აი დადგა ჩემი მოგონების დროც. მთელი ორსულობა ტოქსიკოზი მქონდა, მერე პლაცენტის ნაადრევი მომწიფება , ნაადრევის რისკი ბავშვი ჯდომით მოკლედ მთელი ბუკეტიი.. ძალიან პანიკიორი და ემოციური ვარ, ძაალიან ძაალიან მეშინოდა მშობიარობის.. საკეისრო რომ გადაწყდა გამიხარდაა.. 4 ნოემბერს დილით ცოტა წყლები გამომივიდაა..ექიმს დავურეკეთ და მოდით ვნახავ რა ხდებაო.მივედით გამსინჯეს 1 თითზე ვიყავი გახსნილი, ბავშვი ძალიან სუსტიაა და ჯობია ჯერ კიდე არ გაჩნდესო.
წყლები ჩამომივიდა თქო ცოტა.. გავახსენე და არაფერი გეტყობა წყლების დაღვრისოო, ეტყობა შარდი გაგეპარაოო.. ამაზე სულ გავგიჟდი მეთქი სხვა შეგრძნება იყოო თქო. მერე შემიყვანეს ეხოზე და საკმარისია წყლები რას იგონებოოო... ეს რას იგონებ იმდენად მეწყინა ცრემლები მომაწვა .. ხმა ვერ ამოვიღე. მოკლედ გამომიშვეს უკან 8 ში მოდიო . 6 ში იგივე გამეორდა წყლები გამომივიდა ცოტაა .. 7 ში დილით ქმარი გავაცილე სამსახურში.. ცოტა წავუტირე ხვალინდელი დღის მეშინია თქოო. ცოტახანში ჩემი ქმარი მირეკავს ექიმს დავურეკეე და ეხლა არ დაპანიკდე ნელნელა მოემზადე მეც მოვდივარ და დღეს უნდა მივიდეთო. ამიტანა კანკალმა, სულ ტირილით დავიწყე მომზადებაა, ხელები მიკანკალებდაა... მოკლედ მივედითთ ჩაჩავაში გამსინჯეს წყლები შეამოწმეს და ხვალამდე არღირს დაცდა ვტოვებთო. აი მანდ ამვარდა კანკალი ცახცახი, ისე ვტიროდი ვერ ვწყნარდებოდი, ჩემ ქმარს მივეკარიი სახლში მინდა თქოო .. დასწრებაზე უარი მითხრეს დაემშვიდობეთოო, ფეხები ჩამიბუჟდაა მაგრა ჩავეკარიი და ასე ტირილით დაგვაშორეს ერთმანეთს.
რაღაც ოთახში შემიყვანეს გამოიცვალეო , თავისი ხალათი ჩამაცვესს.. მაგ დღეს უამრავი ხალხი იყოო ყველა პალატა გადატენილი, ამიტომ შემიყვანეს პალატაში სადაც უკვე ყველას პაწკუნა ყავდა გაჩენილი, აქ დაელოდეო.
მეთქი გოგოებო რა ბედნიერები ხართ უკვე მოცილებული ოპერაციაა..ნეტა თქვენს ადგილზე ვიყო თქო. დამიწყეს დაწყნარება მოყოლა რა მელოდებოდააა და ცოტა თითქოს გადამიარააა.. მაგრამ უცებ იღება კარები შემომაკთხეს ეტლით აბა წავედითო და მანდ დაიწყო მეორე ტალღა შიშის.
შევედით საოპერცოში გული ისე მიცემდა , მეგონა გულის შეტევით დავეცემოდიიი ( ჩემზე მშიშარა მგონი არავინ არსებობს ) ჩამიყენეს ხელში კათეტერი, დამიდგეს გადასხმები. მოვიდა ანესთეზიოლოგიი, და უცებ ამივარდა ისეთი კანკალი ვერცერთ უჯრედს ვერ ვიმორჩილებდიი, მერე მაგის შემეშინდა ასე რომ მაკანკალებს ნემსი სხვაგან არ მოუხვდეს თქო. ვკითხე კიდევაც რო აგიცდეთ ხელი კანკალის გამოოო და ნუ ნერვიულობ მოდუნდიოო..ყველაფერს აგიხსნი ნაბიჯ ნაბიჯო. წინასწარ მეუბნებოდა ეხლა რის გაკეთებას აპირებდა. მოკლედ აცახცახებულსაც მშვენივრად გამიკეთეს ნემსი.. ისე რომ საერთოდ ვერ ვიგრძენი ვერაფერი, საერთოდ. დამაწვინეს მაგიდაზე, წინასწარ მეუბნებიან რას ვიგრძნობ და მართლა წამი წამში შეგრძნებები მოდიოდა. ყველაზე ცუდი შეგრძნებაა ეს გაბუჟება თითქოს გრძნობ რომ ფეხები სასტიკად დაგიბუჟდა გინდა გაამოძრაო მაგრამ ვერაა. გონია რომ 9 ზომით დიდი ფეხი გაქ. მერე წინ ჩამომაფარეს, გული ისე მიდუგდუგებდა, მონიტორს ვუყურებდი ჩემ წნევას ვაკონტროლებდი..

)) ჯერ არ დაგვიწყია ნუ გეშიიაო მითხრეს .. და უცებ ვგრძნობ რომ მუცელი მიჯაღჯაყებსს.. ვაიმე ვგრძნობ რაღაცას თქო და იგრძნობ ეხლა შენი შვილი ამოვაო.. ეს სიტყვები დაასრულა და უცებ ტირილის ხმა გავიგეე.. ეგრევე ცრემლები წამსკდაა ხო კარაგდ არის თქო კი კიოოო... არ დამინახავს სისხლიან ჩალურჯებული როგორც ბევრისგან მსმენია. არადა მეგონა იმ წამსვე დამანახებდნენ. 2 3 წუთში მომიყვანეს უკვე სუფთა ლოყაზე მომადესს.. თბილიიი საოცრად ნაზიი არსებაა.. ისეთი სლუკუნი დავიწყე ვერ ვჩერდებოდი. ჩემებმა იციან თქო და კიი ეგრევე დავრეკეთოო..წაიყვანეს მერე ჩემი ცუცქნა.. მე წავედი ფიქრებში წარმოვიდგინე ჩემების სახეე როგორ ურეკავენ ატყობინებენ რომ გაჩნდა უკვე ჩვენი ბიჭიი.. საოცრად მომინდა დამენახა მამიკოს სახეე მაგ მომენტში.. იქ მინდოდა ვყოფილიყავიიი..
ამ ფიქრებში წასულიი უცებ ვგრძნობ რომ ცუდად ვარრრ... ნერწყვს ჩაყლაპვა მინდოდა და ნერვიულობისგან ისე გამომიშრა ყლუუპპ ვერ ვქენიი.. მე კიდე შიშისგან მეგონა რომ სუნთქვა გავაჩერეე.. მგონი ცუდად ვარ თქო ამოვისლუკუნეეე და 9 კაცი მომვარდა ეგრევე რა გჭირსოო ვერ ვსუნთქავ თქოო. ეგ ემოციების ბრალიაოო ნახე შენი მონიტორი ნორმაა ყველაფერიოო და მერე დავწყნარდი : ))) მალევე მორჩა ოპერაციაა.. გადამიყვანეს ბლოკში. სადაც 2 საათი უნდა ვყოფილიყავი. ცოტახანში ისევ კანკალი ამივარდა .. არადა არც მციოდა და უკვე არც ვნერვიულობდი. გრელკები დამადესს მეთქი არ მცივა და რათ მინდა თქო. ეგ შენ გონია რომ არ გცივააო და მართლა რომ დამადეს ისე მესიამოვნა მოვდუნდი მთლიანად.2 საათი ვიწექი ასეე და დადგა პალატაში გადაყვანის დროც.. დერეფანში ჩემი ქმარი დამხვდა , საოცრად ბედნიერიი განათებულიი.. ეგრევე გული ამიჩუყდა რომ დავინახეე.. მომეხვია და იცი როგორ მომენატრე თქოო ავცრემლდიი.. ექთნებმა დამცინეს რათქმაუნდაა... ხოო დიდიხანია არ გინახავსოო მე კიდე იმ მომეტში ყველაზე მეტად მინდოდა გვერდით მყოლოდა. ჩვენი შვილის ვიდეობი მანახაა ისეთი სასაცილო იყოოო <3 <3 რამოდენიმე წუთი ვიყავით ასეე.. მერე პალატაში შეყვანის დროააო ისევ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მგრძნობელობა სადღაც 2 .3 საათში დამიბრუნდა სრულად არაფერი მტკიოდაა... ოდნავ წიწკვნას როცა იგრძობ ეგრევე გამაყუჩებელი მოითხოვეო გამაფრთხილეს.. ასეც მოვიქეციი ეგრევე გაავიყუჩე და ტკივილი არ მიგრძვნია. ერთადერთი გულის რევის შეგრძნება მქონდა მაგ ღამეს. რამოდენიმე საათში უკვე ამაყენეს, წავიკითხე რომ რაც უფრო მალე ადგები უფრო ადვილია რეაბილიტაციაო. უცებ წამოვფრინდიი ყოჩაღო შემაქეს. ბავშვი დილით ადრევე მომიყვანეს და იიმის მერე სულ ჩემთან იყო.
ყველაზე საშინელება იქ გატარებული 5 ღამე იყოო, ფსიქოლოგიურად გამიჭირდა ძაალიან. მეტირებოდა ღამე სახლში მინდოდა ძააალიან. ჩემი ტკბილი ბიჭი რომ არაა მართლა გავგიჟდებოდიი. სულ მიკვირდა და გაზვიადებულიც კი მეგონა რომ ამბობდნენ ეს ისეთი გრძნობაა სიტყვებით ვერ გამოხატავოო, მაგრამ მართლა ეგრე ყოფილაა.. ჩნდება პატარა პოზიტივის და სიყვარულის გუნდაა რომელიც პიდაპირი და ირიბი გაგებითაც ყოველდღიურად იზრდება. არ ვაჭარბებ მართლა ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებააა..მიკვირს კიდევაც ამაზე მეტად როგორ უნდა მიყვარდეს თქო .. მაგრამ დილით რომ ვიღვიძებ თურმე შესაძლებელი ყოფილაა. ტკბილი გუნდაა რომელიც მთლიანად ატრიალებს ყველაფერსს. <3 <3 <3