... არ მეგონა ასეთი მოგონება თუ მექნებოდა , მაგრამ დავწერ მაინც იქნებ ვინმესთვის მაგალითაად გამოდგეს...
სამი ნოემბრის ღამეს ამტკივდა წელი. ვერც მივხვდი რომ სამშობიარო იყო, რადგან დდ-ც რვა ნოემბერს მქონდა და თან მეგონა რომ წინა საღამოს დაღლა გამომყვა.. გათენდა როგორც იქნა წელის ტკივილი უკვე 15-20 წუთში ერთხელ მქონდა. დავრეკე ჩემ გინეკოლოგთან და წადი სამშობიაროშიო. რუსთავიდან თბილისში უნდა წავსულიყავით , მთელი ორსულობა ვგეგმავდით ემბრიოს, ჩემი ქმარი კი ორჭოფობდა , თბილისამდე ჩასვლა არ გაგიჭირდესო მაგრამ ჯიუტად ემბრიოს გავიძახოდი.
მოკლედ წავედით და გამსინჯეს , საშინელებაა თითით გასინჯვა , მითხრეს რომ ნახევარ თითზე ვიყავი და დამაწვინეს დასაკვირვებლად, კიდევ გამსინჯეს და თითნახევარზე ხარო. აქ დარჩენას აზრი არ აქვს თუ უარესად აგტკივდა , მოხვალო.სპაზმალგონი მითხრა გაიკეთეო და ტკივილს ან მოგიხსნის ან აგატკივებს და მოხვალო. ის ღამე ჩემ მულთან გავატარეთ, მეორე დღეს თითქმის არ მტკიოდა წელი მაგრამ ისევ მივედი და გაცვლა გამოცვლის ბარათი გამომატანეს თუ აგტკივდა წამოიღებო.. წამოვედით სახლში და საღამოს დამეწყო ისევ მოვლითი წელის ტკივილი, (ხო იქ ქალმა მიტხრა მე ორ თითზე გახსნილმა ორი კვირა ვიარეო , ასერომ შეიძლება არც დაგეწყოსო) ჩემმა ქმარმა წამო ავიდეთ , რუსთავის აზოტის სამშობიაროშიო. უბრალოდ გნახონ და თუ რამე წავიდეთ თბილისშიო. მე იმ ქალის სსიტყვები მიტრიალებდა და ვფიქრობდი გამომიშვებდნენ , რადგან მთელი ორსულობა მეგონა მუცელი უნდა ამტკივნოდა და ეს წელი არაფერს მომასწავებდა.
გამსინჯეს მოკლედ აზოტშიც და ორ თითზე ხარო, აღარ წახვიდე ამაღამ შეგხედავთო. ვიტირე არ მინდოდა დარჩენა ვფიქრობდი არ გავიხსნებოდი და მაგიტომ. მოკლედ გათენდა და გამსინჯეს უკვე ორ თით ნახევარზე ვიყავი და ტკივილებმა მაგრად მოიმატა. სამ თითამდე ვიცოდი გაუტკივარება გაკეთდებოდა და ვფიქრობდი უკვე გაკეთებაზე, მაგრამ რომ გამსინჯეს ხელით (ალბათ ოცმა ადამიანმა მაინც გამსინჯა

) უკვე სამ თითე ვიყავი. მაგრამ მითხრეს წესით 12 საათზე შენ ბაიას ჩაიხუტებო.დავიმედდი და ვსუნთქავდი , ვთოკავდი ემოციებს და იმის იმედით ვიყავი რომ მალე ჩემ ბაცუნა გოგოს ჩავეხუტებოდი. სულ მალე ტკივილები უკვე კოშმარს დაემსგავსა, საშინელება გახდა აუტანელი, იწყებოდა წელიდან და ფეხებში ჩადიოდა ისევ ამოდიოდა და ჩადიოდა. უკვე გაუტკივარებას ვყვიროდი მაგრამ , ვერც გამიკეთებდნენ , მე ერთ პოზაში ვერაფრით გავჩერდებოდი. აღარ შეიძლებაო უკვე და მერე უკვე საკეისროს ვყვიროდი.
მოვითხოვე ჩემი ქმარი ამოუშვით თქო , უკვე გაგიჟებული ვიყავი. ამოვიდა და მანდ დაიწყო ყველაზე ცუდი, ისე ავიჭერი დავუწყე ხვეწნა გამიკეთონ საკეისრო სთხოვე ექიმს მეთქი. ისეთ დღეში იყო ოფლი გადასდიოდა და ფერი არ ედო საერთოდ. გავიდა ექიმთან და უტქვამს იმას ცოტაც დაველოდოთ არ მინდა გავჭრა , ფუმფულა გოგოა და გაუჭიუურდებაო.ეს რომ მითხრა , გვბრაზდი და ვუსაყვედურე სენ კარგად არ სთხოვე ტქო. ვინ ჩიოდა ჩემ სიფუმფულეს ორონდ მემშობიარა.ისტერიკა რომ დამეწყო, გაუშვეს ბლოკიდან. მოკლედ ღამის 12ის ნახევრიდან საღამოს 6 საათზე გამოაძვრინეს ჩემი გოგო საკეისრო კვეთით.4,345 გრამი 53 სმ. მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა ორი ექიმი და ბევრი ექთან სანიტარი მეხვია თავზე.არაფრით არ შეიმიზლია რაიმე ცუდი ვთქვა რრომელიმეზე, ძალიან ცდილობდნენ ჩემს დახმარებას.
საკეისროო რომ დაიძახა , ჩემი ქმარიც ამოიყვანეს და უტხრეს ხომ ნახეთ ყველაფერი გავაკეთეტ იმIსთვის რომ ემსობიარა მაგრამ , საშვილოსნო არ გაეხსნა სამთითზე მეტადო.გამაქცუნეს უცებ საოპერაციოში და ვუყურებდი სარკეებს და ვფიქრობდი აი ამ , წამს ამ წამს დავმთავრდებოდა ყველაფერი. ლოყებში რტყმამ გამაღვიზა და მეძახოდნენ სადღაც ძალიან შორიდან. გადამიყვანეს შემდეგ , საკაცეზე ალბათ და გამაგორეს. თვალებს ვახელდი და მეხუჭებოდა , ბავშვი ძლივს ამოვთქვი და მითხრეს რომ კარგად იყო.გგადამიყვანეს ლუქს პალატაში, რომელიც წინასწარ ავირჩიე და კიდევ კარგი რომ ავირჩიე.ჩემი ქმარი ჩემთან რცებოდა და ზალიან მეხმარებოდა ყველაფერში.
მთელი ეს მოკლე დრო ბავშვი მეკერა პირზე, ყველა მეუბნებოდა რომ მალე მომიყვანდნენ,, გავიდა ერთი საათი ალბათ და ჩაძინებულს გამომღვიძებია და მითქვამს რომ ბავსვი ვნახე სიზმარში და ცუდად იყო მეთქი. ჯერ ჩემებმაც არ იცოდნენ რომ ცუდად იყო ჩემი ლილე.. ჟანგბადის უკმარისობა აქვს , სუნთქვის გაჩერება ჰქონდა , სითბოს ვერ ინარჩუნებდა. ძალიან რომ შევჭამე გული მომიყვანეს სულ ორი წუთით, არვიცი იმ წუთას რა ვიგრძენი მაგრამ ბედნიერების შეგრძნებას გავდა.. ოღონდ ათჯერ ძლიერად ვიდრე აქამდე განმიცდია. ვერც მოვეფერე ნორმალურად , სულ ოდნავ. მოიჯღანა რაღაცნაირად დათოს ვუთხარი ნახე რა პატარაა ტირილი არ იცის თქო.თურმე საერთოდ ვერ ტირის, წაიყვანა და ჩემი გულიც გაყვა.. დათო გაუყვანიათ ღამე და უტქვამთ ეს ყველაფერი, ისე ვინერვიულე მეგონა დავეცემოდი და რაფას მოვეჭიდეო. მეორე დილას ძალიან მსუბუქად მიტხრეს ბავსვის გადაყვანა რომ იყო საჭირო. ვინერვიულე ძალიან , ვინერვიულე მაგრამ რა შემეძლო გამოკეტილი ველოდი , დათოსგან გამოგზავნილ ფოტოებს და ასე ვიკლავდი ჩემი შვილის სიუყვარულს. ეხლა ის განსხვავებაა რომ დღეში ერთხელ მისვლა შემიძლიადა ნახვა.
საბედნიეროდ სიტუაცია შეგვიმსუბუქდა და ეხლა აღარც ჟანგბადი უკეთია , სუნთქავს თვითონ მაგრამ .. ვაი მაგ სუნთქვას..;
მივალ და შევყურებ , ისე რომ ნორმალურად შეხებაც არ შემიძლია.არავის ვუსურვებ იმას რასაც განვიცდი. არც ის ვიცი როდის გამოვიყვან სახლში.. საშინლად ვგრძნობ თავს და სულ მინდა გაუცერებლად ვიტირო. ვიცოდი ჩემი ცხრა თვიანი ტოქსიკოზი ისე არ ჩაივლიდა, მერე ასეთი საშინელი მშობიარობა.დასტრესილია ჩემი პატარა გოგო, მთელი ცხრა თვე ფერებაში მყავდა მაგრამ მაინც ვერ მოვუფრთხილდი. ყოველ მისვლა და წამოსვლაზე გულ მოგლეჯილი მოვდივარ და ჩუმად ვეფერები მის პატარა ტანსაცმელს.არვიცი ყველაფერს მივცემდი ოღონდ ჩემთან იყოს და კარგად იყოს..
ჩემი მოგონება სხვებისას ალბათ არ გავს და ღმერთს ვთხოვ , ბოლო ვიყო ვინც ამ სიტყვებს და სტრიქონებს ვწერ.ყველას ვუსურვებ სულ ბედნიერი ამბები ეპოსტოთ.. ველოდები არვიცი სადამდე მაგრამ ველოდები , როდის ჩავიხუტებ და აღარასდროს გავუშვებ ჩემ ანგელოზს. ჩემ პატარა ლილეს...
რაც შეეხება სამშობიაროს, მომეწონა კოლექტივი , ყოველ შემთხვევაში ჩემთან , ძალიან ყურადღებით იქცეოდნენ და სისუფთავე იყო ძალიან..ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან და თან სულ ახალგაზრდა , ექთნებ ექიმები.ამის მიუხედავად მაინც ვიდანაშაულებ თავს აქ არ უნდა დავრჩენილიყავი თქო, იქნებ ემბრიოში სხვანაირად ყოფილიყო თქო. ვიცი ესეც სისულელეა რაც მოსახდენი იყო მოხდა.. ლუქს პალატა იყო ჩემ შემთხვევაში ხსნა, ჩემები სულ ჩემთან იყვნენ და დრო გადიოდა. ალბათ ჩვეულებრივ პალატაში რომ ვყოფილიყავი და იმათი შვილებისთვის მეყურებინა , ესე ცარიელს,ნამდვილად ინფარქტი მომივიდოდა.
ესააა რისი დაწერაც შევძელი, ცოტა ვიბღავლე და გულზეც მომეშვა.(((