3 დღით ადრე დამეწყო სუსტი მოვლები არეული ინტერვალებით, აქაც დავწერე... მერე კინოს ვუყურებდი გამთენიისას და 6 ის ნახევარზე დამეწყო მოვლითი ტკივილები, ოღონდ ისეთი რო მაწუხებდა, მეგონა ტუალეტში მინდოდა, რო შევდიიოდი ვერაფერს ვშვებოდი. მერე 1 საათი ვითმინე თან ვაკვირდებოდი ინტერვალებს, გაუგებრობაში ვიყავი მეთქი ვაი მგონი ეს ისაა

რო მივხვდი რო ინტერვვალები და ტკივილები არ ჩერდებოდა და თავი მარტოდ ვიგრძენი გავაღვიძე ჩემი ქმარი, წამოფრინდა წავედითო.. მოიცათქო, ვაჯანჯლებდი , დროს ვწელავდი მეშინოდა, ნუ ჩაი დავლიე რაღაც რუღაც და 8 ზე მივედი.... გამიყვანეს ხელით გამსინჯეს და ისეთი ვიკივლე შევყარე იქაურობა, განწირული ვხაოდი გეგონება მკლავენო

თან ისეთი დაბნეული ვიყავი სანამ იმ სავარძელზე ავბობღდი დავულეწე შემთხვევით ყველაფერი
ნუ საბოლოოდ ავღმოჩნდი 2 თითზე და წამიყვანეს ბლოკში დასალოდებლად,, ჩემი ქმარიც წამომყვა.. ყველა მატყობდა რო ძალიან მეშინოდა ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდი

რო შევედი ექთანს ვკითხე "ეს ის ოთახია სადაც ის უნდა მოხდესთქოო" .. დამცინა კი ეგააო

ნუ მოვთავსდი და ცოტა ხანში დამეწყო ისეთი ტკივილები რო უკვე მშვიდად ვეღარ ვიჯექი, ავაწრიალე იქაურობა, ძაან ცუდად ვიყავი, მეგონა რო ვერ გადავიტანდი, მერე კიდე გამსინჯეს და მითხრეს რო 4 საათამდე არ იქნებოდა არაფერი, მაგაზე საერთოდ გავგიჟდი, და ნუ ეს ტკივილებიც გაუარესდა და მეგონა რო მანდ უკვე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, ვეღარაფერს ვხედავდი, ფეხები მეკეცებოდა, თვალებში მიბნელდებოდა და მაკანკალებდა, ნერვიულობისგან ამიწია სიცხემაც.. ჩემი ქმარიც ცუდად იყო ჩემი შემყურე არ იცოდა რაღა ექნა.. მერე მითხრეს რო დავმჯდარიყავი ბურთზე, დაეხმარებოდა ყელის გახსნას, მეც ვიჯექი და ვქანაობდი ჩემ ჭკუაში, მაგის თავიც არ მქონდა. (ყველაზე მეტად სიარული მშველოდა) და ამ მომენტში უკვე განწირული ვყვიროდი მიშველეთთქო, და ნელნელა ყვირილის თავიც აღარ მქონდა და ვხაოდი. ექთნები მამშვიდებდნენ ხოლმე ყოველ მოვლაზე შემოდიოდა ერთი და მეფერებოდა ღრმად ისუნთქეო. შემოვიდნენ 3 სთვის და კიდე გამსინჯეს 8 სმ -ზე ვიყავი უკვე, 2 დარჩაო მალე იზავსო, ნახევარ საათში გაიხსნა ის 2 იც, მარა წყლებს არ ვღვრიდი, რაღაცით ძალით გამოიწვიეს წყლის დაღვრა და აი ცოტა ხანში დამეწყო კიდეც ჭინთვები, გაუტკივარებას მთავაზობდნენ მარა იმდენად ვეღარ ვაკონტროლებდი ვერაფერს არვიცითქო ვუთხარი.. დამეწყო მშობიარობაც და დავიწყე მეც, რაც შემეძლო ვაწვებოდი, მაგ დროს უკვე სხვანაირი შეგრძნება მქონდა, მეგონა ქვედა ნაწილი მეხეოდა.. რაც შემეძლო ვუსმენდი ექიმებს, თან იმათაც ვეცოდებოდი ასეთს რო მხედავდნენ (თან 19 წლის ვარ) და ამიტომაც მედგნენ გვერდში უფრო..
ბოლოს გამოძვრა ჩემი კნუტიც და დამაგდეს მკერდზე, მაგ დროს ტკივილი გაქრა და ვიგრძენი ბედნიერება რომელიც ბავშვით იყო გამოწვეული და თან რო ვიცოდი რო მორჩა ყველაფერი გადავრჩი :დდ ბავშვი რო დავინახე ვაიმეეე რა საყვარელიათქო დავიძახე ეგრევე, და გაოგნებისგან რაღაც იდიოტურ შეკითხვებს ვსვავდი :დ საბოლოოდ დამთავრდა ყველაფერი კარგად, ჩაჭრა ჩახევა არ მქონია მარა მაქვს 1 ნახეთქი, ნაკერი არ დამადეს, მიხვდნენ რო ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა. 3 დღე დამტოვეს და გუშინ მოვედი სახლში ^_^ (რამდენი ვწერე, რავიცი კითხვა თუარ გეზარებათ)