...აი დადგა , ჩემი მეორე მოგონების დაწერის დროც. სახალისო რამდენადაა არვიცი , მაგრამ ერთ თემაში ჩემი მშობიარობის ორი მოგონებაა. ის პირველი , ძალიან არ მიყვარს , რამდენჯერაც წავიკითხავ , იმდენი ვტირი და ის საშინელი წუთები მახსენდება , ლილეს დაბადებიდან რამდენიმე საათში თავს რომ , დაგვატყდა გამოუცდელ მშობლებს.
ორსულობა რათქმაუნდა არასასურველი იყო. დაუგეგმავი , ჯერ ნამდვილად არ ვიყავი მზად , ორი შვილისთვის. იმდენად დიდი შოკი იყო , სიხარული ნამდვილად არ მიგრძვნია. დიდი წვლილი მიუძღვით აქ გოგოებს ,ელენეს დაბადებაში. ვინც მიცნობს იცის , ძალიან ემოციური და საშინლად სენტიმენტალური ვარ. არასდროს , არავინ გამილანძღავს აბორტის გამო , მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან ცუდი საქციელია.თუმცა , ვფიქრობდი მაინც გაჩენა არ გაჩენაზე. (რასაც უკვე ვნანობ, ელენესნაირი სილამაზე , სისათუთე ნამდვილად უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებას!)
საშინელი ორსულობა მაქვს , ზოგადად რა ცვლილება ხდება ორგანიზმში არვიცი , ორსულობა მიდის ცხრა თვიანი ტოქსიკოზით. ლილეზე , ისეთი დღეები გავიარე , სულ კითხვის ნიშანი იყო შევინარჩუებდი თუ არა ბავშვს და ალბათ ლილეს პათოლოგიები , მაგის ბრალიც იყო ,სამი თვე გადასხმებით რომ მასულდგმულებდნენ. აქედან გამომდინარე , ელენეზე მთელი ორსულობა , შიშსა და ცრემლებში გავატარე. რამდენჯერ , ღამე საშინელებები დამსიზმრებია ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი რომ ელენე , ჯანმრთელი ვერ დაიბადებოდა. თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა და დაიწყო !
ცოტა შორიდან , დავიწყებ.
შიშები რათქმაუნდა არ გამართლა , ტოქსიკოზი იყო ისევ ცხრათვიანი მაგრამ მართვადი. წამლებსაც ვიღებდი და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა წონაც მხოლოდ 10 კილო მოვიმატე. საკეისროს დაგეგმვა მინდოდა 5 ივლისს. მაგრამ ნოდარმა 3 ში დავგეგმოთო, რომ არ დაგეწყოსო. (არ უნდა დამეჯერებინა, ძალიან მინდოდა ლილეს და ელენეს დაბადების რიცხვი ერთნაირი ყოფილიყო.) მშობიარობა ჰერაში მქონდა გადაწყვეტილი, თუნდაც იმიტომ რომ ბავშვთა რეანიმაცია აქვთ და მე ამისთვის ვემზადებოდი.დადგა სამი რიცხვი, გავემზადეთ წავედით. ლილეზე "ბარგი" ორი თვით ადრე ჩავალაგე ,ელენეზე ორი დღით ადრე , ძლივს მოვაბი თავი რომ ჩამელაგებინა. მანქანაში , სულ ცრემლებს ვყლაპავდი , არასდროს დამიტოვებია ლილე ერთი დღითაც კი. ჩავედით და ლილეს ეძინა , ვერ გავაღვიძებდი.ვერც კი ვაკოცე, ისე მეტირებოდა ლიფთში ცრემლებს ვიწმენდდი , ავედით და მალევე შემიყვანეს , ჩამაცვეს ერთჯერადი ხალათი და ჩუსტები. გამიყვანეს ინტენსიურში. ნოდარიმა დამხედა და წავიდა. იქ უკვე ისე ვტიროდი , მხრები მიცახცახებდა. ყველაფრის გამო ლილე, ელენეს რომ ჯანმრთელი არ იქნებოდა და არვიცი ვტიროდი , დავისიე თვალები.
ექთანი შემოვიდა და რაღაც მკითხა , თავი რომ ავწიე გული შეუწუხდა ისე მქონდა დასიებული თვალები.მოვიდა და ისე თბილად მესაუბრა დამამშვიდა , ტირილი შევწყვიტე და მხოლოდ კარგზე დავიწყე ფიქრი. გარეთ ამალა მელოდებოდა , თუმცა ვერ ვხვდები ამალის გარეთ დგომის "მუღამს " და მომკალით. ტყუილად წვალობს ამდენი ხალხი , გადის გამოდის , ბოლთას სცემს და რეალურად შენ ეს მაგრად არ გაღელვებს.ჩემთან ერთად პალატაში ორი გოგო იყო, ერთერთი ლევან შერმადინის ცოლი, ტყუპებს ელოდა. საკმაოდ კარგი საუბარი გავმართეთ ვიცინეთ კიდეც მღელვარებამ გადაირია. პირველ საათზე უკვე ჩემი მომზადება დაიწყეს.ჩემ ქმარს,ელენე უნდ დაეწვინა გულზე და შემოვიდა , კოცნით გამაცილა მაგრად ჩამიკრა გულში და ნერვიულობაც უცებ გაქრა.
შევედით ბლოკში და მართალი გითხრათ ძალიან ძალიან მეშინოდა გაუტკივარების. დამაწყებინა კანალი . კბილს კბილზე მარტყმევინებდა. ქეთიმ ,ჩამიტარა ,მოკლე ინსტრუქტაჟი და შეუდგა თავის საქმეს. ნემსი ვიგრძენი და მეტკინა , მაგრამ არ გავნძრეულვარ , ისე მეშინოდა გაშეშებული ვიყავი , თოფს მესროდა მეგონა.
ამასობაში დამაწვინეს კიდეც და სულ მალე ოპერაცია დაიწყო, ძალიან ცუდად გავხდი გულს ვეღარ ვგრძნობდი , თვალები მიტრიალდებოდა უკან და პირი ისე გამიშრა ნერწყვს ვერ ვყლაპავდი. უცებ , დაიწყეს წინ და უკან სიარული და ჩამძახოდნენ , მირტყამდნენ , მე სადღაც ძალიან შორს მესმოდა ქეთის ხმა, თინათინ .. თინათინ .. ასე გავიდა ალბათ რამდენიმე წამი , თუმცა ჩემთვის წამი ძალიან გრძელი აღმოჩნდა. რაღაც პროცედურების შემდეგ , მოვბრუნდი.
ისე , მეშინოდა მეგონა დანას რომ დამისმევდნენ ვიგრძნობდი და ნოდარს ვუთხარი გეხვეწებით გამაფრთხილეთ გაჭრისას თორე , შევხტები მეთქი

ნოდარმაც დამცინა : ვერ გაგაფრთხილეო , უკვე გაგჭერი და მეორედ რომ მოხვალ გაგაფრთხილებო

მთელი ოპერაცია ბურუსი მედგა , ჩამეძინა კიდეც და მაღვიძებდნნენ , სულ მალე ჯაჯგური ვიგრძენი , ასე მეგონა მიმათრევდნენ , მექაჩებოდნენ და სანატრელი ტირილიც შემომესმა, დაიბადა დაიბადაო ვიღაცამ თქვა , ნახე ბიჭო რამხელააო. იმ წამსვე ის ვიკითხე ხომ კარგადაა , ჯანმრთელია ??? კი ჯანმრთელია აბა ავად რატომ უნდა იყოსო! სულ მალე შემომიყვანეს , ისეთი ბუთქუნა ისეთი უსუსური. დავინახე თუარა ცრემლები წამომცვივდა, მართლა დაუვიწყარი იყო , მის ლოყაზე შეხება, თოვლის ფიფქივით დამადნა <3 ისე გავდა ლილეს ისე გავდა , ასე მეგონა მეორე ლილეს დაბადება იყო. 3.950 დაიბადა 38 კვირაზე, სიგრძით 52 სმ. უცებ წაიყვანეს , შემდეგ და დათოს გაუყვანეს , გულზე დასაწვენად. ისეთი სასაცილო ფოტოები გადაიღო დათომ , თაგვისფერი ადევს , შეშლილია ფოტოებში. ისეთი , შიში ვიგრძენი, ჩემი გულისცემა ყურებში მესმოდაო.თავს , ამოძრავებდა იმანჭებოდა და ვერ გავუძელი , დავუძახე მიშველეთ ბავშვს რაღაც სჭირსო.
შემდეგ , გამომიყვანეს პალატიდან და დერეფანში დათოცა დამხვდა, ორივეს გვეტირებოდა. საშინელი სანახავი იყო , საკუთარი ფეხები როგორ მიმიყარ მომიყარეს , დათოც მოიხმარეს რომ საწოლზე გადავეყვანე. შემდეგ იყო საშინელი , სიცივე ისე მაკანკალებდა , ნიკაპი ხელით მეჭირა, როგორც კი ტკივილი ვიგრძენი ეგრევე , გავაკეთებინე გამაყუჩებელი. სულ 7 ჯერ დამჭირდა ,მტკიოდა ძალიან.გადამიყვანეს ოთხ კაციან პალატაში რომელშიც ორნი ვიყავით.
სიმართლე რომ ვთქვა ,დიდი მოთხოვნები არ მქონია , ყველფერი ნორმალურად იყო პალატაში. სისუფთავე , იყო რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. კვებას რაც შეეხება , ყველაფერს ვჭამდი

სახლში არაფრით არ შევჭამ გერკულესის ფაფას იქ ვჭამდი. ჩემი ბუთქუნა გოგო გამომყავდა , მიყავდათ აჭმევდნენ და ისევ გამომყავდა. ეძინა სულ , გუდასავით იყო. ერთმა , ექთანმა ისე გამიკეთა გამაყუჩებელი დღესაც ვერ ვგრძნობ , ბარძაყს.
მეორე დღესვზე ავდექი და გავიარე , ისე კარგად რომ ჩემი თავის გამიკვირდა , ვდგებოდი მერე უკვე ჩემით და დავდიოდი.საკეისროს ქამარი მეკეთა მაგრამ ძილის დროს ვიხსნიდი, მესამე დღეს ჩამეძინა ამ ქამრით და გავიღვიძე ჯოჯოხეთური ტკივილით, ისე გამიღიზიანა ნაკერი , მეტირებოდა. ის ღამე იყო უფრო მძიმე ვიდრე პირველი ღამე. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა ისევ და ვკვნესოი , ძილიდანაც ვერ გამოვდიოდი. უცებ , ვიღაც მოვიდა და მკითხა შვილო რა გჭირდება რა მოგიტანო , ვის დავუძახოო? მუცელზე ვიწექი და ბეჭებზე ისეთი თბილი ხელი დამისვა , გეფიცებით ეხლაც მეტირება. ასე მეგონა დედაჩემი , ჩამოვიდა ცხრა მთასა და ცხრა ზღვის იქიდან და ხელს მისმევდა , ტკივილს მიმსუბუქებდა. ეს , უბრალოდ მეორე გოგოს , დედა იყო
დილას რომ მოვიდა სანახავად , ცრემლები წამსკდა და ისე მოვუხდე მადლობა , დედაჩემის სითბო მომიტანეთ მეთქი. ლილეს მესენჯერში ვუყურებდი უხმოდ. გაყვანის დღე დადგა , გიჟს ვგავდი სიხარულით, მაკიაჟიც კი გავიკეთე ჩავიცვი , ელენეს ულამაზესი შარვალ_კოსტუმი ჩავაცვი

(არ მიყვარს ფოფოდია კაბები ) ჩავსვი ქარსითში და მოვრბოდი უკვე , მივედი კართან და ამდენი დღე თავში ნატრიალებ სიუჟეტზე ვფიქრობ , თუ როგორ გამომიშვერს ლილე ხელებს და დედა დამიძახებს

)) გავაღე კარი გავედი და ლილე დავუძახე : ლილემ , თვალი ამარიდა და მამას მიეკრა მთელი ძალით. ვერ ავღწერ რა დამემართა:ჩემი სხეულის ყველაზე დიდი ტკივილი ,რაც 2015 წლის 5 ნოემბერს განვიცადე ,ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ლილეს დაბადების სახით. მას მერე ასეთი ტკივილი არ განმეცადა, ლილე რომ არ მომეკარა , რაღაც ჩამწყდა , ისე ამეტირა ბღავილი მინდოდა , იმედგაცრუებისგან თუ არვიცი რისგან , ხალხი მეკითხებოდა რამოხდა რა მოხდა , გაქცევა მინდოდა უბრალოდ და დათოს ვუთხარი ჩქარა წავიდეთ მეთქი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ხერხემალზე დამიარა რაღაც საშინელმა , არვიცი რა ვუწოდო, დათო წინ მიდის და მე ჩამიკეცე ისე რომ დაძახება ვერ მოვასწარი და დავიწყე კივილი ვაი , ვაი ვაი რაღაც , მჭრიდა ხერხემალში , დამეხვია ეს ამდენი ხალხი , წამივიდა გული და ისევ რტყმა ძახილმა გამომაფხიზლა. ვიღაცამ თვქვა ჩქარა , ექიმი ექიმიო. ექიმი რომ გავიგე , წამოვხტი და დათოს ვუთხარი ჩქარა წავედით უკან არ შემაბრუნონ თქო, რასაც ქვია გამოვიქეცი.მთელი ორი კვირა ხმამაღლა ვტიროდი , როცა მარტო ვრჩებოდი. ლილეს ის რეაქცია , ვერაფრით მოვინელე. გული მესერებოდა , როცა რაღაცაზე ბაბის ეძახდა და დედას აღარ. პოსტსამშობიარო მინიმუმ ორი თვე მქონდა გამძვინვარებული, ცოტა დავწყნარდი ეხლა.
ელენეს სიყვარულიც , ისე მალე მოვიდა და დამიპყრო. ვერ წარმომედგინა ორი ადამიანი ზუსტად ერთნაირად , როგორ უნდა მყვარებოდა.
ბედნიერი დედა ვარ !
მართალია აქვს პაწია პრობლემები ელენესაც მაგრამ , დავძლევთ. წლის და ათი თვის წინ, ლილე რომ დაიბადა მეგონა ჩემი ბედნიერი ცხოვრება დასრულდა მაგრამ არ გავიწირე იბრძოლა . თუნდაც იმისთვის რომ ახლა ერბინა , ეცეკვა , ემღერა <3 ელენეც მაგარი გოგო იქნება !
პ.ს თავიდან რომ ვიყო სამშობიარო , ისევ ჰერას ავირჩევდა ისევ ნოდარს ,იმის მიუხედავად რომ ცოტა მეტი ყურადღება არ აწყენდათ პაციენტებს მისი მხრიდან! ბავშვი რომ დაიბადა არ გავიდა გარეთ და არ უთხრა მომლოდინეებს რომ დაიბადა და ჯანმრთელია, დააწყდათ თვალები ისე ინერვიულეს ჩემებმა!
ათბალიანიდა 7 ქულა ჰერას!
ყველა მომოვალ დედას , საუკეთესო ტკბილი და გემრიელი მოგონებების წერას გისურვებთ!
[/img]

[/IMG]