გაგუას კლინიკაზე ვიტყვი ერთ ორ სიტყვას,იქნებ ვინმეს გაინტერესებდეთ..
ახალ გაგუაში გავაჩინე ჩემი გოგო და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით.
მიუხედავად იმისა,რომ გადასვლის პირველი დღე იყო და ყველა ძალიან დაბნეული იყო

)
ერთადერთი რაც ვერ მოაწესრიგეს ჩემი იქ ყოფნისას ,მნახველების ამბავი იყო,მაგრამ ეგეც დროის ფაქტორია ალბათ.
პერსონალით კმაყოფილი ვარ.
გაგუა მყავდა აყვანილი და მინდა ავღნიშნო,რომ არ მეგონა ასე ყურადღებით და გულისხმიერებით თუ მომიდგებოდა.რომ ამბობენ ხოლმე,ბებიაქალის როლი ძალიან დიდიაო ლამის მეანზე მეტსაც აკეთებსო,მე ვერც მივხვდი ბოლო წუთამდე ვინ იყო ბებიაქალი

)) იმდენად პირველი წუთიდან ბოლომდე თავად დავითი და მისი თანაშემწე მარიამი იყვნენ ჩემთან,გაოცებული ვიყავი სასიამოვნოდ

)
ბოლო ,დაბადების წუთები ისე ტკბილად მახსენდება ახლა.. ყველა,მთელი ბრიგადა ერთვებოდა თითოეული ბავშვის დაბადებაში.შემოვიდნენ ბებიაქალები,დავითი,მარიამი,ორი უსაყვარლესი რეზიდენტი,პაატა მახარაშვილი,და მორიგე მეანი (სახელი გვარი არვიცი)..ჩემი გოგოს დაბადება და მათი გულახდილად ბედნიერი სახეები და მოლოცვები არასდროს დამავიწყდება