კაი თემაა და არ მივატოვოთ

ჩემს გამოცდილებას დავწერ, პირველი შვილზე რომ ორსულად ვიყავი
ჩემმა ქმარმა თვითონ მთხოვა მე მინდა შენს გვერდით ვიყოო.
ცოტა კი გამიკვირდა იმიტომ რომ კბილის ექიმთან ვერ გააგდებ თუ
მთელი ოჯახი არ გავყევით.
რადგან სურდა, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, პირიქით გამეხარდა კიდეც.
მაგრამ არა იმიტომ რომ აი დაინახონ რა დღეში ვართ ქალები რომ მერე დაგვაფასონ და
ბლა, ბლა, ბლა... თვითონ უნდოდა გამხდარიყო საკუთარი შვილის დაბადების მომსწრე.
ჩემთვის პირადად მისი იქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავდა, მამხნევებდა, სახიდან
ოფლს მწმენდდა და ჩემი ხელი ლამის 14 საათი ხელიდან არ გაუშვია.
მათემ რომ პირველად იტირა, ასე მითხრა ეს ხმა რომ არ გამეგო თავს არ ვაპატიებდიო.
მთელი 5 დღე არ მოშორებია სამშობიაროს, ისიც თქვა ნეტავ ლუქსი აგვეღო რომ
მეც დავრჩენილიყავიო. ისეთ მესიჯებს მწერდა ასე მეგონა ახლა შევიყვარდა ერთმანეთითქო.
ახლა მეორეს ველოდებით 4-5კვირაში და ვიცი ისევ ჩემს გვერდით იქნება.
მე მესმის, რომ ბევრ არაესთეტიურად ჰიგიენუერ პროცედურებს ვიტარებთ ქალები,
რომელიც არ არის არავისთვის საყურებელი,
მაგრამ მშობიარიბას ვერ შევადარებ მათ.
რაც არ უნდა ცუდი დასანახი ვიყო ტკივილებით თუ ჭინთვებით მობრეცილი,
ან გამოპრანჭულ-ჩამაკიაჟებული, მე ზუსტად ვიცი რომ მისთვის ის სოფო
ვარ რომელიც ერთნაირად უყვარს როგორც ერთ, ისე მეორე მდგომარეობაში.
ესეც ჩემი ლაი-ლაიიიი...