. თითოეულმა მშობელმა, რომელიც ასეთ გადაწყევტილებას ღებულობს უნდა იცოდეს, რომ არსებობს 1 წლამდე ასაკის ჩვილის შემთხვევითი მოგუდვის მცირე, მაგრამ რეალური რისკი. თუ გადაწყვეტთ, რომ საწოლი თქვენს პატარასთან გაიყოთ აუცილებლად გაესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენი ოჯახის ექიმს; ის მაქსიმალურად ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ და პატარა მაქსიმალურად დაცული იყოს. Kკატეგორიულად არ შეიძლება ახალშობილი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.

როგორ პოზიციაში უნდა ეძინოს პატარას? A
აუცილებელია პატარა ზურგზე იწვეს და არავითარ შემთხვევაში მუცელზე, ეს პოზიცია მაქსიმალურად იცავს მას ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შესაძლო რისკისაგან.

როგორ ვუზრუნველვყოთ ახალშობილის უსაფრთხო ძილი?

როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ახალშობილი ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ.

არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი.

ძილის დროს პატარას თავსა და სახეზე არაფერი დაახუროთ; საბანი გულმკერდზე უფრო ზემოთ არ დაახურეთ.

საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში.

ეცადეთ იმ ოთახში სადაც პატარას ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი.

მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას.
არასდროს დააძინოთ პატარა სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საძინებლად.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

კარგად დააკვირდით, როდის ეძინება პატარას: ზოგიერთი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით ან ტირილით გამოხატავს, ზოგიერთი ამ დროს თვალებს ისრესს, ზოგი ყურებს აწვალებს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი პატარა დაღლილობას და მაშინვე დააწვნთ დასაძინებლად ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.

ღამის ძილის ხელშეწყობა: ახალშობილების უმრავლესობას არ ახასიათებს დღე-ღამის ცირკადული რიტმები; უფრო მეტად ძინავთ დღისით და უფრო მეტად ფხიზლობენ ღამით. ეცადეთ ღამით ოთახში სუსტი განათება იყოს და მაქსიმალურად შეზღუდეთ ბავშვის აქტივობა ღამით გამოღვიძებისას. დღის განმავლობაში ეცადეთ გააღვიძოთ პატარა ჭამისათვის. Dდილას ეცადეთ ბავშვის ოთახში დღის სინათლე შემოვიდეს, ასევე გასეირნება დაგეგმეთ დილის საათებში.

გაითვალისწინეთ პატარას დაძინების სურვილი: პირველი კვირების განამვლობაში ახლშობილებს ხშირად უყართ ჭამის დროს ან რწევით დაძინება, ხოლო 2-3 თვის ასაკში პატარები უკვე იყალიბებენ ძილის რეჟიმს.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილის ხელშეწყობას სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაშიც კი. ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, რწევა, ჩახუტება.

დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც ესაჭიროებათ დასვენება. დაიძინეტ ცოტა ხნით დღის განმავლობაში, როდესაც პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგალური რეფლუქსი. Aასევე მიმართეთ ექიმს, თუ მოგეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღაიმს ძილის განმავლობაში.

ძილი ჩვილობის ასაკში (2-12 თვე)

რა უნდა ვიცოდეთ:

ჩვილებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის განმავლობაში და 3-4 საათი დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2თვისათვის ჩვილებს დღის განმავლობაში ძინავთ საშუალოდ 2-4 ჯერ, ხოლო 12 თვისათვის დღის განმავლობაში იძინებენ 1-2ჯერ. ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა იწვევნ ძილის დარრვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარ ითხოვენ ღამით საკვებს; თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ძილის ნორმალურ პატერნადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6ჯერ. ბავშვების ნაწილს შესწევს უნარი დამოუკიდებლად ჩაიძინოს მშობლის დახმარების გარეშე, თუმცა ზოგიერთი მათგანი მშობლის დახმარებას მოითხოვს, რათა ძილი “შეიბრუნოს”. როგორც წესი მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეულები და მშობლები აძინებნ რწევით, ხელში ტარებით, ჭამით ან მშობლის საწოლში ძინავთ.

როგორ ვუზრუნველვყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?

როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ

არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი

ძილის დროს პატარას თავსა და სახეზე არაფერი დაახუროთ; საბანი გულმკერდზე უფრო ზემოთ არ დაახურეთ.

საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში

ეცადეთ იმ ოთახში სადაც პატარას ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი

მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას

5თვის ასაკიდან მოაცილეთ საწოლს დასაკიდი სათამშოები

თუ გადაწყვეტთ, რომ საწოლი თქვენს პატარასთან გაიყოთ აუცილებლად გაესაუბრეთ ამ საკითხზე თქვენი ოჯახის ექიმს, ის მაქსიმალურად ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ და პატარა მაქსიმალურად დაცული იყოს. Kკატეგორიულად არ შეიძლება პატარა იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
არასდროს დააძინოთ პატარა სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საძინებლად.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

Kკარგად დააკვირდით, როდის ეძინება პატარას: ზოგიერთი პატარა დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი პატარა დაღლილობას და მაშინვე დააწვნთ დასაძინებლად ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.

გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქევნი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც საძინებლის გამოცვლა უფრო მოზრდილ ასაკში მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორია. მაგალითად თუ პატარას ეტლში ძინავს 3 თვის ასაკისათვის უმჯობესიაU საწოლში დაძინებას მიაჩვევთ. იმ დედებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ პატარას ურჩევნიათ თავის საწოლში ეძინოს, ასე უფრო მოსახერხებელია მათთვის. თუ გადაწყვეტთ, რომ პატარასთან გაინაწილოთ საწოლი აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

დაიცავით პატარას ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ უფრო უკეთ ძინავთ.

დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილის ხელშეწყობას. ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, ნაკლებადაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ვახშმით შეგიძლიათ დაიწყოთ ძილის რუტინის შესრულება, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ ქმედებათა თანმიმდევრობა.

საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და სიმშვიდეა.

საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; მიეცით საშუალება დამოუკიდებლად დაძინება ისწავლოს ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის აღარ გაგაღვიძებთ როდესაც ღამით გაეღვიძება და ძილს თავად “შეიბრუნებს”

დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც ესაჭიროებათ დასვენება. დაიძინეტ ცოტა ხნით დღის განმავლობაში, როდესაც პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგალური რეფლუქსი. Aასევე მიმართეთ ექიმს, თუ მოგეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღაიმს ძილის განმავლობაში.

ძილი და მასთან დაკავშირებული სიძნელეები 1-3 წლის ასაკში

რა უნდა ვიცოდეთ:

Aამ ასაკში პატარებს დღეღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ იძინებს 1,5-3 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი პატარა დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე უპირატესობას 2 ხანმოკლე ძილს ანიჭებს. ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია თითოეული ბავშვისათვის. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად. სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2 დან 3 წლის შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. Aამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. თუკი პატარა ბავშვობიდან შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას ისინი მშობლის დახმარების გარეშე ახერხებენ დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ნაწილს ჯერ კიდევ ჭიედება მშობლის დახმარება.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაიცავით პატარას ძილის განრიგი: როგორც დღისით, ასევე ღამით პატარა ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ყოველთვის მოერიდეთ ღამის ძილის გვიან გადადებას (21 საათზე გვიან). საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ დილას დღის სინათლე შევიდეს, რაც პატარას გამოღვიძებაში დაეხმარება და უფრო აქტიური იქნება დილას, შესაბამისად მას გაუჩნდება ადრე შუადღის ძილის მოთხოვნილება, რაც თავისთავად გადმოწევს ღამის ძილის დროს. თუ პატარა ადრეული ასაკიდან შეეჩვევა ღამით ადრე დაძინებას ეს მას დაეხმარება წინასასკოლო ასაკშიც და აღარ მოუწევს ძილის რეჟიმის შეცვლა. დღის ძილის გადატანა შუადღის შემდეგ თავისთავად გააძნელებს პატარას ადრე დაძინებას ღამით, ხოლო დღის ძილის სრული ამოვარდნა გამოიწვევს პატარას ზედმეტ გადაღლას და ჩაძინების გაძნელებას.

დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: მიეცით პატარას საშუალება დაიძინოს მის საყვარელ უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, ნაკლებადაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ვახშმით შეგიძლიათ დაიწყოთ ძილის რუტინის შესრულება, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ ქმედებათა თანმიმდევრობა. შასურველია ეს ქმედებები შეასრულოთ ბავშვის საძინებელში.

საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და სიმშვიდეა. გამოიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი ბავშვის საძინებელი ოთახიდან.

საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: თუკი თქვენი პატარა დამოუკიდებელ ჩაძინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვევა, ის ყოველთვის თქვენი დახმარების გარეშე დაიძინებს, როდესაც ღამით გამოეღვიძება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:

• თუკი პატარას აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები

• ბავშვი მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ღამით ან ახასიათებს ღამის შიშები
• ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.

ძილი წინასასკოლო ასაკში (3-5წელი)

წინსასკოლო ასაკში პატარას დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილის+დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია,თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს ყველა დღე. ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. Aამ ასაკში ზოგიერთI ბავშვი ჯერ კიდევ რამოდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშბვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.
წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღაის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი ასაკდამოკიდებულია, წარმოადგენს ბავშვის ნეირომოტორული განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება. ძილში სიარული ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

როგორ დავეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაიცავით პატარას ძილის განრიგი: როგორც დღისით, ასევე ღამით პატარა ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. შანამ ბავშვს დასაძინებლად დააწვენთ, დარწმუნდით, რომ ის ამისათვი მზადაა. შესაძლოა ეს ტრივიალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბავშვების უმრავლესობა ამ ასაკში ძალიან ხშირად განსაკუთრებით აქტიურია საღამოს, ძილის წინ. თუკი დღეებში დაძინების დროს რამოდენიმე წუთით გადაწევთ თავიდან აიცილებთ ჩაძინებასთან დაკავშIრებულ პრობლემებს. ყოველთვის ეცადეთ დილას ბავშვის ოთახში სინათლე შევიდეს, ეს მას აიძულებს ადრიანად გაიღვიძოს, რაც ერთის მხრივ დღის ბოლოდ ადრე დაძინებას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ გამოუმუშავებს ადრე გაღვიძების ჩვევას, რაც დაეხმარება საბავშვო ბაღის რეჟიმის შეგუებაში.

ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: ყოველ საღამოს დაძინების წინ ერთი და იგივე ნაკლებად აქტიური და ხმაურიანი აქტივობებით დაკავდით პატარასთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ზღაპრის წაკითხვა, აბაზანა და ა.შ. მოარიდეთ პატარა ტელევიზორს. ეცადეთ ძილის წინ შესასრულებელი აქტივობები მოხდეს საძინებელში, სადაც სუსტი განათება იქნება.

საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და სიმშვიდეა. გამოიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი ბავშვის საძინებელი ოთახიდან.

დაუწესეთ ლიმიტი: თუკი თქვენი პატარა ცდილობს თავი აარიდოს დაძინებას და ახანგრძლივებს დაძინების წინ აქტივობებს, უმჯობესია თუ გარკვეულ ლიმიტს დაუწესებთ, მაგალითად მხოლოდგანსაზღვრული რაოდენობის ზღაპარს წაუკითხავთ.

მოერიდეთ კოფეინს: ძილის წინ მოარიდეთ პატარა მატონიზირებელ საკვებს და სასმელს (ყავა,შოკოლადი, მატონიზირებელი სასმელები), ისინი ღამის ძილის დარღვევას უწყობენ ხელს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:

• თუკი პატარას აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები

• ბავშვი მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ღამით ან ახასიათებს ღამის შიშები
• ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.

ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
სამახსოვრო მშობლებს

მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება თქვენს პატარას გამოიმუშაოს ძილის კარგი ჩვევები:

ძილის განრიგი: პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის ძილის, ასევე ღამის ძილის დროს. განსხვავება ბავშვის დაძინების დროსა და გაღვიძების დროს შორის არ უნდა იყოს 1 საათზე მეტი სამუშაო და დასვენების დღეებს შორის. ეცადეთ საღამოს პატარამ ადრე (არაუგვიანეს 21.00) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.

დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ საღამოს. Eს შეიძლება იყოს მშვიდი თამაშები, ზღაპრის მოყოლა, წიგნის წაკითხვა. Eს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.

საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად. ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. Aრასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.

მსუბუქი წახემსება: არასოდეს დააწვინოთ პატარა დასაძინებლად მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთMმსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა). დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ ნოყიერ ვახშამს.

კოფეინი: მოარიდეთ პატარა კოფეინს დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან. Kკოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზიებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

საღამოს აქტივობები: ეცადეთ, რომ დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში თქვენი პატარა იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან თამაშებს, ასევე კომპიუტერულ თამაშებს.

ტელევიზორი: ტელევიზორი გამოიტანეთ ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში. Aსევე გამოიტანეთ პატარას საძინებლიდან კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა საოჯახო ტექნიკა.

დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი პატარას ასაკის და მოთხოვნილებების მიხედვით. თუკი პატარას ბევრი ეძინება დღისით, ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს.
ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწილი უნდა გაატაროს სუფთაჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი ფიზკულტურით იქნება დაკავებული.

დაძინების პრობლმები

ბავშვის დასაძინებლად დაწვენა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ბევრი მშობლისათვის. ზოგიერთი ბავშვისათვის პრობლემაა დასაძინებლად წასვლის მომენტი, ხოლო ზოგიერთი მიდის დასაძინებლად, მაგრამ აღარჩერდება საწოლში. დაძინების პრობლემები მშობლებისათვის დღის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია. აღნიშნული პრობლემები შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკშI, თუმცა უპირატესადვლინდება 3-6 წლის ასაკში.

როგორ მოვიქცეთ რომ პატარას დასაძინებლად წასვლა გავუადვილოთ?

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ყველა დედამ გაითვალისწინოს, რომ მას არ შეუძლია აიძულოს ბავშვი დაიძინოს. თუმცა გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას გაიუმჯობესოს ძილის ქცევა, რაც მის სწრაფ და ადვილ ჩაძინებას უზრუნველყოფს. Yოველივე ესმოითხოვს სწავლებას, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ დროს წაგართმევთ.

დააწესეთ დაძინების მკაცრი ლიმიტი: პირველ რიგში უნდა დაარწმუნოთ თქვენი თავი, რომ თქვენს პატარად ესაჭიროება დაძინების ქცევის შეცვლა. დაძინების მკაცრი ლიმიტის დაწესება ყველა ოჯახის წევრის ინტერესში შედის და პირველ რიგში იგი თქვენს პატარას ესაჭიროება. ძოგადად ლიმიტის დაწესება მშობლის უმიშვნელოვანესი ფუნქციაა. მცირე ასაკის ბავშვებს როგორც წესი ცუდად აქვთ განვითარებული თვითკონტროლის უნარი, ადრეული ასაკიდან გარკვეული ლიმიტების დაწესება, მათ თვითკონტროლის ჩამოყალიბებას აუმჯობესებს. გახსოვდეთ, რომ ლიმიტების დაწესება შეამცირებს (და არავითარ ემთხვევაში არ გამოიწვევს) ბავშვის გაღიზიანებას. გახსოვდეთ, რომ ქცევის შეცვლა ყოველთვის გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მიეცით პატარას თუნდაც უმნიშნელო მოტივაცია. იყავით მაქსიმალურად მომთმენი და მტკიცე.

აუხსენით პატარას ახალი წესები: სანამ ახალი რეჟიმის განხორციელებას დაიწყებთ დაჯექით დღისით პატარასთან ერად და კარგად აუხსენით თუ რას აპირებთ. ეცადეთ საუბარი არ იყოს ზედმეტად გრძელი ან მისთვის გაუგებარი და რთული. ეცადეთ იგნორირება გაუკეთოთ თქვენი პატარას უარყოფით კომენტარებს ახალი წესების მიმართ და მოერიდეთ კამათს ახალ წესებზე.

დააწესეთ დაძინების დრო: თუ ერთხელ გადაწყვეტთ, რომელ საათზე უნდა დაძIნოს პატარამ დრო ხშირად არ შეცვალოთ. ღეგულარული დროს დანერგვა დაეხმარება ბავშვს ჩამოიყალიბოს შინაგანი საათი. შანამ პატარას ლოგინში ჩააწვენთ, დარწმუნდით, რომ ის მზადაა დასაძინებლად. ძალიან ხშირად მშობლები დაძინების დროს აწესებენ ისე, რომ მათთვის იყოს მოხერხებული, რაც კატეგორულად არ შეიძლება.

სწორად შეარჩეით დაძინების დრო: ეცადეთ პატარა ძალიან დაღლილი არ დააწვინოთ დასაძინებლად. Uუმჯობესია ბავშვი დასაძინებლად მაშინ დააწვინოთ, როდესაც მას ბუნებრივად ეძინება (ასეთი დრო ყველა ბავშვს აქვს, მთავარია კარგად დააკვიდეთ), თუკი ამჩნევთ, რომ ეს დრო ძალიან გვიანია არ ეცადოთ მის სწრაფად შეცვლას, ეს ყველაფერი თანდათანობით უნდა მოხდეს. მაგლითად თუ ბავშვს ეძინება 10:30 და თქვენ გინდათ რომ მან 8:30 დაიძინოს თანდათანობით 15 წუთით უნდა გადაუტანოთ დაძინების დრო. იყავით მომთმენი. Aაუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები, თუკი დაძინების დროს ერთბაშად გადმოიტანთ, რადგან ბავშვი ვერ მოახერხებს ძალიან ადრე დაძინებას.

დაძინების რუტინა: დანერგეთ თანმიმდევრული ძილის რუტინა, რომელიც ყოველთვის ერთნაირი იქნება. ძილის რუტინა უნდა შეიცავდეს მშვიდ და ბავშვისათვის სასიამოვნო აქტივობებს, მაგალითად აბაზანას, ზღაპრების მოყოლას და ა.შ. მოარიდეთ ბავშვი ენერგიულ თამაშებს, ეზოში სირბილს, ტელევიზორის ყურებას. ძილის რუტინის შემცველი ერთ-ერთიაქტივობა, რომელიც ბავშვის ყველაზე მეტად უყვარს შემოინახეთ ბოლოსათვის, ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ძილისათვის მზადყოფნას.

იგნორირება გაუკეთეთ ბავშვის პროტესტს: ეცადეთ დააიგნოროთბავშვის ჩივილები იმის შესახებმ რომ მას არ ეძინება და არ არის დაღლილი. ძილის საკითხის ბავშვთან განხილვა არ არისმიზანშეწონილი, რადგანაც თითქმის ყოველთვის ბავშვი გაღიზიანებას და ზედმეტ პრობლემებს გამოიწვევს. მშვიდად უთხარით ბავშვს, რომ ძილის დროა და გააგრძელეთ რუტინის შესრულება.

დააწვინეთ პატარა დასაძინებლად: როგორც კი რუტინულ აქტივობებს დაასრულებთ, მაშინვე დააწვინეთ პატარა ლოგინში და გამოდით ოთახიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ჯერ კიდევ ფხიზელი დატოვოთ ოთახში მარტო, ეს ხელს შეუწყობს მას ისწავლოს მარტო დაძინება.

თუკი პატარა ტირის და ჭირვეულობს: თუკი პატარა ტირის და ჭირვეულობს, მაგრამ რჩება ლოგინში, ერთხელ შეახსენეთ, რომ უკვე ძილის დროა, თუკი ის მაინც აგრძელებს ჭირვეულობას და ტირილს შეაკითხეთ ოთახში კიდევ ერთხელ და დაელაპარაკეთ. ძოგჯერ ბავშვს რამოდენიმე ასეთი შეკითხება ესაჭიროება სანამ დაიძინებს. თითოეული ვიზიტი პატარას ოთახში უნდა იყოს ხანმოკლე (1წუთზე ნაკლები), არ ისაუბროთ ბავშვთან ბევრი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ პატარა კარგადაა და მშვიდად შეახსენეთ, რომ ძილის დროა და უნდა დაიძინოს.

თუკი პატარა ლოგინიდან დგება ან საძინებლიდან გამოდის: ასეთ შემთხვევაში პატარა მშვიდად დააბრუნეთ საწოლში. ზოგიერთი ბავვისათვის რამოდენიმეჯერ ლოგინში დაბრუნება საკმარისია. თუკი პატარა არ ჩერდება ლოგინში დაემუქრეთ, რომ თუ კიდევ ადგება დაუხურავთ საძინებლის კარებს. თუ მუქარის შემდეგ ბავშვი მაინც ადგა ლოგინიდან დააბრუნეთ საწოლში და გამოუხურეთ საძინებლის კარი ხანმოკლე დროით (მაგ. 1წუთით), განსაზღვრული დროის შემდეგ შეაკითხეთ პატარას და თუ ის ლოგინში დაგხვდათ საძინებლის კარები ღია დატოვეთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პატარა არ დაგხვდებათ ლოგინში კიდევ ერთხელ დააწვინეთ და ისევ დაუხურეთ საძინებლის კარები, ოღონც გაზარდეთ დრო; ასე მოიქეცით მანამ, სანამ პატარა ლოგინშI არ დაგხვდებათ მორიგი შეკითხებისას.

არასოდეს ჩაუკეტოთ პატარას საძინებლის კარი: დაკეტილ ოთახში მარტო დარჩენამ შესაძლოა შეაშინოს პატარა, მისი საწოლში მარტო დატოვების მიზანს არ წარმოადგენს ბავშვის დასჯა ან შეშინება, უბრალობ ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება.

დაასაჩუქრეთ პატარა: როგორც კი პატარა ღამით დამოუკიდებლად დაიძინებს დილასვე შეაქეთ და დაასაჩუქრეთ კარგი საქციელისათვის. არასდროს გაუმახვილოთ ყურადღება ცუდ საქციელზე და ყოველთვის ბავშვის წარმატებაზე იყავით ორიენტირებული.
აღიჭურვეთ მოთმინებით: პირველი რამოდენიმე ღამე შესაძლოა ძალიან რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ რამოდენიმე კვირაში შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

bll miyvarxar dzalian dzalian :* ♥ nichivo xo she rava xar :D ME ♥ BL dushamberi :*
me namdvili saswauli vnaxe,imedia male am saswauls Cven erTad vnaxavt sayvarelo ♥