ვიყავი თეა ჩარკვიანთან რეპროარტში. ძალიან საყვარელი ქალია - კომპეტენტური, გაწონასწორებული და ტაქტიანი ექიმის შთაბეჭდილება დატოვა. რაც მთავარია, არ გძაბავს და გგრუზავს.
საათობით ლოდინი არ გიწევს, სანამ შეხვალ და კაბინეტშიც მარტო ზის (ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია).
კონსულტაცია დამიჯდა 50 ლარი.
პირველ ეტაპზე, რადგანაც ციკლი მოწესრიგებული მაქვს, დამინიშნა შემდეგი გამოკვლევები:
1) TSH+FT4, PRL ანალიზები (ციკლის მე-2 დღეს)
2) საშვილოსნოს ექოსკოპიური გამოკვლევა და ენდომეტრიუმის მონიტორინგი ციკლის მე-9 დღეს +ნაცხი + პაპ ტესტი
3) B, C ჰეპატიტზე და შიდსზე ანალიზები (მეც და ჩემს ქმარსაც)
4) წითურას და კიდევ რაღაცის ანტისხეულებზე ანალიზი
4) ქმარს სპერმოგრამა
ჯერ-ჯერობით ესაა სულ.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა

პ.ს. სადაზღვეოზე ძალიან გავბრაზდი, ყველაზე ძვირადღირებული VIP პაკეტი მაქვს და ერთი თეთრიც არ დამიფინანსეს ამ გამოკვლევებიდან, რეპროდუქციული კვლევებიაო. დამპლები !!!!!
This post has been edited by justmember on 8 Jul 2015, 17:06