mashushaმე სპაზმალგონს ვსვავ ხოლმე თავის ტკივილისას, მშველის და არ ბავშვს ვნებსო ასე მითხრა ექიმმა...
გულის რევის შეგრძნება მეც დამეწყო, ღამე განსაკუთრებით და ტახიკარდიაც, კიდე საშინლად მტკივა სიარულის დროს ზურგი და სადაც მუცელი აწვება ის ძვლები
დდ-მდე ჯერ კიდე კაი დრო მაქვს არადა, ნუ იქამდე თუ არ მოუნდა ჩემს პატარას დაბადება....
ხოდა ჩემს დაზე გოგოებო, წამოვიყვანეთ ღუდუშაურიდან, არადა ყელი აქვს 18 მმ-მდე დამოკლებული და "დელატირებული" თუ სწორად მახსოვს ტერმინი, წამოვიყვანეთ ჩემი დის კატეგორიული მოთხოვნით

20 კვირაშია ეხლა...იმედია ყველაფერი კარგად იქნება...18 მმ ძალიან ძალიან ცოტაა....
გოგოებო, 1-2 დღეში რომ დამოკლდეს ასე ძალიან ყელი შესაძლებელია? ხომ არ იცით?