მთელი 9 თვე პანიკურად მეშინოდა ამ დღის, რას აღარ ვიგონებდი, მაგრამ საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ საკეისროსი უფრო მეშინოდა და მაინც ფიზიოლოგიური გადავწყვიტე.
29 მაისი რომ გათენდა, ჩემი ქმარი სმსახურიში უნდა წასულიყო და სტანდარტულად 8 საათზე გავიღვიძეთ, მე ვდგებოდი ხოლმე, ტუალეტში შევდიოდი და მერე ვაგრძელებდი ძილს.
ამ დღეს, ტუალეტში რომ შევედი ძალიან მცირე სისხლიანი გამონადენი დავინახე და მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო

))))
რომ გამოვედი, დავწექი, პირველად მომიარა მუცელმა. შემდეგ 1 საათის განმავლობაში კიდევ 2 ჯერ. მაგრამ ისე მტკიოდა, აი მენსტრუალური ტკივილი თან არც ისე ძლიერი, ამიტომ ვიფიქრე ისევ ბრექსტონებია თქო და მაინც გავუშვი მიშა სამსახურში, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი, ჩანთა ჩასალაგებელი მქონდა, პირველი ფიქრი იმაზე დავიწყე, ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა რომ ვერ მოვასწარი თქო...
პირველ რიგში ავდექი და ბავშვის ბოთლები და მსგავსი ატრიბუტები გავრეცხე, დავმდუღრე.
წყალი გადავივლე და დავიწყე ჩანთის ჩალაგება. დაახლოებით 15-20 წუთში ერთხელ უკვე მივლიდა ტკივილი... მეტირებოდა იმიტმ რომ მარტო ვიყავი, თან იმაზე ვფიქრობდი, წყალი რომ დავღვარო, დედამთილი მიხვდება რომ დამეწყო და წნევამ არ აუწიოს თქო (

)
ამ ბოდიალში გახდა 1 საათი, უკვე შემცირდა შუალედები 8-10 წუთამდე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ტკივილი ასატანი იყო, ამიტომ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული რომ დამეწყო

მაინც დავურეკე მიშას, მოდი და წავიდეთ თქო.
დაახლოებით 2 საათი იქნებოდა, რომ მივედით გაგუაში, პაატამ გამსინჯა და 2.5 თითზე ვიყავი გახსნილი, გულისცემასაც მოუსმინა, დამტოვეს რა თქმა უნდა,
ვიკითხე, ექოს არ გამიკეთებთ მეთქი? წონა მაინტერესებდა, ერთი კვირით ადრე 3300 მიჩვენა ექომ და ცოტა მეშინოდა, პაატამ დამცინა, ისე არ გაიზრდებოდაო რომ გეშინოდესო.
თავიდან პალატაში დამაწვინეს, დედაჩემიც მოვიდა, ყველა მაღიზიანებდა ჩემი ქმრის გარდა, მაგრამ მაინც არ მტკიოდა ისე, რომ ვთქვა, გამიჭირდა თქო.
სანამ პალატაში ვიყავი, დაახლოებით 15-30 წუთში ერთხელ შემოდიოდნენ, გულისცემას უსმენდნენ.
პაატამ 2 ჯერ შემოიხედა, მეორეჯერ ბლოკში გადამიყვანა, გამსინჯა და 3 თითზე ვიყავი.
ამ დრომდე შიში არ მიგრძვნია, მაგრამ ბლოკში რომ შევედი ყელში ბურთი მომაწვა, ცრელმები მომადგა და ხმა ამიკანკალდა, უცებ დიდმა შიშმა ამიტანა, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში. ქმარი სულ ჩემს გვერდით რომ იყო, ძალიან მეხმარებოდა. (აქ ანესთეზიოლოგი შემოვიდა და მის ამბავს ბოლოს ცალკე დავწერ, ძალიან დიდი შავი ლაქაა გაგუას ექიმებში).
დაახლოებით 10 წუთში ერთხელ უსმენდა პაატა გულისცემას, უკვე ბოლომდე გახსნილი ვიყავი, ბოლოს რომ გამსინჯა, მაგის მერე დამეწყო საშინელი სურვილი კუჭში გასვლის, მაგრამ ჯერ არ მაძლევდნენ გაჭინთვის უფლებას, ყელს ჩახევ ეხლა რომ გაიჭინთოო. ეგ იყო ყველაზე ძნელი მთელი მშობიარობის განმავლობაში, ამ ჭინთვების შეკავება. უკვე როცა მომცეს გაჭინთვის უფლება, აი მანდ ვიგრძენი ყველაზე სუსტად თავი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც პაატა მეუბნებოდა, მაგრამ ვერა რა, ვერ ვიჭინთებოდი...ჩემ თავზე ვბრაზდებოდი ძალიან, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი, ვიჭინთებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა...
მოკლედ ძალიან დიდ პერიოდად მომეჩვენა, მაგრამ ალბათ სულ 1 საათი გრძელდებოდა, დაიწყებოდა ჭინთვა, ვერ ვიჭIნთებოდი, ვნებდებოდი იმის იმედად, რომ შემდეგ ჭინთვაზე შევძლებდი, მერე დედაჩემი ურეკავდა ქმარს, გადიოდა სალაპარაკოდ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, მერე ისევ, ისევ, ისევ ერთი და იგივე...
ბოლოს პაატამ მე დაგეხმარებიო და რომ ვიჭინთებოდი, მუცელზე მაწვებოდა, მაგრამ მაინც ვერა... ამის მერე გულისცემას რომ მოუსმინა, შენელებული იყო, თან უკვე მეგონა გული მიმდიოდა, არასწორად ჭინთვისგანო პაატამ მმითხრა, გამიკეთა ჟანგბადი ცხვირში და გამოვკეთდი,
ბავშვს პულსი შენელებული ჰქონდა და პაატამ დაუძახა ვიღაცეებს, მე ძალიან შემეშინდა,
მოიტანეს დიდი პროჟEქტორივით ნათურა და დამიდგეს წინ, არაფრის კითხვის თავი აღარ მქონდა დაღლილობისგან, ჩამჭრეს და მუცელზე რამდენჯერმე დაჭერით ზემოდან ქვემოთ, გამოაგდეს ბავშვი.
ვიწექი და ვუყურებდი ჭერს, ბავშვი მუცელზე დამაწვინეს და მაშინვე ატირდა, მხოლოდ სითბო ვიგრძენი მუცელზე, არც კი შემიხედავს, ერთადერთი ამ დროს რასაც შევხედე, ქმარს ვეძებდი, ბოლოს კარებთან იდგა და ნახევრად ჩანდა, სახე წაშლილი მიყურებდა. მოვიდა და მაკოცა, მეტი არაფერი მახსოვს ამ მომენტიდან.
ბავშვი გააქანეს სადღაც ეგრევე, მე მომყოლი უნდა დამებადა,
გამოქაჩეს ჭიპლარი და ეგრევე გამოვიდა, არც კი მიგრძვნია. პაატამ დახედა და კარგიაო.
ქმარი ჩავიდა მომლოდინე ხალხთან.
უცებ ყველა გავიდა და შემოვიდა ბებიაქალი ვიღაც ახალგაზრდა ექიმთან ერთად, რომელსაც უნდა გავეკერე, ლიდოკაინზე ალერგია მქონდა თუ არა მკითხეს და დაიწყო გაკერვა, საერთოდ არაფერი მიგრძვია, უკვე ცოტა აზრზე მოსული ვიყავი, ვხუმრობდი კიდეც

))
რომ გამკერეს, ესენიც გავიდნენ, დავაფიქსირე რომ მეორე კედელთან ბავშვი იწვა, ისეთი პატარა იყო, წითელი სახე ჩანდა მხოლოდ, რაღაც თბილ პლედში გახვეული,
ტელეფონის ძებნა დავიწყე, მაგრამ შორს იყო, პირველ გამვლელს დავუძახე და მომაწოდეს ტელეფონი,
პირველი რაც გავაკეთე, გვანცას მივწერე ფბ ში, გავაჩინე თქო, 3950, 51 სმ იყო ჩემი ბიჭი,
მერე მიშAს დავურეკე, ამოვდივარო, მართლაც, მაშინვე მოვიდა. ბავშვი მოვაყვანინე ჩჩემთან და დავიწყეთ საუბარი რა უნდა დაგვერქმია (გაგეცინებათ და ამ მომენტმდე არ გვქონდა მოფიქრებული. ბოლოს გადაწყდა, ალექსანდრე დავარქვით, ვიცოდი, მიშAს მოსწონდა ეს სახელი და შევთავაზე).
მშობიარობიდან ზუსტად 2 საათი სუდნო მქონდა შედგმული და ძალიან მოუხერხებელი იყო, არც განძრევა შეიძლებოდა და ხერხემალი ძალიან დამეღალა, ბოლო 5 წუთი წამებს ვითვლიდი, რომ მოსულიყვნენ და გადავეყვანე. ზუსტად 2 საათში მოვიდნენ, გადაგვიყვანეს პალატაში.
ეხლა რაც შეეხება ანესთეზიოლოგს. 3 თითზე გახსნილი ვიყავი, შემოვიდა და შენ არ ხარ გაყუჩებულიო? არა მეთქი, მერე არ გინდაო?
ჯერჯერობით არ ვაპირებ მეთქი, ვნახოთ თქო. ხოიცი ბოლომდე რომ გაიხსნები მერე აღარ შეიძლებაო. ცოტა გამაღიზიანა ამ მომენტმა.
მერე ცოტა ხანში შემოვიდა კიდე, აბა, არ იკეთებო? არა მეთქი.
მერე კიდე შემოვიდა, თითქმის ბოლომდე გახსნილი ვიყავი, პაატაც იქ იყო, კიდევ მეკითხება, მერე პაატას უთხრა, ხომ იცის რომ ეხლა თუ არ გაიკეთა მერე გვიანი იქნებაო? ამის მერე ძალიანაც რომ გამჭირვებოდა მაინც არ გავიკეთებდი

ან სხვა ანესთეზიოლოგს მოვაყვანინებდი აუცილებლად.
კინაღამ სცემა ჩემმა ქმარმა, როგორ შეიძლება, როცა ადამიანი უძლებს ტკივილს, ძალით რომ სტენის გაუტკივარებას?!
ბოლოს რომ ვიმშობიარე, მერე შემოვიდა, გაკვირვებულმა მკითხა, ვააა, გაუძელიო? თავი არ მქონდა თორემ საკადრის პასუხს გავცემდი.
ზოგადად კლინიკას და კონკრეტულად პაატას რაც შეეხება:
შეფასება: კლინიკის 8\10. პაატასი 9\10
ძალიან მაგარი ექიმია, ძალიან დროულად მიიღო ჩაჭრის გადაწყვეტილება, იმ 1 ქულას იმაში ვაკლებ რომ მკაცრია, თუმცა უწი-მუწი-პუწი ექიმი რომ არ იყო, ისედაც ვიცოდი

კლინიკა ძალიან კარგია, კვებაც ნორმალური, მაგრამ დამატებით მაინც მოჰქონდათ საჭმელი სახლიდან.
პედიატრები ძალიან ყურადღებიანი იყვნენ,
კლინიკაში თუ რამეს მოითხოვ ყველაფერს 10იანზე აკეთებენ, თვითონ ტრაკს არ გიკოცნიან, რამე ხომ არ გჭირდებაო.
ვაიმე რამხელა გამოვიდა
This post has been edited by italiashka on 23 Jun 2017, 15:01