მივაძინე ჩემი ბოკვერი... მოკლედ რომ მოვყვე ჩემი ისტოირა: გავთხოვდი 34 წლის ასაკში და ასაკიდან გამომდინარე მეც და ჩემი ქმარიც წავედით ეგრევე გამოკვლევებზე, ჩვენი პრობლემა ის იყო რომ რეალურად პრობლემა არცერთ ანალიზში არ ყოფილა. წელიწად ნახევარში ორჯერ გავიკეთე გამოკვლევები ქეთისთან. ბოლოს შარშან აპრილში ქეთიმ მითხრა გამეკეთებინა ლაპარასკოპია, იქედან გამომდინარე რომ ანტიმიულერი კარგი მქონდა 4.2 გადვწყვიტეთ დიაგნოსტიკის მიზნით ლაპარასკოპიის და ჰისტეროს გაკეთება. მაისის ბოლოს ველოდი ციკლს და დაგვენიშნა უნდა ვადიმთან ოპერაცია. 12 მაისს წავედით მოვილოცეთ სარკის წმინდა გიორგი. იქედან წამოსული აი რაღაც ავიკვიატე ოპერაციმდე ფოლიკულების მონიტორინგი წავედი და ორივე საკვერცხეზე იყო დომინანტი ფოლიკული ხოდა იმ დღესვე ჩემი მეგობრის რჩევით გავიკეთე ოვიტრელი და შემდეგ რომ გადავამოწმე ორივე გამსკდარი იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო 31 მაისს ტესტმა მიჩვენა ორსულობა. ორსულობა დადგა წელიწად ნახევარში, ეს ვადა იმასთან რა მოსატანია რასაც აქ გოგოები წვალობენ და ელოდებიან, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე მქონდა სულ მაგის პრობლემა. ორ ხაზზე ემოცია მქონდა 0, იმდენად დავმუნჯდი და შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი. აღარ დაგვჭირდა ლაპარასკოპია, დაგვრჩა სამახსვროდ ოპერაციის ფორმა ასი და ხარჯთაღრიცხვა და მერიიდან უარი დაფინანსებაზე

. აღრიცხვაზე დავდექი ღია გულში მამუკა ნემსაძესთან, აი ფანი ვარ მაგ ექიმის, 8 კვირას მქონდა გამონადენი და ისეთი ტირილით მივვარდი ეხოზე მეგონა მომეშალა, მაშინ ვთხოვე წმინდა მაირიამს ოღონდ ეხლა ყველაფერი კარგად იყოს თუ გოგო მეყოლა მარიამს დავარქმევ თქო. მთელი 9 თვე მამუკას წყალობით საკმაოდ მშვიდი მქონდა, ეხომ გვითხრა გოგო და ვიყავით მარიამის მოლოდინში.
საკეისრო გადაწყდა რადგან ყურების პრობლმ მაქვს ნაოპერაციები, ამიტომ დავთქვით 5 თებერვალი და სულმოუთქმელი ველოდი ამ დღეს. ბოლო 3 დღე გამეწყო პანიკები, მეგონა 5 რიცხვამდე რაღაც მოუვიდოდა ჩემს გოგოს მუცელში წავედი ეხოზე, მერე გავიკეთე დოპლერი მოკლედ ძალიან რთული შაბათი კვირა გავიარე, წნევაც ამიწია. მოვიდა ორშაბათი 5 თებერვალი და წავედით დილით 9 საათზე კლინიკაში "ღია გული" თემქაზე. დილითვე ამიღეს სისხლი გამიკეთეს ანალიზები, ჩემი ქმარი არ შემოუშვეს რადგან დაგვრჩა სახლში ქოწინების მოწმობა. დავრჩი მარტო გაქანდა ჩემი ქმარი სახლშI მოწმობის მოსატანად. მე ამასობაში შემიყვანეს საოპერაციოში. ანესთეზიოლოგი იყო უხეში ქალი, მეტკინა ნემსის შეყვანა ვიყვირე და თითონ უფრო მეტად მიყვირა ხელს მიშლი გაჩერდი არ გაექანოო, ნუ მოკლედ გააკეთა ნემსი დამაწვინეს და დამეწყო ფეხების გაბუჟება წავიდა სითბო. მოვიდა მამუკაც და დაიწყო ოპერაცია. წინ ამაფარეს. არაფერი დამამშვიდებელი მგონი არ გამიკეთეს იმიტო რომ ჭოტივით ვიყავი, დავინახე კვამლი ადიოდა და მივხვდი რომ უკვე გამჭრეს ცხელი დანით, ძაან ვნერვიულობდი რაღაცნაირად, და არ გასულია 5 წუთი გავიგე ჩემი გოგოს ტირილის ხმა, აი მანდ ვიყავი ბედნიერი რომ ცოცხალი იყო, ეხლა მეორე სანერვიულო მქონდა რომ დამენახა როგორი იყო. ორსულობის პერიოდშI არ გამიკეთებია ორმაგი და სამმაგი ტესტები და სულ მეფიქრებოდა ვაიდა როგორი დაიბადოს თქო, ხოდა უცებ მომიყვანეს ჩემი გოგო და პირველი რაც ვთქვი იყო "რალამაზი ხარ დეე მეთქი. ისეთი ლამაზი იყო, ვარდისფერი, სუფთა კანი, საოცარი თვალები და აი ეს გრძნობა მთელი დარჩენილი ცხოვრება არ დამავიწყდება, ეხლა ცრემლები მომდის რომ ვწერ. მერე წაიყვანეს მამასთან გულზე დაეწვინათ. ამის მერე სიხარულისგან დავიწყე ისტერიული ტირილი და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი ასეთი საოცრეის მოვლენისთვის, ამას ყველაფერს ხმამაღა ვამბობდი ღმერთს ველაპარაკებოდი აი ეხლა რომ მახსენდება ალბათ გავაოცე ექიმები. მალევე მორჩნენ გაკერვას და გადამიყვანეს ინტესნსიურში თუ რაც ქვია რავი გვერდით ოთახში, ჩემი ქმარიც იქ იყო და აი მანდ ვეღარ დავწერ რა დღეშიც ვიყავით. მანდ სადღაც 2 საათი გამაჩერეს და მერე ამიყვანეს პალატაში. პალატა გვქონდა აღებული ლუქსი, რადგან დაზღვევა მიფინანსებდა, ნორმალური სიტუაცია იყო საკმაოდ, სისუფთავე რაც მთავარია. აი ძაან კაი იყო ცალკე პალატა, ჩემი ქმარი რჩებოდა და ზაან მეხმარებოდა. ფეხებში გრზნობა სადღაც 5 საათში მომივიდა და ძაან მიჭირდა გაქანება. ტკივილი დიდად არ მაწუხებდა, იმდენჯერ მკითხეს ხოარ გინდა გამაყუჩებელიო თავი დავიზღვიე ღამე არ ამტკივდეს თქო და გავაკეთებინე. შემომიყვანეს ჩემი ნამცეცა და აჭამე ძუძუო. აი ისე მარჯვედ მიუდგა თავის საქმეს გეგონება მუცელIშ ძუძუთი იყოო, იმის მერე დღემდე ძუძგნის ძუძუს მონაა. ხსენი მესამე დღეს მომივიდა და რძეც მალევე წამოვიდა. 3 მასაჟი დამჭირდა ძუძუზე და საოცარი ქალი იყო თუ დაგჭირდება ვინმეს პირადშI მოგწერთ. 3 ღამე გამაჩერეს და გამწერეს. მამუკა შემოდიოდა ყოველდღე მამოწმებდა. ძალიან მაგარი ადამიანია.
რაც შეეხება კლინიკას. ნუ მამუკა რომ მაგარია მაგაზე აღარ დავწერ, პერსონალი ძაან ნორმალური, ერთადერთი ანესთეზიოლოგი იყო უხეში ქალი მაგრამ კარგად გააკეთა თავისი საქმე. ბავშვს ვატანდი ღამით იმიტო რომ არ შემეძლო მოვლა, კარგად უვლიდნენ და ექცეოდნენ პატარას, ექთნების დახმარება და შეწუხება არ დამჭირვებია რადგან სულ ქმარი მყავდა გვერდით და ის დედასავით მივლიდა. თუმცა სულ შემოდიოდნენ მეკითხებოდნენ რაიმე ხოარ მჭირდებოდა. ნაკერი არის იდეალური, მუცელიც კარგად დაჯდა. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ კლინიკით.
ეხლა ვუყურებ ჩემს მარიამს და ვფიქრობ რომ ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, მარიამამდე და მარიამის შემდეგ. ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, ეს არის ყველაზე დიდი წყალობა ღვთისგან რომ გახდე დედა.
ჩემო წეროს მომლოდინე გოგოებო მთელი სულით და გულით გისურვებთ ამ დიდ ბედნიერებას. რომელიც აუცილებლად მოვა, სულ ვადევნებ თვალს თქვენს ამბებს თქვენ ჯგუფს და სათითაოდ ყველას ამბავი მაინტერესებს.
მომავალო დედებო თქვენ წინ არ იცით რა სიტკბოება გელოდებათ. აქამდე არაფერი ყოფილა, ყველაფერუ აწი დაიწყება როცა თქვენი შვილები მოევლინებიან ამ ქვეყნიერებას.
ძაან გრძლად გამომივიდა სათქმელი. თქვენი დიდი დამსახურებაა ჩემი ეს მდგომარეობა, აქ გავიგე და გავეცანი ბევრს ისეთ საკითხს რომელიც საერთოდ არ ვიცოდი, თუნდაც ის რომ ჩავსაფრებოდი ფოლიკულებს და ჩემით მეცადა თუ გამოვიდოდა. მადლოა ყველას თითოეული ჩემს მიერ დსლულ შეკითხვაზე გაცემული პასუხისთვის.
ყველას გისურვებთ იმ სურვილის ასრულებას რაც ასე ზალიან გსურთ.
ჩემი მარიამი უკვე 1 თვის და 3 დღისაა... არაა იოლი ნამდვილად ბავშვის გაზრდა, მაგრამ ყველა დაღლა გავიწყდება როცა გულში იკრავ.
ასე იყო ჩემი ამბები და იმედია მოვუყარე თავი სათქმელს კარგად