აქამდეც მოვაღწიე, არადა მთელი ორსულობა ვკითხულობდი სხვის მოგონებებს და ვფიქრობდი მეც მალევე დავწერდი, თუმცა ეხლა მოვედი აზრზე და განწყობაზე )))))
ცოტა შორიდან დავიწყებ, 22 წლის ვარ და არასდროს მიფიქრია ამ ასაკში დედობაზე, თუმცა 1,5 წლის წინ ჯანმთელობის გამო დმიდგა სიტუაცია ოცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა ან ეხლა გამეჩინა შვილი არ გამერისკა რო შეიძლებოდა საერთოდ არასდროს გავმხდარიყავი დედა, ნახევარი წელი ამაზე ფიქრში გავიდა და ბოლოს გადავწყვიტეთ რო ვერ გავრისკავდით, პირველივე მცდელობაზე დადგა ორსულობა, სამსახურიდან ვიყავი ქალაქგარეთ გასული,როცა მივდიოდი და მეუღლეს ჩავეხუტე დასამშვიდობებლად არ ვაჭარბებ ვიგრძენი რო მარტო ჩვენ ორნი არ ვიყავით, მაგრამ არაფერი მითქვამს, ამდენს რო ვფიქრობდი ამაზე ესეც მეგონა მომეჩვენა. არ ვიცი გულმა მიგრძნო, გადაცდენამდე 4 დღით ადრე გავიკეთე ტესტები, სულ ნაირ ნაირები და ყველაზე მკრთალად ჩანდა მეორე ხაზი, 1 კირაში უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში, არავისთვის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა რო გადაღბები დამთავრდა იმ დღეს და დავბრუნდი თბილისში ჩუმად, შუაღამეეს მოვედი სხლში ესეთი სიურპრიზით, მთელი ღამე ვერ დავიძინეთ, სულ წერტილს ვეფერებოდით. მერე დაიწყო ეხოები,პირველი გულის ცემა, პირველი გამოძრავება, მერე მამიკომ რო იგრძნო მოძრაობა. ამ ყველაფრით თავბრუდახვეული ვიყავი მაგრამ რო ვთქვა ბოლომდე აღვიქვავდი რა ხდებოდა არა, ეხლაც რო ვუყურებ ვერ ვიჯერებ რო მუცელში ეს ცუცქნა მეჯდა. ორსულობა ცოტა გამიჭირდა, ზაფხულში წოლითი რეჟიმი, დაბალი წნევები, სიცხეები, ტოქსიკოზი. გადავლახეთ ს ყველაფერი და მეხუთე თვიდან დავიწყე ტკბობა ))) მეექვსე თვეში ვიყავი მუცელი რო დამეტყო და ყველაზე გამოყვანილი ტანსაცმელი რაც მქონდა ის მეცვა )))) 26 კვირაზე ღამე ამტკივდა მუცელი საშინლად, სასრაფო გამოვიძახეთ და უნდა გადაგიყვანოთო, წამიყვანეს ღუდუშაურში, ეხოზე შემიყვანეს და ყველაფერი კარგად იყო, ყელი ძლივს გამიზომა ოღონდ, ვეკითხებოდი სმ მითხარი რამდენიათქო და 28ზე ნაკლები არ იქნებაო, ზუსტად ვერ ვათმევინე, ბოლოს არა არა 34 არისო. ჩამოვიდა მერე ექიმი, ნაადრევის საშიშროებაა უნდა დაგაწვინოთო და ყელი უნდა გავსინჯოო, ვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ყელი არა დამოკლებული და არც დავრჩები და არც გამსინჯოთთქო. დამაწერინეს ხელწერილი და გამომიშვეს. მეორე დღეს მივედი კიდევ ეხოსკოპიაზე, ყელიც კარგად იყო და ბავშვიც, უბრალოდ ემოციურ ფონზე დამეჭიმა მუცელი. გავაგრძელე ისევ მშვიდი ცხოვრება 33 კვირამდე, დილით ავდექი და აბაზაანაში შევნიშნე ალისფერი სისხლი, წელი მტკიოდა თან და ჩავთვალე რო ნაადრევი მეწყებოდა, მოვემზადე ჩანთა ჩვალაგე

წავედი ისევ ეხოზე და ყველაფერი კარგად იყო, არც ჰემატომა არაფერი.... მეორე დღესვე მივედი ჰერაში ნოდართან, იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია მეც გადმომედო მისი სიმშვიდე, საკეისრო მინდოდა, პატარა ჩვენებაც მქონდა ))) და არ ვიცი ვნახოთ მეც საკეისროს ვფიქრობ მაგრამ დაველოდოთო, სავარაუდო თარიღი დავთქვით, 19 დან 22 მარტამდე, იქამდე თუ რამე სიმპტომი გენება ნებისმიერ დროს მირეკავო. საკეისრო მინდოდა ძალიან, თუმცა ჩვენების გარეშე რა, ხოდა დავიწყე ჩვენებების შგროვება

))) ოფთალმოლოგთან მივედი და ეგერევე გამიმზადა ))) ბადურა ერთი დათხელებული მეორე დაზიანებული მაქვს. მოვიდა 36 კვირაც, კიდევ მივედი ნოდართან ყველაფრის დასაზუსტებლად, მუღლის დასწრება მინდოდა მაგრამ საკეისროზე არაო, მამიკოს უნდა დავაწვინოთ ბავშვი გულზეო, შენ ნუ ნერვიულობ მე დაგესწრები რაც მთავარიაო ))) ნაკერზეც შევთანხმდით რო პატარა იქნებოდა და ვარჯიშსაც მალევე დავუბრუნდებოდი. ძალიან მინდოდა დაბადების თარიღი 17.03.2017 ყოფილიყო და ამაზეც დამთანმდა )) ანესთეზიოლოგს გავესუბრე, მარიკა წერეთელს, უძლიერესი და უსაყვარლესი ქალია.16 მარტს დამეწყო პანიკები, აღარ მინდოდა საკეისრო, ძალიან შემეშინდა, ღამ ვერ დავიძინე 4 საათამდე სულ მეტირებოდა. როგორც იქნა გათენდა, წავედით სამშობიაროში, პირველი ვიყავი და ატის ნახევარზე იქ ვიყავით უკვე. ნოდარმა მნახა, გამამზადეს და მეუღლე გაუშვეს, სანამ ინტენსიურამდე მივედი ის დერეფანი მეჩვენებოდა უსასრულო, ცრემლებს ვყლაპავდი.შემიყვანეს საოპერციში, ერთინად ვკანკალებდი და თან მარიკას ველაპარაკებოდი რა არ უნდა გამეკეთებინა რო ხელი არ შემეშალა, ჩხვლეტაზე რო შევხტე თუ შეიძლებათქო,ისეთ ადგილზე გიკეთებ გაუტკივარებას რო არც შეხტომა შემიშლის ხელს ნუ იცეკვებ მაინც და მაინცოო ))) ყველაზე რთული ამ საკეისროში მგონი ის არის შენ ფეხებს რო იქნევენ აქეთ-იქით და შენ მარტო ხედავ, ვერაფერს გრძნობ ))) გამაფრთხილეს რო ხელით შეხებას ვიგრძნობდი და არ შემსინებოდა. იქვე იყო ერთი უსაყვარლესი გოგო პრაქტიკანტი, ვისაც ვთხოვე ვიდეოთი გადაეღო მთელი ოპერაცია, და ეხლა მაქვს შესანისნავი კადრები ცუცქნას ამოყვანიდან მამაიკოს გულზე დაწვენამდე ყველაფერი, არ მბეზრდება ამის ყურება ))) გავიგე პირველი ტირილი, ძალიან ჩუმი და წამიერი, მე ველოდებოდი რო დასჭექავდა და ნოდარს ვეკითხები რატო არ ტირისთქო, მერე მორთო რამდენიმე წამში მაგრამ ის წამები იყო უსასრულო. მომიყვანეს ჩემი გოგო სახესთან, არ ვიცი რას შევადარო ეს გრძნობა, იყო თბილი ისეთი რო მთელი ცხეული გამითბო იმის ლოყაზე კოცნამ, ცოტა ხანი მომაფერებინეს და მერე წაიყვანეს მამიკოსთან. გაკერვის დროს ვჭორაობდი მთელ პერსონალთან, ეგ დრო უკვე ძალიან მალე გავიდა, გამიყვანეს ინტენსიურში, ხო საოპერაციო მაგიდიდან საწოლზე გადასაყვანად ჩემ მეუღლეს დაუძახეს, ეგ მქონდა წაკითხული და ვთოვე არ დაუძახოთთქო მაგრამ ცოდოები ვართ ჩვენცო და გადამაფარეს რაღაცეები და ისე შემოუშვეს მეუღლე, მერე გამიხარდა იმ დროს რო ვნახე და ჩავეხუტე, სულ ტყუილად აე მინდოდა. ინტენსიურში ექთანს ეგრევე გამაყუჩებელზე დავუწყე ლაპარაკი, ჯერ ხო არ გტკივა და რო გეტკინება მერე გაგიკეთებო, ეგ არ მომეწონა და ძალიან ლაკონურად ვუთხარი რო არც ვაპირებდი რამე მტკენოდა

როგორცკი ოდნავ ფეხი მოვხარე გავაკეთებინე გამაყუჩებელი და იმის მერე სანამ ამტკივდებოდა ვამატებინებდი, ერთადერთი მთელ სამშობიაროში ეგ არ მომეწონა რო მე დამჩირდა "ბრზოლა" პირველ გაყუჩებაზე, მერე მითხრეს ღამე მორფსაც გაგიკეთებთო, მაგრამ არ დამჭირდა. ჩემი გოგო დაიბადა 10:40 სთ.ზე შუადღეს გადამიყვანეს პალატაში, ლუქსი მქონდა აღებული და მეუღლეც ეგრევე შემოუშვეს და გამოწერის დღემდე ერთად ვიყავით, ეს იყო ძალიან ძალიან მნიშვნელოვნანი ჩემთვის და კიდევ კარგი ეს არჩევანი გავაკეთეთ. მომიყვანეს ჩემი გოგო, ძუძუ კარგად ჩაიდო, მარტო ხსენი მქონდა და დამატებასაც აძლევდნენ, ჩვენთან იყო ღამემდე, სულ ეძინა ))) ღამე გაიყვანეს და დილით ძუძუზე შემოიმიყვანეს ისევ. მეორე დღეს კათეტერი ისე მომხსნეს ვერაფერი გავიგე, ანტითრომბოზული ჩულქები ჩავიცვი, ქამარი გავიკეთე და ავდექი ჩემით, დისკომფორტი იყო მაგრამ ვთვლი რომ მარტივად ავდქი, ადრეც დავწერე, იმიტო რო მთელი ღამე გაჭიმული ვიწექი და წვალებით გვერდებზეც ვტრიალებდი ღამე, იმდღესვე მომცეს ბანაობის უფლება. მთელი დღე ჩემთან მყავდა ხოლმე, ღამე გაყავდათ, ძალიან წყნარი იყო, არ ტიროდა არაფერზე მარტო გამოსაცვლელი რო იყო და შიოდა, ექთნები სულ ეფერებოდნენ და არც მინერვიულია ჩემთან რო არ იყო. მესამე დღეს ვთხოვე ესწავლებინათ ყველაფერი, ჩემით ვაბანავე მთლიანად იქვე, და მე და მეუღლეს გვასწავლეს რაც გვჭირდებოდა ყველაფერი. მეოთხე დღეს გაოგვწერეს, მე უკვე დავრბოდი ისე კარგად ვიყავი. ერთი ეს მუცელზე მასაჟი მტკიოდ მესამე დღიდან, იქამდე არა, და ნორი რო შემოდიოდა უკვე აღარ ვაკეთებინებდი ხოლმე )) ყოველდღე მნახულობდა, ძალიან ყურადღებიანია და საბოლოო ჯამში ჰერას 10 დან 10 ქულაზოგადად ძალიან მომთხოვნი ვარ და რასაც ვითხოვდი მიკეთებდნენ, რო არ მომეთხოვა არ ვიცი როგორ იქნებოდა, . მშობიარობა იმდენად უმტკივნეულოდ მახსოვს ეხლა რო ვიკეთებდე აღარც ის შიშები მექნებოდა. მშობიარობის შემდეგი პერიოდი უფრო და ბევრად გამიჭირდა, თუმცა ეხლა ყველაფერი დალაგდა და ვარ მარიტას დედიკო, ბოლომდე კიდევ ვერ ვიაზრებ რამხელა რაღაც მოხდა, უბრალოდ ვიცი რომ მყვს პატარა საოცრება... მეორე წრეზეც მალევე წავიდოდი რო არა მშობიარობის შემდეგი პერიოდის ფობია )))))
ესეც პირველი შეხვედრის ფოტო <3
This post has been edited by Future_mom on 2 Jul 2017, 13:23
მიმაგრებული სურათი