qetusiaa_qetuuBatukaმე დავდივარ ჭიღლაძესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. 10 დღით ან 2 კვირით ადრე მაინც უნდა ჩაეწეროთ ან ცოცხალ რიგში დადგეთ. თუ მიხვალთ მაგალითად დილით, 10ის წუთებზე, ცოცხალი რიგით პირველი თუ არა, მეორე მაინც შეხვალთ. 10-დან იწყებს მუშაობას.
amoeka"დოპლეროგრაფია ეს არის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლისმიმოქცევა თქვენი პაწიას ყველა ორგანოში მაგ. ტვინში, გულში, თირკმელებში, ღვიძლში, ჭიპლარში, და შეფასდეს ნაყოფის ზოგადი მდგომარეობა. დოპლეროგრაფია აუცილებელია იმისათვის, რომ შეფასდეს პლაცენტის მდგომარეობა და სისხლისმიმოქცევა საშვილოსნოს არტერიებში. ეს კვლევა ტარდება ჩვულებრივი გეგმიური ექოსკოპიის დროს იმავე აპარატზე. უმეტესობა თანამედროვე აპარატს აქვს აგრეთვე დოპლერის ფუნქცია".
გოგოებო 26 კვირას ვამთავრებ, 3 დღეში უკვე მე7 თვეში გადავდივარ

მადლობა უფალს! <3
დღეს ვიყავი ექოზე, ჩემი გოგო კარგად არის, ცოტა მსუქანააო

) მაგრამ ზომაში, წონაში, განვითარებაში ნორმებში ჯდება. პლაცენტის ნაადრევი მომწიფების მოსალოდნელობა ჩამიწერა, თუმცა ექიმმა მითხრა რადგან ბავშვი კარგად ვითარდება, არაფერია საშიშიო. ისევ კლექსანის გაკეთება მომიწევს, ანალიზები გავიკეთე და იქეთ კვირას დამინიშნავს კლექსანის დოზას. ცოტა ვინერვიულე, მაგრამ რამე საშიში რომ იყოს, ალბათ მეტყოდნენ. ექოსკოპისტმა საერთოდ არ გაქვს არაფერი სანერვიულო, ყველაფერი კარგად გაქვსო, ეს კი ადვილად მოგვარებადიაო. ექიმმაც - კლექსანით მოვაგვარებთო.
ვუთხარი ზოგჯერ ძალიან დაბლა, ლამის საშოს დასაწყისში ვგრძნობ რაღაც ფეთქვას მეთქი და არაფერი არ იქნებაო, რავიცი. მოკლედ ქამრის ტარება მიორჩია. ხომ არ იცით ეს ქამრები ყველა ერთნაირი და სტანდარტულია თუ რაიმე ხარისხებშია განსხვავება და რა ღირს? ასევე რა ინტენსივობით უნდა მეკეთოს, სულ 24 საათი თუ რაღაც დროს ვიხსნით, მაგალითად ძილის დროს ან არავიცი. აზრზე არ ვარ. ექიმისთვის არ მკითხავს, მავიწყდება ხოლმე რაღაცეები. ვინც ერკვევით მომწერეთ რაა.
This post has been edited by T-E-0 on 25 Apr 2015, 22:34
waiting for...