მოკლედ მოვიდა ჩემი მოგონებების დროც...
აგერ უკვე ჩემი შვილი 2 თვის არის.. რას წარმოვიდგენდი 10 წლის მერე ამაზე თუ მომიწევდა ლაპარაკი,მაგრამ ალბათ წარმომედგინა კიდეც რახან აქამდე მოვედი..
ჩემი წარმოსახვა, ოცნებები, სიზმრები სადაც ვმშობიარობდი და შვილს არ მაჩვენებდნენ, მართმევდნენ,მეღვიძებოდა და ბალიში სველი იყო ხოლმე, ისე ვტიროდი ძილში როგორც რეალობაში : )) ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და აგერ უკვე მეც დედაააააა ვარ დედა..
მეგობრული შეკრებები სადაც ლაპარაკი იყო ხოლმე შვილებზე, კვებაზე ჩაცმაზე ბაღზე.საათობით გრძელდებოდა იმაზე ლაპარაკი შვილი რა ტკბილია რომ მეორეს გეგმავს უკვე და როცა მოუნდება გააჩენს, ვიღაც მესამეზე ფიქრობდა და ა.შ. მეკიდე ვიჯექი პირი იღიმოდა და სხეული ტიროდა ხოლმე,ამის მერე მოდიოდა ჩემი სიზმრები და კოშმარი ღამეები..არ ვიცი რატო მარა არასრულფასოვნების განცდა მქონდა როგორც ქალს ხოლმე..
ასე გავატარე 9 წელი,ნერვიულობაში უიმედობაში იმედდთან ერთად,

)მქონდა საშინელი ნერვოზი 20 წლისას, იმის მაგივრად გამეხარა ქმართან ერთად,საშინელი შიშები გამიჩნდა, გარეთ ვერ გავდიოდი,პარკით დამქონდა წამლები,ხან სად ვიკეცებოდი ხან სად.სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა ჩემ სახლში,მოკლედ პატარა ვიყავი და ფსიქიკა ვერ მოერია ამდენ ექიმებს წამლებს და იმედგაცრუებას..
და ბოლოს გადაწყვეტილება ინვიტროსი, ჩემი ქეთი ოსიძე,ჩემი ღმერთია დედამიწაძე.. იმას აღარ მოვყვები რამდენი ვიმკურნალე უამრავიიი,არ ამომისუნთქია, გავბრაზდებოდი აღარ წავალ აღარსად თქო მარა 1 თვე და ისევ ექიმთან გავრბოდი,დროს რატომ ვკარგავ თქო.მოკლედ პირველივე ინვიტრო გამომივიდა,ხეგეს პასუხი რომ ვნახე იმის მერე დაიწყო ახალი ცხოვრება,ბედნიერი მარა თან უამრავი ფიქრებით, მეგონა სულ ბოლომდე ვერ მივიდოდი, მომშორდებოდა, ან მე მოვკვდებოდი და შვილი ვის დარჩებოდა,ვერ მოვეფერებოდ, ბევრს გემახსოვრებათ ჩემი წუწუნი :დ ამდენი იმედ გაცრუების მერე ვერ წარმომედგინა რამე კარგი...
მოკლედ 9 თვეში დამეწყო წნევები,და მომიცია ვადაზე ადრე გაჩენა... ყველანაირი ნერვიულობა უკან დამრჩა სოსომ რომ მითხრა რჩები უნდა გაგიკეთო საკეისროვო...ერთი სული მქონდა შევეყვანე, აღარც სიკვდილი მახსოვდა და აღარც არაფერი ოღონს ჩემი ბიჭი ყოფილიყო კარგად..
ოპერაციაზეც ჩემ რიგზე ადრე შევედი,მოკლედ ვერც გავიაზრე ისე მომილოცა სოსომ ვაჟი გეყოლა გილოცავოო... ექთანმა მომიყვანა გაბუშტული ლოყები ქონდა . ისე ვკოცნიდი თითქოს აი იმ სიზმარში რომ იყო რო უნდა წაერთმიათ და მოსწრებაზე ვიყავი,რატო არ ტირის თქო ეს ვიკითხე მარტო და აატირეს,ჩემი ცქნაფო, ჩემი სული და გულია ეს ბიჭი..
დღემდე არ მჯერა რომ ეს ჩემი შვილია,მე გავაჩინე დედა ვარ და იმაზე რაზეც ვოცნებობდი რეალობაააა, ჩემ ქმარს ვეუბნები ხოლმმე მეშინია არ გავგიჟდე თქო, სიხარულისგან და სიყვარულისგან თქოო,.......
მშობიარობის მოგონებებზე მეტი გამომივიდა მაგრამ თუ ვინმე წაიკითხავს ვინ ჩემნაირად ბევრს წვალობს აუცილებლად გამოგივააა,და რღირს კიდეც ამისთვის..
მე ვიძახი რომ 1 წელია გავთხოვდი და არა 10.ცხოვრება ეხლა დაიწყო

) მპუუაა ყველას <3