სამსახურიდანაც დაუთხოვნიათ ის თანამშრომელი:
"მაღაზიათა ქსელი "შიკ ბებე ბარსელონა", კიდევ ერთხელ, ეხმაურება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში - GeorgianMoms , ფატი ბარჯაძეს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.
შიკ ბებეს ხელმძღვანელობამ, უკვე, მოახდინა სათანადო რეაგირება, კერძოდ - ამ უსიამოვნო ფაქტში მონაწილე თანამშრომელი დ ა თ ხ ო ვ ი ლ ი იქნა სამსახურიდან...
ჩვენ, კიდევ ერთხელ, არაერთგზის დავატრენინგებთ ჩვენს სტაფს, რათა მომავალში, თავიდან ავიცილოთ მსგავსი გულგრილობა, მაღაზიის პერსონალის მხრიდან...
საჯაროდ გიბოდიშებთ, ძვირფასო მომხმარებლებო. დღეიდან, გაასმაგებული გულისყურით მივადევნებთ თვლას თითოეულ დეტალს...
პატივისცემით, მაღაზია შიკ ბებე ბარსელონას ადმინისტრაცია"
ეს წინა კომენტარი:
"შიკ ბებე ბარსელონას ადმინისტრაცია, ეხმაურება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში - GeorgianMoms გამოქვეყნებულ პოსტს, და დიდ მადლობას უხდის ფატი ბარჯაძეს ჩვენი დროული ინფორმირებულობისთვის წარმოქმნილი პრობლემის შესახებ.
შიკ ბებე ბარსელონა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, განსაკუთრებით ფატი ბარჯაძეს, შექმნილი დისკომფორტის გამო (თანამშრომლის მხრიდან, ადგილი ჰქონდა თვითნებურ ქმედებას - ყველა ის მიმოწერა, რომელიც გამოქვეყნებული იქნა და ფეისბუქის მომხმარებელმა იხილა, არ იყო შეთანხმებული მაღაზიის ადმინისტრაციასთან)...
შიკ ბებეს ხელმძღვანელობამ, უკვე, მოახდინა სათანადო რეაგირება, ამ ფაქტთან დაკავშირებით და მზად არის, მომავალშიც, აწარმოოს კონსულტაციები ყველა იმ მომხმარებლთან, ვისაც დამატებით ექნება რჩევები და სურვილები, ზოგადად, მაღაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ასევე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ , შიკ ბებეს ყველა იმ ერთგულ მომხარებელს, ვინც იცნობს ჩვენს მაღაზიათა ქსელს; სარგებლობს ჩვენი მომსახურეობით და კმაყოფილია, როგორც სერვისით, ისე პროდუქციით; მხარში გვიდგას და გვქომაგობს...
თითოეული თქვენგანის - კმაყოფილი თუ უკმაყოფილო მომხარებლის პოსტი და კომენტარი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს ნიშნავს, ბრენდის მომავალი განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ, გიხდით ბოდიშს, ამ ძალიან უსიამოვნო ფაქტის გამო, და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში, აუცილებლად ექნება გამოხმაურება ყველა თქვენს ემოციას, შენაძენთან დაკავშირებით, რომ უფრო ზუსტად ვიცოდეთ რა სურს მომხარებელს...
პატივისცემით, მაღაზია შიკ ბებე ბარსელონას ადმინისტრაცია"
წყარო: 
https://ka-ge.facebook.com/chicbebe2013