addictedჯანმრთელობის სახლში გავაჩინე მეც 11 თვის წინ და ზუსტად 8/10 შევაფასებდი.
1. ნაკერი ძალიან მარტივად შემიხორცდა, უპრობლემოდ. ამირანი მხოლოდ 1-ხელ. მესამე დღეს შემოვიდა და ისე გამსინჯა-არც მიგვრძნია დიდად. არადა დაპანიკებული ვიყავი ხალხისგან რო ოპერაციის მერე მტკივნეულია გასინჯვაო

2. გაუტკივარება ნარკოზი გავიკეთე და მეორე დღემდე გადასარევად მეძინა

ალაგ-ალაგ მეღვიძებოდა და ჩემი ქმრის და ჩემი დის სახეებს ვხედავდი. რაღაცეებს მეკითხებოდნენ-ვპასუხობდი და ისევ ვაგრძელებდი ძილს
3. აი პალატამახსოვს ყველაზე საშინლააად!!!! მეორე სართულის 1 პალატა! ეს იყო სრული კოშმარი! საშინელი საწოლი! რომელიც მაღალზე იყო და ჩემმა ქმარმა დამიჭია დაბლა. მოუხერხებელი, ხმელი, რაღაც დაცერავებული

ოთახის ფერზე არსად გამიჭედია მარა მანდ ისეთი ფერი იყო აი შესვლის წამიდან დამეწყო ნერვოზი(არადა მომეირდა თავიდანვე მეთქვა სხვაგან გადამიყვანეთთქო). ნივთები იყო რაც გჭირდებოდა მაგრამ რაღაც ისეთ ვიდზე იყო (ნუ ბუნებრივია ალბათ ხშირი მოხმარებისგან და რეცხვა-ხარშვისგან

)-პირადი იქონიოს ყველამ სჯობს. ბავშვების ოთახთან მქონდა საერთო კედელი და 24 სთ გაბმული ტირილი მქონდა ყურებში. სულ მეგონა ჩემი ბავშვები ტიროდნენ

6 ბავშვიდან 2 ჩემი იყო და აი არ მჯეროდა რომ 1 მაინც ჩემი არ ტიროდა

მოცუცნული ოთახი იყო, რომლის კარიც არ იკეტებოდა წესიერად და ყველა ექთნის გასვლის მერე რომ დავიღალე ძახილით კარი კარგად დახურეთთქო-ვდგებოდი ეს ნაოპერაციები რის ვაივაგლახით და მე თვითონ ვკეტავდი კარს. თან თავბედს ვიწყევლიდი რატო არ ვთქვი თავიდანვე სხვაგან შევეშვითქო. მოკლედ ოთახზე ძალიან ნეგატიური ვარ და არ გავაგრძელებ წუწუნს

4. კვება სიმართლე ვთქვა სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. ვერც ვჭამდი ბოლომდე და ძალიან წუხდებოდა რუსი მზარეული იყო. ეგონა არ მომწონდა და ყველა მოსვლაზე მეკითხეობდა რამე ხო არ გინდა სხვანაირად გავაკეთო რო შეჭამოო

<3
5. ნუ პერსონალი საერთო ჯამში ძალიააააან კარგი! თვითონ ამირანიდან დაწყებული, ერთდაერთი 1 ბავშვის მომვლელი არ მომწონდა! ბავშვებს კოჭავდა საშინლად. მაისის ბოლოს ტანსაცმლის გარდა შალის პლედსა და პილიონკაში კოჭავდა ბავშვებს. 1 ბავშვი მყავს ძალიან ცხელი-მარტივად ოფლიანდება და ნასიცხები გაუჩინა. მერე ვთხოვე ნუ კრავთქო. თან ვერ იძინებდა შეკოჭილი. აქეთ დამიწყო ჭკუის დარიგება ნუ მიხსნიო, რამდენჯერ შევკრაო. მეთქი გამოყრილი აქვს კისერში შეხედეთქო და ეგ ნასიცხიაო და გასწავლიან მოვლასო. მეთქი სწავლას ვინ გთხოვს. ვიცი რაცაა და იმიტო გეუბნები ნუ კრავთქო. მოკლედ ვიჩხუბეთ რასაც ქვია. მერე ცვლა რომ შეიცვალა ძაან კარგი გოგო მოვიდა და იმან დაუმატა კიდევ რასკოჭავ ხედავ რა დღეშიაო და გამიხსნა ორივე ბავშვი. გარდა მაგისა 1 კალათაში აწვენდნენ ორივეს და ვერ ეტეოდნენ და მაგაზე ვბრაზდებოდი გაკვეხებულები რომ იყვნენ საწყალი ბავშვები.
6. ბავშვის ყველაფერი წაღებული მქონდა. ნუ პლედები და პილიონკები მაინც თავისი იხმარეს. ბოთლები, საწოვარები და ტანსაცმელი ჩემი იყო
მნახველებს რომ არ უშვებენ დიდი ხნით ერთის მხრივ მართლა რთულია, მაგრამ იმდენად დასვენება მჭირდებოდა მთელი რიგირ მიზეზების გამო რომ დიდად არ ვწუხდი. ერთადერთი ქმრის ყოფნა კი მინდოდა უფრო მეტი ხანი.
მოკლედ შემდეგ ჯერზე თუ ისევ მანდ აღმოვჩნდი -მაგ პალატაში ცხვირს არ შევყოფ. დერეფანში მირჩევნია წოლა. არადა ისე მალე მიწევს მეორეს გაჩენა... ქორიძის ნაკერის დამსახურება იქნება თუ ბოლომდე მშვიდობით მივედი
* * *
ჩაჩავას და ჰერას (ნოდარი) გამოცდილებების გაზიარება მაინტერესებს მეც... საკეისროების შემთხვევაში განსაკუთრებით. ნოდარმა ნარკოზზე უარი უთხრა ეხლა თანამშრომელს

არადა უნარკოზოდ ცუდად გავხდები-ვერაფრით ვერ გავუძლებ