ეს კვების რეჟიმი გადმოგვიგზავნა 2011 წელს მიქელაძის თანაშემწემ (ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, რამე თვითშემოქმედება არ გეგონოთ

):
ბავშვთა კვება
3.5 - 4 თვიდან – ვაშლის წვენი (ანტონოვკა ან გოლდენი)
10-15 წვეთიდან ნელ-ნელა ავიდეთ 5-6 ჩაის კოვზამდე დღეში. შემდეგ ნელ-ნელა გადავიდეთ გახეხილ ვაშლზე. იგივე ეხება ატამს, გარგარს, ქლიავს და ალუბალს
5 - 5.5 თვიდან – ფაფა
2 ჩაის კოვზი წიწიბურა ან 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი ან 2 ჩაის კოვზი ჰერკულესი იხარშება 120 მლ წყალზე. მოხარშულს და გაგრილებულს ემატება 50 – 60 მლ ადუღებული და იგივე ტემპერატურის რძე და ერთად წამოადუღეთ. (4ჩაის კოვზი იხარშება 200 მლ წყალზე). შემდეგ ჩახეხეთ 1 ან 2 ცალი კურაგისა და შავი ქლიავის ჩირი. დაამატეთ 1 ან 2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი 1 ან 2 კოვზი კარაქი.
ასევე შესაძლებელია “ნესტლეს”, “ჰუმანას” ან “ჰიპის” სხვადასხვა ფაფების დაწყება
5.5 - 6 თვიდან - ბოსტნეულის პიურე
1 ცალი მცირე ზომის კარტოფილი + ამავე ზომის ჭარხალი + 1 ცალი გულგამოცლილი სტაფილო + 1 ცალი ბროკოლი + ყვავილოვანი ან ჩვეულებრივი კომბოსტოს ფოთოლი. პირველი წამონადუღი გადაღვარეთ, მეორე გამოცვლილ წყალში დაუმატეთ 1 კბილი ნიორი, ხახვის 1 რგოლი, კამის, ოხრახუშისა და ცერეცოს ფოთლები. მოხარშვის შემდეგ ფოთლები ამოიღეთ, დარჩენილი მყარი მასა გახეხეთ და შეაზავეთ თავისივე წვენით. 100 – 150 – 200 გრამს სჭირდება 1 ან 1.5 ან 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1/4¼დანის წვერით მარილი.
6,5 თვიდან – მაწონი
0.5 ლიტრი დაბალცხიმიანი რძე + 1 ჩაის კოვზი მაწვნის დედო. შეფუთეთ 3 საათით. შემდეგ შედგით მაცივარში 8 საათის განმავლობაში. 100 გრამს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი.
6 - 6.5 თვიდან – ხორცი
ცალკე მოხარშული და 3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებული ხბოს ან ახალგაზრდა საქონლის ან წიწილის ხორცი. 2-3 ჩაის კოვზიდან ნელ-ნელა ავიდეთ 5-6 კოვზამდე დღეში ბოსტნეულის პიურეში შეზელილი.
7 - 7.5 თვიდან – ხაჭო
100 გრამი უმი რძე წამოდუღებისას აჭერით 1 ან 2 ჩაის კოვზი კალცი ქლორატით. 1 ჩაის კოვზიდან ნელ-ნელა ავიდეთ 3-4 ჩაის კოვზამდე.
7.5 - 8 თვიდან
კარტოფილის თხელი პიურე ჩახეხილი ხბოს ან წიწილის ხორცით, ჩახეხილი სულგუნით და 0.5 ჩაის კოვზი კარაქით.
7.5 - 8 თვიდან
2 ჩაის კოვზი ხაჭო + ბანანი + პეჩენია (“საიუბილეო” ან “ჰეინცი”) + ვაშლი
ნებისმიერი საკვები დაიწყეთ 20 – 30 გრამიდან და ადით 150 – 200 გრამამდე