მეც მოგიყვებით ჩემ ისტორიას..
ძალიან აქტიური ორსული ვიყავი, სულ ვბოდიალობდი, არაფერი მეზარებოდა და ბოლოს უზარმაზარი მუცელი რომ მქონდა ვამაყობდი კიდეც საკუთარი თავით როგორი სუპერ გოგო ვიყავი . დიდად არ ვფიქრობდი მშობიარობის ამბებზე და არ ვუღრმავდებოდი, ყველამ ისედაც იცის როგორი ტკივილები აქვს და ამდენ ქალს უმშობიარია "დუნიაზე" და რაღა მე ვერ ვიმშობიარებთქო, ნუ მოკლედ მზად ვიყავი შრომისა და თავდადებისათვის ))) 38 კვირაზე გამსინჯეს (საშინელებაა) - არაფერი, 39ზე არაფერი, 40ზე არაფერი და ასე ვერთობოდით მე და ჩემი ექიმი, 1 თითზეც კი არ ვიყავი გახსნილი. ბავშვი კიდევ იზრდებოდა და იზრდებოდა, ცოტაც და ბაღში მივიყვანდი. 41-ე კვირაში რომ გადავედით ექიმმა ეს 1 კვირაც თუ არაფერი და საკეისროს გაგიკეთებო, ცუდია ბავშვისთვისაც უკვეო.. ძალიან დავიძაბე, არ მინდოდა საკეისრო, თან გაგონილი მქონდა იმუნიტეტი აქვთ სუსტიო საკეისროს ბავშვებსო და ვორჭოფობდი, დაველოდოთთქო რა.. მაგრამ ამიხსნა ჩემმა ქეთი ექიმმა რა გართულებები შეიძლება ქონოდა ჩემ შემთხვევაში მშობიარობის დაჩქარებას და დამითანხმა, ნუ თუ მასე ჯობდა ბავშვისთვისაც და ჩემთვისაც კ ჩორტუ ჩემი თავდადება ))) თან ქმრის დასწრებაც შეიძლება ოპერაციაზეო და გამიხარდა, დაესწრებოდა მშობიარობას, ჩემთან ერთად გაიზიარებდა იმ ემოციებს და არც კივილ-წივილში მოუწევდა ჩემი ყურება )) დავგეგმეთ საკეისროს დღე 27 აგვისტო (28 შეგნებულად არ მინდოდა რადგან არც მარიამის დარქმევას ვაპირებდი და არც ის მინდოდა სრულიად საქართველოს ქეიფის დღეს ჰქონოდა ბავშვს დაბადების დღე)..
მივედით დილას, ტაში ტუში მთელი მოსამზადებელი ამბები და ერთი 3 საათი ისე ვიწექი, ვიდექი, ვიჯექი სანამ საოპერაციოში შემიყვანდნენ.. როგორც იქნა წამაცუხცუხეს საოპერაციოში, მეთქი ურა!! შემომასკუპეს მაგიდაზე, გამიკეთეს სპინალური ისე რომ ვერც კი ვიგრძენი, წამომაწვინეს ბლა ბლა და ვიწყებთოოო.. მეთქი დროზე ჩემ ქმარს დაუძახეთ, შემოიყვანეს, დამისვეს თავთან და დაიწყო.. ნჯღრევა

ასე მეგონა ცოტაც და გადმოვვარდებოდი მაგიდიდან ) ეს ჩემი მსუქურა გოგო უკვე თავით იყო ჩაჭედილი და ძლივს ამოდღლიზეს იქიდან

მოწითალო-მოიასამნისფრო არსება იყო მრგვალი ) იტირა არ ქვია, იჯღავლა ) 2 წამით დამაწვინეს მკერდზე და გაიყვანეს გვერდზე, აწონეს, გაზომეს, ჭიპი... რამდენიმე საათი ვიყავი მშობიარობის შემდგომ ოთახში, არ ვიცი რა ქვია.. ცოტახანში მოიყვანეს ჩემი ბურთიკი აჭამეო. მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე ალბათ ჯამში 5 ბავშვი მყავდა ხელში აყვანილი ისაც 5 წუთით და აჭამეო

მასწავლეს როგორ ვაჭამო და საერთოდ არ იყო არც სასიამოვნო და არც გულისამაჩუყებელი

გადამიყვანეს პალატაში.. გამდიოდა ანესთეზია და საზიზღრად ვიყავი.. მომიყვანეს საჭმელად და წაიყვანეს.. პირველი დღე შედარებით მარტივი იყო და აი მეორე დღეს დაიწყოოო.. ძალიან ძალიან გამოუცდელი და უვიცი ვიყავი ბავშვების ამბავში, ისიც კი არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა რძე, ძალიან გამიჭირდა შეგუება, ადაპტირება და დამუღამება რა და როგორ უნდა მეკეთებინა.. 4 დღე გაატარა ღრიალში ცალკე ჩემმა შვილმა და ცალკე მე.. სახლში მინდოდა რომ ვინმე დამხმარებოდა და ესწავლებინა და ეჩვენებინა.. სანახავად რომ მოდიოდნენ გული მიჩუყდებოდა რომ ისინი წავიდოდნენ და მე კიდევ იქ ვრჩებოდი..ვერავის ველაპარაკებოდი რას ვგრძნობდი, გაფიქრებაზეც კი ისტერიკა მეწყებოდა უკვე.. დღეებს ვითვლიდი და მე-5 დღეს გამწერეს და ნაწილობრივ მეშველა, სახლში მაინც ვიყავი.. აუ ეხლაც ვწერ და მებღავლება
მიუხედავად ყველაფრისა, მაგ ამბებიდან წელიწადნახევარში მე-2 წრეზე წავედი

ამჯერად ბევრად გამოცდილი, მშვიდი და აზრზე მოსული ვიყავი, მაგრამ მაინც არ მიყვარს სამშობიაროში ყოფნა

მეორე დღესვე რომ გიშვებდნენ სახლში იქნებოდა სუპერ
ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის ორსულობა, ყველაზე სახალისო, სასიამოვნო და ლამაზი