ფორუმზე რომ დავრეგისტრირდი, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ამ თემაში მეც თუ დავპოსტავდი
ხოდა, მაშ ასე:
24 აგვისტოს მქონდა დდ, მაგრამ 38 კვირაზე რომ გამსინჯა ექიმმა, დაახლოებით 1 კვირაში გააჩენო.
ეხომაც ძალიან დაბლაა უკვეო.
გაუტკივარება მქონდა გადაწყვეტილი და ძალიან მშვიდად ველოდი მშობიარობას. თითქოს სტომატოლოგთან მივდიოდი
თავსაც ძალიან ვაჯერებდი, რომ პანიკა არ უნდა დამწყებოდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ დამეწყო და როგორ მოვიქცეოდი.
მოკლედ, ძალიან მშვიდად ველოდი...
ვიჯექი მთელი კვირა სახლში და დღეებს ვითვლიდი. ვაღიარებ, იმიტომ არ ვითვლიდი, რომ ერთი სული მქონდა ბავშვი მენახა,
ორსულობით ვიყავი შეწუხებული უკვე. არადა არც წონა მქონდა დიდი და არც მუცელი მაგრამ მაინც "დაუძლურებული" ვიყავი.
ქუჩაში რომ გავდიოდი ბოლო კვირაში, სულ მეგონა ვაიმე წყალი გამივიდათქო
მთელი 9 თვე თითქოს ვერ ვიაზრებდი რომ ორსულად ვიყავი და შვილი მეყოლებოდა. რატომღაც ვერ წარმომედგინა. ამიტომ მუცლიდანვე "ვერ" მიყვარდა ბავშვი და
გადარეული ორსული ვერ ვიყავი.
ხოდა, გავიდა ექიმის ნათვქამი 1 კვირაც, მაგრამ არაფერი, ოდნაც მუცელი ან წელი რომ გამკრავდა მიხაროდა, ვაკვირდებოდი იქნებ მოვლითი ტკივილია მეთქი მაგრამ წამში გადამივლიდა
ხუთშაბათს გავიდა 1 კვირა. გათენდა პარასკევი, მთელი დღე ძაან მოშვებული ვიყავი, დღის მანძილზე 2ჯერ დავიძინე. არადა ბოლოს უძილობა მაწუხებდა.
გულში გავიფიქრე, ალბათ მალე მშობიარობა დამეწყება და ჩემი ორგანიზმი დასვენებას ცდილობს წინასწარ მეთქი.
დაღამდა პარასკევი, გვიანობამდე წიგნს ვკითხულობდი, დაძინებას ვაპირებდი უკვე, საპირფარეშოში გავედი და საცვალი სველი მქონდა ოდნავ.
მაინც ვერ ვიჯერებდი და დაველოდე 2 წთ და გამივიდა წინწკლები.
პირველი ემოცია იყო, რომ აუუუ მეშველა, ალილუია , მერე უცბად გამკრა გულში, მოიცა... მშობიარობა მეწყება და ამიჩქარდა გული.
მაგრამ დავიოკე გული და დავმშვიდდი ისევ.
ჩემს ქმარს ეძინა და ფრთხილად შევაღვიძე (წინა დღეებში სხვა რაღაცაზე შევაღვიძე და შეშინებული წამოხტა
წამოხტა უცბად და ზუსტად 2 წთში მზად იყო და ჩანთით კარში იდგა
წავედით სამშობიაროში და ერთ თითზეც არ ვიყავი გახსნილი, ძალიან ოდნავ მქონდა გახსნა, მაგრამ წყალი გამდიოდა. თუმცა წყლებსაც ბევრს არ ვღვრიდი. 3ის ნახევარი იყო ღამის.
ავედით ბლოკში და 1 საათში დამეწყო მოვლითი ტკივილები. 7 საათზე გავიკეთე ანესთეზია. მგონი ყველა ექიმმა გამსინჯა ვინც იყო და არ იყო სმენაში.
ძალიან ნელა იხსნებოდა ყელი, უკვე დავიღალე ემოციურად. მთელი ღამე არ მძინებია თან.
12 ზე მოვიდა გაგუა. აყვანილი მყავდა. ვერც იმან მითხრა საიმედო. ბოლოს დამაჩქარებელი დამიდგეს, მაგრამ მაინც კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ.
გაყუჩებული ვიყავი და ერთადერთი მაწუხებდა ის, რომ ამდენ ხანს იწელებოდა.
ბოლოს ექიმმა აღარ დაიმატო ანესთეზია, თორემ იწვები კიდე დიდხანს ასეო.
კარგი მეთქი, ვიფიქრე რაც არ უნდა იყოს გავუძლებ ცოტახანს ტკივილსთქო და არც აქ ამტოკებია ნერვი
თუმცა,
დამეწყო საშIნელი ტკივილები, ყოველ 1 წუთში მტკივა და 30-40 წთ გრძელდება, მაგრამ ჭინთვები არ მეწყება.
მოვა ექიმი, ექთანი, ბებია ქალი და ა.შ. და ყველა მეკითხება კუჭში გასვლის შეგრძნება არ გაქვსოოო. არ მაქვს ეს შეგრძება და უკვე მგონია აღარასოდეს დასრულდება ეს ჯოჯოხეთი.
ერთი რეზიდენტი მადგა თავზე და დამძახოდა ნუ ყვირი ღრმა სუნთქვით გადაატარე ტკივილიო და ისე მიშლიდა ეს გოგო ნერვებს, გთხოვ გაიწიე მეთქი
ხან გადამქონდა სუნთქვით, მაგრამ ზოგჯერ ვეღარ ვაკონტროლებდი თავს და გავყვიროდი ბოლო ხმაზე, ვიხვეწებოდი ხალხი არ ხართ საკეისრო გამიკეთეთ მეთქი ))
მოკლედ, 2 საათი მტკიოდა. სულ მტკიოდა 2 საათის მანძილზე, მაგრამ ყოველ 1 წთში შეტევითი ტკივილი მოდიოდა და საათს ვუყურებდი 40 წამი როდის გაივლიდა თან გავყვიროდი,
ხან კი ისე ვსუნთქავდი ფილტვები ამომქონდა
ბებიაქალი მეჩხუბებოდა ნუ ყვირი თორემ ბავშვს ჟანგბადი არ მიეწოდებაო, შენს თავზე ფიქრობ თუ ბავშვზეო და ძაან გააზრებულად ვუპასუხე ჩემს თავზე მეთქი ))) მერე მეკითხებოდა გახსოვს ეგ რომ თქვიოოო,
ეგონა უგონოდ ვიყავი,არადა გააზრებულად ვამბობდი. ბავშვი თავს მაინც უშველის და მე ვკვდები მეთქი ვფიქრობდი
ბოლოს ლამის იდაყვამდე შეყო ხელი ექიმმა )) და მიდი გაიჭინთე ვცადოთო და ისეთი იმედი მომეცა ამ სიტყვაზე, ისე გავიჭინთე ლამის 1 გაჭინთვით გავაჩინე
რრამდენიმე წამში დაიძახა ვიწყებთო და ვერ აგიღწერთ ეს რა იყო, სულ რომ უარესი ჯოჯოხეთი იყოს, დასასრულისკენ მივდივარ მეთქი და აღარაფერი მადარდებდა, თუნდაც უარესი მელოდებოდესთქო.
ჭინთვები მაინც დიდად არ მიგრძვნია, ოდნავ ყრუდ ვგრძნობდი, თან ექიმი ხელით მეხმარებოდა, მეორე ექიმი ჩემს მუცელზე ხტუნავდა ))
ჭინთვებიდან მაქსიმუმ 15 წუთში გავაჩინე
2,360 დაიბადა. 16 საათი ვიყავი ბლოკში.
ჩემი რძალი მესწრებოდა და რომ დარეკა დაიბადაო, მაშინ მივხვდი რომ მართლა მეშველა.
იმწუთას ის გავიფიქრე მეორეს აღარ გავაჩენ ან საკეისროთი გავაჩენ მეთქი. მაგრამ თურმე მართლა ასე ყოფილა, უკვე მავიწყდება ის ტკივილი.
მეგონა წლების მერეც არ დამავიწყდებოდა.
პირველ 2 დღეს ვერ აღვიქვამდი ბავშვის მიმართ სიყვარულს, ძალიან პატარა რომ იყო უფრო მეცოდებოდა და ამის გამო ვუვლიდი
მაგრამ უკვე ისე მიყვარს ჩემი უბუმბულო ბარტყი, რომ ძინავს მინდა სულ გულზე მეწვინოს <3
სამშობიაროს რაც შეეხება:
გაგუაშI ვიმშობიარე,
პალატაში მაქცევდნენ ყურადღებას ძალიან, და არამარტო მე. ყველა სმენაში არაჩვეულებრივი ექთნები იყვნენ,
კვებაც ძალიან კარგი. ნუ მე მყოფნიდა და ჩემთან ერთად ვინც იყო პალატაში მას არ ყოფნიდა
დაძახების გარეშეც შემოდიოდნენ და გვკითხულობდნენ. ღამეც რამდენჯერმე შემოდიოდნენ რომ ბავშვი ენახათ.
კმაყოფილი ვარ ძალიან. გული დამწყდა რომ წამოვედი იმდენად კომფორტულად ვიყავი ))
2 ადგილიანში ვიწექი, გამოწერის წინა დღეს მარტო დავრჩი და საერთოდ სამოთხეში ვიყავი ))
თუმცა ძალიან კარგი გოგო შემხვდა და არც ის მიშლიდა ხელს

პ.ს.
ვინც მალე ელოდებით და ნერვიულობთ,
უფრო გვეშინია მშობიარობის, ვიდრე რეალურადაა.
ტკივილი ძლიერია, მაგრამ არავინ კვდება ამ ტკივილით, ატანადია და დასრულებადი.
მოუსმინეთ ექიმს, პანიკა არ დაგეწყოთ და ყველაფერი ისე გაივლის ტკბილ მოგონებად დაგრჩებათ
This post has been edited by just smile19 on 26 Aug 2017, 21:20
Don't just fly, soar...