გოგოებო კაი ხანია მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი ფორუმზე პოსტვას...აქ რა ამბები ყოფილა....
უპირველესად ნათი გილოცავ ჩემო კარგო პატარა დემეტრეს შეძენას...
ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი თქვენსკენ...ცოტა მოთმინება და ყველა სანერვიულოს უკან ჩამოიტოვებთ, თავი ხელში აიყვანე, დემეტრეს ჯანმრთელი დედა სჭირდება... წარმომიდგენია როგორი რთულია, მაგრამ ამბობენ დედები ყველაზე ძლიერები არიან თავიანთი პატარებისთვისო... როგორც კი შეძლებ დაწერე რა დღევანდელი ამბები როგორ ხართ...
გგულშემატკივრობ ძალიან...